უცხოური სამზარეულო

ოჯახური ჩებურეკი - ყირიმელი თათრების რეცეპტი

fun time

14:00 შაბ. 30 იანვარი, 2021 წელი

წვნიანი ჩებურეკი რეცეპტი

14
დაკოპირებულია

ამ ხრაშუნა და წვნიანი ჩებურეკის რეცეპტის ფესვები ლიტვაში უნდა ვეძებოთ. იქ  ყირიმის თათრებმა მიიტანეს, ადგილობრივებმა კი ოდნავ შეცვალეს  და უფრო ხელმისაწვდომი ინგრედიენტებით ჩაანაცვლეს. 

8 ჩებურეკისთვის საჭირო პროდუქტი

ცომისთვის:

  • პურის ფქვილი - 3.5 ჭიქა
  • წყალი - 1 ს.კ.
  • კარაქი - 1 ს.კ.
  • მარილი - 1/4 ჩ.კ.
  • კვერცხი - 1 ცალი

გულსართისთვის:

  • ცხიმიანი ღორის ხორცი - 300 გრ
  • საქონლის ხორცი - 150 გრ
  • ხახვი - 2-3 დიდი თავი
  • კეფირი - 1 ს.კ.
  • გამხმარი თავშავა (ორეგანო) - 1 ჩ.კ.
  • მარილი, შავი პილპილი (გემოვნები)
  • ზეთი შესაწვავად.

მომზადების წესი:

1 ჭიქა წყალი, მარილთან და კარაქთან ერთად, ადუღებამდე მიიყვანეთ, დაუმატეთ ნახევარი ჭიქა ფქვილი და კარგად მოურიეთ.
როდესაც ნარევი გაცივდება, დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხი და დარჩენილი ფქვილი და ზილეთ, სანამ მყარ და გლუვ ცომს არ მიიღებთ.
ტენიანობის და სხვა პირობების გათვალისწინებით, შესაძლოა ცომს ცოტა მეტი ფქვილი ან წყალი დასჭირდეს და დაუმატეთ.
ცომი ბურთივით დაამრგვალეთ და მაცივარში, მინიმუმ, 1 საათით შედგით;

ხორცი გაატარეთ, დაუმატეთ დაჭრილი ხახვი, ერთი ჭიქა კეფირი, მოაყარეთ თავშავა, მარილი, პილპილი და კარგად აურიეთ;

მაცივრიდან გამოღებული ცომი 8 ნაწილად დაყავით.
ცომის ნაჭრები სათითაოდ თეშის ზომაზე გააბრტყელეთ. ამ წრის ერთ ნაწილზე მოათავსეთ ფარში. ცომის ნახევარი ზემოდან დაფარეთ და კიდეები კარგად შეუკარით.

დადგით ტაფა საშუალო ცეცხლზე, დაასხით ტაფაზე ზეთი დაახლოებით, 1 სმ-ზე და ჩებურეკები შეწვით.
მზა ჩებურეკები დააწყვეთ ქაღალდის ხელსახოცებზე, რათა ზედმეტი ზეთი მოსცილდეს.

სულ ეს იყო 🙂

გემრიელად მიირთვით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

პიცა „მარგარიტას“ რეცეპტი ფილმიდან...

პიცა მარგარიტას რეცეპტი

ფალაფელის ბურთულები - მარტივი რეცეპ...

ფალაფელის ბურთულები

რატომ უნდა დაამატოთ შაქარი გატარებუ...

კატლეტების მომზადება

ხრაშუნა ყველის ბურთები - გემრიელი ხ...

მარტივი ხემსი

საზაფხულო ცივი კერძები მთელი ოჯახის...

საზაფხულო ცივი კერძები

კარტოფილი ფრი ღუმელში

კარტოფილი ფრი ღუმელში

ბოსტნეულის სალათები მაიონეზის გარეშ...

ავოკადოს სალათი

ჰუმუსის მომზადება - კლასიკური რეცეპ...

ჰუმუსის მომზადება

კესადილია - გემრიელი ქათმის მექსიკუ...

კესადილია - ქათმის
მექსიკური რეცეპტი