სილამაზე/ჯანმრთელობა

ახალი კვლევა - სხეულის დაბალი ტემპერატურა სიცოცხლეს ახანგრძლივებს

fun time

18:32 შაბ. 22 ივნისი, 2024 წელი

სხეულის დაბალი
ტემპერატურა

14
დაკოპირებულია

კალიფორნიის უნივერსიტეტის (სან-ფრანცისკო) მეცნიერების უახლესმა კვლევამ სხეულის ტემპერატურასა და დეპრესიას შორის კავშირი აღმოაჩინა. 

 

20 000-ზე მეტ ადამიანზე ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ დეპრესიის დროს ადამიანის სხეულის ტემპერატურა იზრდება. აქედან გამომდინარე, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დეპრესია სისტემური დაავადებაა, რომელსაც ანთებითი პროცესები ახლავს და მთელ სხეულზე გავლენას ახდენს.

უფრო მეტი, კვლევამ გამოავლინა, რომ ანტიდეპრესანტებს, დეპრესიასთან ბრძოლის გარდა, ძლიერი ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვთ, რაც ანთებასა და დეპრესიას შორის კავშირს ადასტურებს.

***

ცნობისთვის, დეპრესია დღეს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური პრობლემაა, რომელიც ყოველ მეოთხე ან მეხუთე ადამიანს ემართება და თვითმკვლელობის ერთ-ერთი უდიდესი რისკფაქტორია. მას ნეგატიური განწყობა, სევდა, თვითშეფასების გაუარესება და ცხოვრებისადმი ინტერესის დაკარგვა ახასიათებს.

***

კალიფორნიელი მეცნიერების კვლევის თანახმად, სხეულის ტემპერატურა დეპრესიის სიმპტომების სიმძიმესთან კავშირშია. ადამიანებს, რომლებსაც დღის მანძილზე სხეულის სტაბილური ტემპერატურა აქვთ, დეპრესიის მძიმე სიმპტომები ნაკლებად ემუქრებათ.

მეცნიერების აზრით დეპრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად ეფექტურია კვების ჩვევების შეცვლა და წონის დაკლება, რამაც შეიძლება სხეულის ტემპერატურა შეამციროს და საერთო ჯანმრთელობა გააუმჯობესოს. დეპრესიით დაავადებული ადამიანის დასახმარებლად და სხეულის ტემპერატურის შესამცირებლად შეიძლება მარტივი გაგრილების ისეთი მეთოდების გამოყენებაც, როგორიცაა საუნა და ცხელი აბაზანა.

ესეც დაგაინტერესებთ:

13,7 გრადუსი - ადამიანის ყველაზე დაბალი დაფიქსირებული ტემპერატურა

რატომ იზომება ტემპერატურაც, კუთხეებიც და ალკოჰოლის ხარისხიც გრადუსებით?

რა ხდება ზრდასრული ადამიანის სხეულში - 15 საინტერესო ფაქტი!

წყარო: psych.ucsf.edu


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მარილის რა დოზაა სასიკვდილო ადამიან...

მარილის რა დოზაა
სასიკვდილო
ადამიანისთვის?

ნიტრატები ბოსტნეულში - რომელი ნაწილ...

ნიტრატები ბოსტნეულში

ჟელატინის სამკურნალო თვისებები

ჟელატინის სამკურნალო
თვისებები

ბატიბუტის თვისებები - გემრიელი ხემს...

ბატიბუტის თვისებები

ფეტვის სასარგებლო თვისებები და მომზ...

ფეტვის სასარგებლო
თვისებები

ბადრიჯანი - სასარგებლო და სამკურნალ...

ბადრიჯანი - სასარგებლო და
სამკურნალო თვისებები

ერბოს თვისებები - სასარგებლოა თუ არ...

ერბოს მომზადება

გაჭერით ლიმონი და დატოვეთ საძინებელ...

ლიმონი ჯანმრთელობისთვის

ხილი დიეტის დროს

ხილი დიეტის დროს