სილამაზე/ჯანმრთელობა

დილის 5 ჩვევა, რომლებიც ნივთიერებათა ცვლას აწესრიგებს

fun time

12:00 ხუთ. 20 მაისი, 2021 წელი

დილის ჩვევები, რომლებიც
ნივთიერებათა ცვლას
აწესრიგებს

14
დაკოპირებულია

თუ გსურთ, მეტაბოლიზმი დააჩქაროთ და თქვენმა ორგანიზმმა ყოველდღიურად 500 კალორიით მეტი დაწვას, სცადეთ დილაობით ეს 5 მარტივი მოქმედება და შედეგს ერთ კვირაში დაინახავთ.

 

სუფთა ჰაერზე ვარჯიში

დილის ვარჯიში არა მხოლოდ გამოფხიზლებაში გვეხმარება, არამედ ნამდვილი ძრავია ჩვენი მეტაბოლიზმისთვის. დილის ვარჯიში ახურებს ნივთიერებათა ცვლას და დღის განმავლობაში თქვენი ორგანიზმი ცხიმს ენერგიად გარდაქმნის. თუკი დილის ვარჯიშებს სუფთა ჰაერზე შეასრულებთ, ეს კიდევ უფრო ეფექტურია: დილის მზის სხივები ასტიმულირებს მეტაბოლიზმს. სულ რაღაც 20-წუთიანი აქტივობა დილიდან და თქვენი სხეული პატარა, მაგრამ ძალიან ეფექტურ „საწარმოდ“ გადაიქცევა, რომელიც ცხიმს ენერგიად გადაამუშავებს.

დატვირთვის გაზრდა

დაამატეთ დილის ვარჯიშებს 2,5-წუთიანი ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა. მაგალითად, მოკლე მანძილზე სირბილი ან გაჭიმვები. შეგიძლიათ, სახტუნაოთი იხტუნაოთ. მხოლოდ 2,5 წუთი და დღის მანძილზე თქვენი ორგანიზმი ცხიმს არ დაიგროვებს, რადგან მას ჯადოსნური საშუალებით დაწვავს.

სწორი საუზმე

გაღვიძებიდან არანაკლებ 40 წუთში აუცილებლად უნდა ისაუზმოთ. ეს უნდა იყოს ნოყიერი და ჯანსაღი საუზმე. კვერცხი, შვრიის ფაფა, ახალი ბოსტნეული და ხილი - ეს არის იდეალური პროდუქტები, რომლებითაც შეგიძლიათ, დაიწყოთ დღე. არ დაგავიწყდეთ ფინჯანი ყავა - ეს საუკეთესო საშუალებაა მეტაბოლიზმისთვის, თუკი, რა თქმა უნდა, ყავის დოზას არ გადაამეტებთ.

ძალისმიერი ვარჯიში

კვირაში მხოლოდ 10-წუთიანი ძალისმიერი ვარჯიში საკმარისია, რათა ნივთიერებათა ცვლა საათივით ამუშავდეს. კუნთების დაჭიმვისა და დატვირთვის დროს ორგანიზმი დიდი რაოდენობით კალორიას წვავს - რაც ნიშნავს, რომ მეტაბოლიზმი უფრო აქტიურდება.

მეტი ხილი

ხილის სასარგებლო თვისებების შესახებ, რომლებიც მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ხშირად გვავიწყდება. მიიღეთ ხილი დილის საათებში - ამით დაეხმარებით ორგანიზმს არა მხოლოდ ნივთიერებათა ცვლის დაჩქარებაში, არამედ დარღვეულის აღდგენაშიც.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

გოგრის ზეთის სამკურნალო თვისებები დ...

გოგრის ზეთის სამკურნალო
თვისებები

წყლით ინტოქსიკაცია — რატომ არის საშ...

წყლით ინტოქსიკაცია

7 ნიშანი, რომელიც მიუთითებს ცილების...

ცილების ნაკლებობას
ორგანიზმში

რატომ გვირჩევენ მეცნიერები საკვების...

რატომ გვირჩევენ
მეცნიერები საკვების
გულდასმით ღეჭვას?

საინტერესო ფაქტები წაბლის შესახებ

წაბლის სასარგებლო
თვისებები

რაც უფრო მუქია, მით უფრო ჯანსაღია —...

გარგარის ჩირის
სასარგებლო თვისებები

მცენარეები, რომლებიც სიმსივნის საწი...

Podophyllum

ყავა თუ კაკაო — რომელია უკეთესი დილ...

ყავა თუ კაკაო

გარგარის კურკის თვისებები, შემადგენ...

გარგარის კურკის
თვისებები