სილამაზე/ჯანმრთელობა

კვლევა: რას აზიანებს ყოველდღე ბანაობა?

სალომე ჩაჩიბაია

15:00 სამ. 12 იანვარი, 2021 წელი

მშრალი კანის მოვლა

14
დაკოპირებულია

ყოველდღიური შხაპი რუტინის ისეთივე განუყოფელი ნაწილია, როგორც დილით კბილების გამოხეხვა და ყავის დალევა, თუმცა ექსპერტებს რომ ვკითხოთ, კარგი იქნება, თუ ამ ჩვევას დავივიწყებთ. 

 

ამერიკელების, დაახლოებით, 2/3 შხაპს ყოველდღე იღებს. მათი თქმით, ეს გამოფხიზლებაში ეხმარებათ, სისუფთავეს განცდა კი გუნებას უკეთესობისკენ უცვლის.

მეცნიერები კი შიშობენ, რომ „შხაპის ყოველდღიურად მიღება შეიძლება, ჯანმრთელობისთვის მავნეც კი იყოს“. ხშირი ბანაობა კანს ჯანმრთელობისთვის საჭირო ბაქტერიებსა და დამცავ ცხიმს აცლის.

ეს განსაკუთრებით ხანდაზმულ ადამიანებს ეხებათ, რომელთა კანი ნელ-ნელა თხელდება, ნაკლებად ტენიანი და მეტად მგრძნობიარეა. მშრალი, დანაოჭებული კანი ბაქტერიებს სიღრმეებში შეღწევის საშუალებას აძლევს, რაც ინფექციებისა და ალერგიული რეაქციების მიზეზი ხდება.

ინფექციური დაავადებების ექსპერტი და კოლუმბიის უნივერსიტეტის საექთნო სკოლის ასოცირებული დეკანი, ელენ ლარსონი ბანაობასთან დაკავშრებულ ჩვენს წარმოდგენას თავდაყირა აყენებს:

„ხალხი ფიქრობს, რომ შხაპის მიღებით სუფთავდებიან, მაგრამ ბაქტერიოლოგიურად სხვა სურათია. ბანაობა, ძირითადად, ესთეტიკურ მიზანს ემსახურება“.

შხაპს შეუძლია, კანის ჰიდროლიპიდური გარსი დაარღვიოს და, შესაბამისად, ბარიერის ფუნქცია მოუშალოს, რის შემდეგაც კანი ბაქტერიებისა თუ ვირუსების შეჭრისგან დაუცველი გახდება.

ექსპერტები გვირჩევენ, ვიბანაოთ არა ყოველდღე, არამედ კვირაში 1-2-ჯერ. ეს რეკომენდაცია განსაკუთრებით საგულისხმო ზამთრის პერიოდშია, როცა დროის დიდ ნაწილს გამათბობლით გამომშრალ ოთახში ვატარებთ. მშრალი ჰაერის ზემოქმედებას ხშირი შხაპი კიდევ უფრო ამძაფრებს.

ფოტო Andrea Piacquadio

წყარო: www.considerable.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

იოდის ბადე — მითია თუ რეალური დახმა...

იოდის ბადე

ბლის 6 სასარგებლო თვისება, რომელიც...

ბლის 6 სასარგებლო თვისება

როგორ მოვიქცეთ მზით დამწვრობისას და...

როგორ მოვიქცეთ მზით
დამწვრობის დროს

5 პროდუქტი, რომლებიც „ჭკვიანი დირიჟ...

5 ხელმისაწვდომი პროდუქტი
დაბერების წინააღმდეგ

მჯდომარე ცხოვრების წესით გამოწვეული...

მჯდომარე ცხოვრების ხუთი
საგანგაშო შედეგი

რატომ არ არის სასურველი პომიდვრის მ...

რატომ არ არის სასურველი
პომიდვრის მაცივარში
შენახვა?

ჭინჭარი — ვიტამინების წყარო და სამკ...

ჭინჭარი მკურნალი

ჯანსაღი კვების რაციონზე გადასვლის 5...

ჯანსაღი კვების რაციონზე
გადასვლის 5 მარტივი წესი

შეიძლება თუ არა ფიჭის ჭამა? — თვისე...

შეიძლება თუ არა ფიჭის ჭამა