უცხოური სამზარეულო
ყველის „რაფაელო“ - საახალწლო სუფრის გაფორმებისთვის
12:00 კვი. 12 დეკემბერი, 2021 წელი
თუკი „შუბა“ და „ვინეგრედი“ მოგბეზრდათ, აუცილებლად შეავსეთ საახალწლო სუფრის მენიუ ამ ორიგინალური და მარტივი ბურთულებით...
საჭირო პროდუქტი:
- ყველი მაგარი (პარმეზანი ან სხვა) - 150 გრ;
- ყველი იმერული - 150 გრ;
- კვერცხი - 2 ცალი;
- მაიონეზი - 2-3 სუფრის კოვზი;
- ზეთის ხილი - 10-15 ცალი
- კრაბის ჩხირები - 200 გრ.
ყველის რაფაელოს მომზადების წესი:
მოხარშეთ კვერცხი და გახეხეთ გაყინულ კრაბის ჩხირებთან ერთად.
ცოტაოდენი გახეხილი კრაბის ჩხირი ცალკე თეფშზე შეინახეთ, ყველის ბურთულების ამოსავლებად.
ასევე, გახეხეთ ყველის ორივე სახეობა წვრილ სახეხზე და გადაურიეთ გახეხილ კრაბსა და კვერცხს. დაუმატეთ მაიონეზი, კარგად მოურიეთ და დაიწყეთ ყველის ბურთულების მომზადება.
აიღეთ ყველის მასა კოვზით, შუაში მოათავსეთ ზეთის ხილი და მოამრგვალეთ ბურთულა. შემდეგ, ყველიანი ბურთულა ამოავლეთ გახეხილ კრაბში და გადაიტანეთ თეფშზე.
სულ ეს არის.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან