სილამაზე/ჯანმრთელობა

თმის ცვენა - პრობლემა, რომელიც კარანტინში ბევრს აღმოაჩნდა

funtime

18:00 ორშ. 11 იანვარი

თმის ცვენის საშუალებები
14
დაკოპირებულია

მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა სტრესმა ბევრ ადამიანზე იმოქმედა, რაც ყველამ სხვადასხვანაირად შევნიშნეთ. გამონაკლისი არც თმები აღმოჩნდა. დიახ, თმის ცვენა გახშირდა და თუკი ეს პრობლემა თქვენთვისაც ნაცნობია, დღეს აგიხსნით, თუ როგორ იმოქმედოთ ამ სიტუაციაში.

ტრიქოლოგები აღნიშნავენ, რომ კარანტინში თმის ცვენის პრობლემა გახშირდა.

რამ გამოიწვია ეს?

თმის ცვენის პრობლემა, როგორც წესი, თმის სასიცოცხლო ციკლის დარღვევით აიხსნება. თმის ზრდის ფაზა მცირდება, ხოლო ცვენის, პირიქით, იზრდება. მაპროვოცირებელი ფაქტორი შესაძლოა, რამდენიმე იყოს: დიეტა, მუდმივი სტრესული სიტუაციები, ქრონიკული დაღლილობა, ვიტამინებისა და მინერალების სეზონური ნაკლებობა, ჰორმონალური ცვლილებები. გარეგანი ფაქტორები: თმის მოვლის საშუალებების არასწორი შერჩევა, თავის ხშირი დაბანა, მედიკამენტოზური პრეპარატების მიღება - ეს ყველაფერი ნეგატიურად აისახება თმის ზრდაზე.

საშუალოდ, რამდენი ღერი თმა უნდა დაგვცვივდეს დღეში?

თმის ცვენის ნორმა ჯანმრთელ ადამიანში 80-დან 120 ღერამდეა.

რჩევა: თუკი შენიშნეთ, რომ თმა აქტიურად გცვივათ, დაითვალეთ, საშულოდ, რამდენი ღერი დაგცვივდათ და თუ აღმოაჩენთ, რომ ის ნორმას აღემატება, აუცილებლად მიმართეთ ტრიქოლოგს.


შესაძლებელია თუ არა თმის ცვენა სეზონური იყოს?

დიახ, რა თქმა უნდა. ქალებში ხშირად აღინიშნება თმის ცვენა გაზაფხულზე და თმის ცვენა შემოდგომაზე.

მართალია, რომ თმის ცვენა შესაძლოა, სტრესის მიღებიდან სამი თვის შემდგომ დაიწყოს?

სტრესის შემდეგ თმის ცვენა დაუყოვნებლივ არ იწყება. ანუ, წარმოუდგენელია, ერთ დღეს მელოტმა გაიღვიძოთ. ეს პროცესი შესაძლოა, ნამდვილად დაიწყოს სამი თვის შემდეგ. სწორედ, ამიტომ მიმართავენ კარანტინის შემდეგ პაციენტები უფრო ხშირად ტრიქოლოგებს. ვისხედით სახლებში სამი თვე, ამიტომ, შესაძლოა, თმის ცვენა პანდემიით გამოწვეული სტრესის ფონზე დაიწყო.

როგორ უნდა ვიმოქმედოთ, თუკი აღმოვაჩინეთ, რომ კანარტინის დროს თმის ცვენა გაგვიხშირდა?

გააჩნია, რამდენად რთულად გამოიხატება პრობლემა. დღეს აფთიაქებში უამრავი სახეობის, ხარისხიანი თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი და თმის ცვენის საწინააღმდეგო ნიღბები იყიდება, რომლებიც მცენარეულ კომპონენტებზეა დამზადებული და ეფექტურად ებრძვის სხვადასხვა გენეზისით გამოწვეულ თმის ცვენას. საწყის ეტაპზე, შესაძლებელია ამ პრეპარატებით სარგებლობა (ამპულები და შამპუნები, რომლებიც თავის კანს სპეციალური საშუალების შესაზელად ამზადებს), მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, უმჯობესია მიიღოთ ტრიქოლოგის რჩევა, რომელიც ჩაგიტარებთ ინდივიდუალურ კვლევასა და ანალიზებს.

როგორ განვაგრძოთ თმის მოვლა გახშირებული ცვენის შემთხვევაში?

თუკი თავს ყოველდღე იბანთ, უმჯობესია, ისარგებლოთ რბილი, ადაპტირებული შამპუნებით აგრესიული სულფატების გარეშე და, რა თქმა უნდა, დაამატეთ თმის მოვლის რუტინას სპეციალური საშუალებები თმის ცვენის საწინააღმდეგოდ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ შავდება ვერცხლის სამკაული? -...

რატომ შავდება ვერცხლის
სამკაული?

მწვანე ჩაი სახის კანისთვის - დაამზა...

მწვანე ჩაის სახის
მოსავლელად

დაცემინება ორგანიზმისთვის სასარგებლ...

რა ხდება დაცემინების დროს?

8 მარტივი წესი, რათა სწრაფად ჩაიძინ...

საინტერესო ფაქტები ძილზე

„სტივ ჯობსმა დააგვიანა ჩემთან მოსვლ...

სტივ ჯობსის ონკოლოგი
დევიდ აგუსი

D ვიტამინის ნაკლებობა სიმსუქნეს იწვ...

D ვიტამინის ნორმა

კეფირის კოქტეილები ცხიმების დასაწვა...

კეფირის კოქტეილი ვახშმად

ახალი კვლევა: ყავის ხშირი მოხმარება...

ზედმეტი კოფეინი და
მახსოვრობა

5 მცენარე, რომელიც ვირუსული ინფექცი...

ჯანჯაფილი