ყავის 5 ნიღაბი, რომელიც ძვირად ღირებულ პროცედურებს ჩაანაცვლებს
16:00 კვი. 4 ივლისი, 2021 წელი

ყავა მხოლოდ გემრიელი სასმელი კი არა, შესანიშნავი კოსმეტიკური საშუალებაცაა. ყავის მარცვლებისგან შეგიძლიათ სახისა და სხეულის ნიღბები და სკრაბები მოამზადოთ. ყავის მარცვლებს გამწმენდი და მატონიზირებელი თვისებები აქვთ, ხოლო ყავის ნალექის ნიღბები დაგეხმარებათ კანის მოვლა ნამდვილ SPA პროცედურად გადააკეთოთ. გთავაზობთ ყავის ნიღბების რეცეპტებს, რომლების დამზადება სახლშიც მარტივად შეგიძლიათ!
ყავის პილინგი
თუ აქამდე არ იცოდით როგორ გავაკეთოთ ყავის სკრაბი, ეს მარტივი რეცეპტი ჩაინიშნეთ:
ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობის ზეთი და ყავის ნალექი. მიღებულ მასას ცოტაოდენი დარიჩინი და მარილი დაამატეთ და ნიღაბი სახეზე და კისერზე შეიზილეთ.
10 წუთის შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ და მკვებავი მალამო წაისვით. ამ რეცეპტით მომზადებული ყავის ნიღაბი აკნესთვის ძალიან ეფექტურია - შესანიშნავად ასუფთავებს ფორებს.
სახის კანის მკვებავი ნიღაბი ყავის ნალექისგან
1 დესერტის კოვზი ყავის ნალექი და იგივე რაოდენობის არაჟანი ერთმანეთში აურიეთ. ამ მასას 5 მლ ზეთი დაუმატეთ და მიღებული ნარევი სახეზე წაისვით.
10 წუთის შემდეგ ნიღაბი გრილი წყლით ჩამოიბანეთ. ამ რეცეპტით მომზადებული ყავის ნიღაბი მშრალი კანისთვის და ნორმალური კანისთვის გამოიყენეთ.
ყავის ნიღაბი კანის დაბერების წინააღმდეგ
3 ს.კ. გამდნარ თაფლს შეურიეთ 1 ჩ.კ. დაფქული ყავა და მიღებული მასა სახეზე წაისვით.
25 წუთის შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ვიტამინები სახის კანისთვის
1 ს.კ. დაფქული ყავა ამავე რაოდენობის გახეხილ მწვანე ვაშლს შეურიეთ. მიღებულ ნარევს დაამატეთ 10 მარცვალი კანგაცლილი ყურძნის რბილობი. მიღებული მასა სახეზე წაისვით.
15 წუთი გაიჩერეთ და თბილი წყლიტ ჩამოიბანეთ. თქვენი კანი ვიტამინებით აივსება..
ნიღაბი ყავით ცხიმიანი და პრობლემური კანისთვის
1 ჩ.კ. ყავა და 1 ს.კ. თეთრი ან ლურჯი თიხა ერთმანეთში აურიეთ. მიღებულ მასას იმდენი თბილი წყალი დაუმატეთ, რომ არაჟნის კონსისტენცია მიიღოთ.
ნიღაბი სახეზე წაისვით და 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.
ეს ნიღაბი კანის ბზინვარების და ანთების საწინააღმდეგო შესანიშნავი საშუალებაა.
და ბოლოს 👉 უმჯობესია, ცხიმიანი კანისთვის დაფქვული ყავა გამოიყენოთ, ხოლო მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის - ყავის ნალექი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან