უცხოური სამზარეულო

ტოლმა ვაზის ფოთოლში - რეცეპტი მოდური კულინარისგან!

fun time

12:00 ორშ. 7 თებერვალი, 2022 წელი

ტოლმა ვაზის ფოთოლში

14
დაკოპირებულია

ვაზის ფოთლების მომჟავო გემო ტოლმას განუმეორებელ არომატს აძლევს, მაწვნის სოუსი კი ამ კერძის გვირგვინია...

ვაზის ტოლმის რეცეპტს, ექსკლუზიურად Funtime-ის მკითხველებისთვის, მზარეული დავით გიორგბერიძე გვიზიარებს.

საჭირო პროდუქტი:

  • საქონლის ხორცის ფარში - 250 გრ;
  • ღორის ხორცი - 50 გრ;
  • ბრინჯი - 50 გრ;
  • ხახვი - 1 თავი;
  • ქინძი - 20 გრ;
  • ნიორი - 5-6 კბილი;
  • ხმელი ქინძი - 5 გრ;
  • ვაზის ფოთლები - საჭიროების მიხედვით.
  • უცხო სუნელი, შავი პილპილი და მარილი - გემოვნებით;

მომზადების წესი:

ვაზის ფოთლებს მოაჭერით ყუნწები. გარეცხეთ, ჩააწყვეთ ცივ წყალში და ადუღეთ, დაახლოებით, 20 წუთის განმავლობაში. როგორც კი ქვაბიდან ამოიღებთ, გადაავლეთ ცივი წყალი და გაშლილად დაალაგეთ ცალკე თეფშზე.

საქონლის და ღორის ფარშს დაამატეთ გატარებული ხახვი, მწვანილები და ნიორი. მოაყარეთ სუნელები და ხელით კარგად მოჭყლიტეთ. შემდეგ, დაამატეთ უმი ბრინჯი და კარგად შეაზავეთ ფარშს.

ვაზის ფოთოლი დადეთ დაფაზე გაშლილად, დაადეთ ზედ ფარში და გადაახვიეთ. გადახვეული ტოლმები ჩააწყვეთ ქვაბში - ოღონდ არ დაგავიწყდეთ, რომ ქვაბის ძირი ვაზის ფოთლებით დაფაროთ.

როგორც კი ქვაბში ვაზის ტოლმების ჩალაგებას მორჩებით, დაასხით ზედ მარილიანი წყალი იმ რაოდენობით, რომ ტოლმა წყლით დაიფაროს. დაადეთ ზედ მძიმე თეფში და დაბალ ცეცხლზე, დაახლოებით, 40 წუთი ხარშეთ.

სანამ ვაზის ფოთლის ტოლმა მოიხარშება, ნივრიანი მაწონი მოამზადეთ: 100 გრამ მაწონში დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი და კარგად მოურიეთ.

როცა ტოლმა მომზადდება, თეფშზე ამოიღეთ და ნივრიანი მაწონი ზემოდან მოასხით.

გემრიელად მიირთვით!

თუ გიყვართ კერძები ფარშით, ნახეთ ეს რეცეპტებიც 🔰:

ოჯახური ჩებურეკი - ყირიმელი თათრების რეცეპტი

როგორ მოვამზადოთ გემრიელი სადილი 200 გრამი ფარშით?



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვეგანური ტომატის წვნიანი კუსკუსით

ვეგანური ტომატის წვნიანი
კუსკუსით

პიცა „მარგარიტას“ რეცეპტი ფილმიდან...

პიცა მარგარიტას რეცეპტი

ფალაფელის ბურთულები - მარტივი რეცეპ...

ფალაფელის ბურთულები

რატომ უნდა დაამატოთ შაქარი გატარებუ...

კატლეტების მომზადება

ხრაშუნა ყველის ბურთები - გემრიელი ხ...

მარტივი ხემსი

საზაფხულო ცივი კერძები მთელი ოჯახის...

საზაფხულო ცივი კერძები

კარტოფილი ფრი ღუმელში

კარტოფილი ფრი ღუმელში

ბოსტნეულის სალათები მაიონეზის გარეშ...

ავოკადოს სალათი

ჰუმუსის მომზადება - კლასიკური რეცეპ...

ჰუმუსის მომზადება