სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩინური მასაჟი - 5 წერტილი გასახდომად

fun time

12:27 ოთხ. 1 დეკემბერი, 2021 წელი

ჩინური წერტილები

14
დაკოპირებულია

წერტილოვანი მასაჟი ჩინური მედიცინის უძველესი ტექნიკაა. ჩინური წერტილები აკუპუნქტურის ერთგვარ ალტერნატივას წარმოადგენს, მაგრამ ბევრად უფრო ადვილი და უსაფრთხოა. განსაკუთრებით თვითმკურნალობის დროს. ჩინელები გვარწმუნებენ, რომ სხეულზე რამდენიმე წერტილის მასაჟი წონის სწრაფად და მარტივად დაკლებაში დაგვეხმარება. გავარკვიოთ, ნამდვილად ასეა თუ არა.

როგორ მოქმედებს წერტილოვანი მასაჟი?

წერტილოვანი მასაჟის ტექნიკა სხეულის ღრმა რელაქსაციას ეხმარება ან პირიქით, საჭირო ორგანოებს მუშაობას აიძულებს. საკვანძო ადგილებზე ზემოქმედებით შესაძლებელია მედიტაციის მდგომარეობას მიაღწიოთ და მთელ სხეულში სასიამოვნო ჩხვლეტა იგრძნოთ.

საჭირო წერტილების საპოვნელად სპეციალისტები ზომის ერთეულს იყენებენ, რომელსაც „ცუნი“ ჰქვია.

„ცუნის“ ზომა ინდივიდუალურია: მამაკაცებში მარცხენა ხელის უკიდურესად მოხრილი შუა თითის ნაკეცების შორის მანძილით განისაზღვრება, ხოლო ქალებში მარჯვენა ხელის.

სხეულის ნაწილები პირობითად, „ცუნის“ გარკვეულ რაოდენობად იყოფა და საჭირო წერტილი ამ სეგმენტების ზღვარზე, რომელიმე ჩაღრმავებასთან მდებარეობს.

სხეულის ამა თუ იმ წერტილზე ზემოქმედება შეიძლება ნაზი ან ძლიერი იყოს, მაგრამ კანი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააზიანოს.

რა წერტილებს უნდა დააჭიროთ წონაში დასაკლებად?

ხელისგული

ცერა თითის ოდნავ დაბლა მდებარე ზონის მასაჟი ფარისებრი ჯირკვალის სტიმულირებას იწვევს და მეტაბოლიზმს აჩქარებს. კვლევებით დადასტურებულია, რომ სისხლში შაქრის დონის მატება ძლიერი შიმშილის გრძნობას და ტკბილისკენ ლტოლვას იწვევს.

ასეთი შეგრძნებების თავიდან ასაცილებლად, ეს ზონა ნელი მოძრაობებით დაზილეთ. ეს გამოიწვევს პანკრეასის გააქტიურებას და სისხლში შაქრის სტაბილური დონის შენარჩუნებას დაეხმარება.

ყბა

საჩვენებელი თითები ყბის კუთხეებში, ყურების ქვეშ დაიდეთ და ამავდროულად პირი გახსენით და დახურეთ - ამ დროს ეცადეთ, განსაზღვროთ რომელ წერტილში იგრძნობა მეტი დაძაბულობა და აქტიური მოძრაობა და ეს ადგილი 3 წუთის განმავლობაში დაზილეთ.

ამ წერტილის მასაჟი მადის დაქვეითებას და ნივთიერებათა ცვლის გააქტიურებას იწვევს.

ტუჩი

კიდევ ერთი „გასახდომი წერტილი“ ზედა ტუჩსა და ცხვირს შორის მდებარეობს. ითვლება, რომ ამ წერტილის მასაჟი სტრესის მოხსნაში ეხმარება.

ყური

ზონა, რომელიც ყურის არხს ფარავს, გარკვეული მნიშვნელობით მაგიურია. ამ წერტილის დღეში რამდენჯერმე, რამდენიმე წუთიანი მასაჟი არა მხოლოდ მეტაბოლიზმს დააჩქარებს, არამედ საჭმლის მიღების სურვილსაც შეამცირებს. ასეთი მასაჟის შემდეგ შეიძლება ენერგიის მოზღვავება იგრძნოთ.

მუხლის ქვეშ

უცნაურია, მაგრამ წონის დაკლების რამდენიმე წერტილი ფეხებზე მდებარეობს. ერთ-ერთს, რომელიც მუხლის ქვემოთ ღარშია განთავსებული, „დღეგრძელობის წერტილი" ჰქვია. მასაჟი წრიული მოძრაობით, ორი წუთის განმავლობაში უნდა გააკეთოთ. ჩინელები ამტკიცებენ, რომ „დღეგრძელობის წერტილზე" ზემოქმედება დღეში 500 გრამამდე წონის დაკლებაში ეხმარება.

დასკვნის სახით:

გახსოვდეთ, რომ მასაჟი მტკივნეული არ უნდა იყოს და, რაც მთავარია, სანამ საქმეს შეუდგებით, გირჩევთ, ექიმთან კონსულტაცია გაიაროთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

კომშის სასარგებლო თვისებები

კომშის სასარგებლო
თვისებები

5 მიზეზი იმისთვის, რომ სპირულინა რა...

რა არის სპირულინა

მუშმულას სასარგებლო თვისებები

მუშმულას თვისებები

მუსკატის კაკალი - სასარგებლო თვისებ...

მუსკატის კაკალი
სასარგებლო თვისებები

ქაცვის თვისებები

ქაცვის თვისებები

ღორის ხორცის სასარგებლო თვისებები დ...

ღორის ხორცის სასარგებლო
თვისებები

გოგრის თესლი - როგორ ვჭამოთ სწორად?

გოგრის თესლის სასარგებლო
თვისებები და
უკუჩვენებები

იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს მოწყო...

სიზმრების ჩაწერა
შესაძლებელია

შემოდგომის საკვები - 10 ყველაზე სას...

შემოდგომის ხილი და
ბოსტნეული