10 საინტერესო ფაქტი ადამიანის შესახებ
16:00 კვი. 8 ოქტომბერი, 2023 წელი

არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხეულის უნიკალური მახასიათებლებით ყველასგან გამოირჩევიან. დღეს გვინდა, სწორედ ეს საინტერესო ფაქტები გაგაცნოთ:
1. ადამიანების უმრავლესობის (91,6%) თავზე თმა საათის ისრის მიმართულებით ეზრდება, ხოლო 8,4% - საპირისპირო მიმართულებით. კიდევ უფრო იშვიათია ორი „გვირგვინის“ მქონე ადამიანი.
2. ტერფის განსაკუთრებულ წყობას, როდესაც მეორე თითი ცერზე გრძელია, მორტონის თითს უწოდებენ. ასეთი ტერფი 19-იდან 1 ადამიანში გვხვდება. სხვათა შორის, ასეთი ტერფი აქვს „თავისუფლების ქანდაკებას“.
3. მეცნიერთა გამოთვლით, მსოფლიოში ყველა ადამიანს, დაახლოებით, შვიდი ძალიან მსგავსი ადამიანი ჰყავს.
4. თვალის ყველაზე იშვიათი ფერი მწვანეა. ამ ფერის თვალი ადამიანების მხოლოდ 2%-ს აქვს.
5. ადამიანის ხელისგულზე ბევრი ხაზია,რომლებსაც ქირომანტები სხვადასხვანაირად ხსნიან. ნაოჭი, რომელიც მთელს ხელისგულს კვეთს, ადამიანთა 1,5%-ს აქვს.
6. ჩვენ გარკვეულ ფერებს ვხედავთ, მაგრამ ადამიანების, დაახლოებით, 12 %-ს 10-ჯერ მეტი ფერის გარჩევა შეუძლია. ამ თვისებას ტეტრაქრომატია ეწოდება.
7. ფერების მოსმენისა და მუსიკის დანახვის უნარს სინესთეზია ეწოდება. ის ძალზე იშვიათია და ადამიანთა 1%-ზე ნაკლებში გვხვდება.
8. ცალი წარბის აწევა ადამიანთა 24%-ს შეუძლია, თუმცა ვარჯიშის შემდეგ ამას ყველა მოახერხებს.
9. ორივე ხელის თანაბრად ეფექტურად გამოყენება ადამიანების მხოლოდ 1%-ს შეუძლია - მათ დომინანტური ხელი არ აქვთ.
10. პლანეტაზე მხოლოდ რამდენიმე ადამიანს აქვს სისხლის განსაკუთრებული ჯგუფი ნულოვანი რეზუსით. მათ სისხლს "ოქროს სისხლს" უწოდებენ.
ესეც საინტერესოა:
ურბახ-ვიტე - რა ხდება იმ ადამიანის ტვინში, ვინც შიშს და ტკივილს ვერ გრძნობს?
ადამიანები მწვანე სისხლით - მითია თუ რეალობა?
ხშირი გაღვიძება - ამით თქვენი ორგანიზმი რაღაცას გატყობინებთ
ორგანიზმის გაწმენდა სახლის პირობებში - ამაში 7 პროდუქტი დაგეხმარებათ
როგორ გავწმინდოთ ნაწლავები - თაფლის და სელის თესლის კოქტეილი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან