სილამაზე/ჯანმრთელობა

რა ზიანი და სარგებელი მოაქვს კონდიციონერს ადამიანის ჯანმრთელობისთვის?

fun time

19:36 ოთხ. 3 აგვისტო, 2022 წელი

კონდიციონერის
გამოყენების წესი

14
დაკოპირებულია

არსებობს მოსაზრება, რომ ჩართული კონდიციონერის სიახლოვეს დიდხანს ყოფნა შეიძლება სხვადასხვა დაავადების მიზეზი გახდეს. ნამდვილად ასეა თუ არა? ამ კითხვაზე პასუხი კალიფორნიის ლოურენს ბერკლის ეროვნული ლაბორატორიის მეცნიერებმა გასცეს. 

როგორც ირკვევა, სწორად გამოიყენების შემთხვევაში კონდიციონერი სრულიად უსაფრთხო და პირიქით, სასარგებლოა, მაგრამ ბევრი ადამიანი ამ მოთხოვნას უგულებელყოფს, რასაც შეიძლება სხვადასხვა დაავადების განვითარება მოჰყვეს.

ლოურენს ბერკლის ეროვნული ლაბორატორიის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ადამიანები, რომლებიც კონდიცირებულ ოფისებში მუშაობენ, ჯანმრთელობას სხვებზე ხშირად უჩივიან. მათ უმეტესობას თვალების გაღიზიანება, ხველა, სუნთქვის გაძნელება, ყელის სიმშრალე და თავის ტკივილი აწუხებს.

კვლევის ავტორი უილიამ ფისკი არ გამორიცხავს, ​​რომ ეს სიმპტომები კონდიციონერებიდან მომდინარე ტენიანობას უკავშირდება.

გარდა ამისა, მეცნიერის აზრით, ადამიანების მუშაობა ყველაზე ნაყოფიერია მხოლოდ „კომფორტულ“ ტემპერატურაში - დაახლოებით, 22 გრადუსზე და არა სიცხეში ან სიცივეში.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ სწორად გამოყენების შემთხვევაში კონდიციონერს უამრავი სარგებლის მოტანა - თუნდაც ჰაერის გაფილტვრა შეუძლია.

დადგენილია, რომ კონდიციონერის გამოყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან დაკავშირებული სიკვდილიანობისა და ჰოსპიტალიზაციის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.

იმისათვის, რომ კონდიციონერმა ზიანი არ მოგაყენოთ საჭიროა მისი რეგულარულად შემოწმება და რა თქმა უნდა, ფილტრის შეცვლა. ასევე უნდა აკონტროლოთ ჰაერი, რომ ჰაერი ძალიან არ გამოშრეს.

გირჩევთ კონდიციონერი დროდადრო გამორთოთ და ოთახი გაანიავოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ოთახში პერიოდულად სველი წმენდა ჩაატაროთ.

ასევე საინტერესოა 👇

ბუშტულებიანი ცელოფანი კონდიციონერის ნაცვლად - აშშ-ში გამოცდილი პრაქტიკა

ჰაერის გაგრილება - რჩევები მათთვის, ვისაც კონდიციონერი არ აქვს ან არ უყვარს


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ფიზიოლოგიური დაბერების პროცესი დაჩქ...

ფიზიოლოგიური დაბერების
პროცესი

იოდის ბადე — მითია თუ რეალური დახმა...

იოდის ბადე

ბლის 6 სასარგებლო თვისება, რომელიც...

ბლის 6 სასარგებლო თვისება

როგორ მოვიქცეთ მზით დამწვრობისას და...

როგორ მოვიქცეთ მზით
დამწვრობის დროს

5 პროდუქტი, რომლებიც „ჭკვიანი დირიჟ...

5 ხელმისაწვდომი პროდუქტი
დაბერების წინააღმდეგ

მჯდომარე ცხოვრების წესით გამოწვეული...

მჯდომარე ცხოვრების ხუთი
საგანგაშო შედეგი

რატომ არ არის სასურველი პომიდვრის მ...

რატომ არ არის სასურველი
პომიდვრის მაცივარში
შენახვა?

ჭინჭარი — ვიტამინების წყარო და სამკ...

ჭინჭარი მკურნალი

ჯანსაღი კვების რაციონზე გადასვლის 5...

ჯანსაღი კვების რაციონზე
გადასვლის 5 მარტივი წესი