სამარხვო რეცეპტები

სტაფილოს კატლეტი ღუმელში - უგემრიელესი კერძი მათთვის, ვინც მარხულობს

funtime

14:00 ხუთ. 8 აპრილი

სტაფილოს კატლეტი
14
დაკოპირებულია

სტაფილოს კატლეტების გამოცხობა მარტივია, დიდი დროც არ დაგეხარჯებათ. სამაგიეროდ, ორგანიზმს სასარგებლო ვიტამინებით გააჯერებთ... სასარგებლოა, როგორც უმი სტაფილო, ისე მოხარშული. 

 

საჭირო პროდუქტი:

სტაფილო - 3 ცალი;
მანანის ბურღული - 50 გრ;
მცენარეული ზეთი - 200 გრ;
პურის ფქვილი - 200 გრ;
მარილი და შავი პილპილი - გემოვნებით.

მომზადების წესი:

სტაფილო გარეცხეთ და მოხარშეთ. მოხარშული სტაფილოსგან დაამზადეთ პიურე და დააბლენდერეთ. დაბლენდერების პროცესში თანდათანობით დაამატეთ პურის ფქვილი და მარილი გემოვნებით. უნდა მიიღოთ სქელი მასა.

ახლა დაიწყეთ კატლეტის შეწვა:

ჩართეთ ღუმელი და დაელოდეთ „ჟარონის“ გაცხელებას.
აიღეთ ცოტაოდენი დაბლენდერებული სტაფილო. გაამზადეთ ბურთულა, შემდეგ მიეცით კატლეტის ფორმა, ამოავლეთ მანანის ბურღულში და დადეთ გაცხელებულ „ჟარონაზე“.
შედგით ღუმელში და დაელოდეთ კატლეტების ზედაპირის შეწითლებას.
სულ ეს არის!

შენიშვნა:

სტაფილოს კატლეტს, შეგიძლიათ, სურვილისამებრ, მწვანილები და ცოტაოდენი ნიორიც დაამატოთ - ძალიან უხდება;
კატლეტები 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში გამოაცხვეთ;
სტაფილოს კატლეტის მოსამზადებლად 20 წუთი საკმარისია;
შეგიძლიათ, გარნირად მოხარშული წიწიბურა, მაკარონი ან თუნდაც კარტოფილის პიურე მოამზადოთ.

გემრიელად მიირთვით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბარდის კატლეტი - მარტივი და იაფი რე...

ბარდის კატლეტი

ნივრის ხიზილალა - გემრიელი ბუტერბრო...

ნივრის ხიზილალა

მაიონეზის სამარხვო ტორტი

მაიონეზის ტორტი (სამარხვო)

სამარხვო ტოლმა - ჯანსაღი და ნოყიერი...

კომბოსტოს ტოლმა

ბრინჯი მექსიკურად - გემრიელი და ნოყ...

ბრინჯის მომზადება

სამარხვო გემრიელობა - ტორტი „ესპრეს...

სამარხვო ტორტი „ესპრესო“

სამარხვო კრემიანი ფუნთუშები - ექსკლ...

კრემიანი ფუნჩულა მარტივი
რეცეპტი