უცხოური სამზარეულო

უკრაინული სამზარეულო - უგემრიელესი გრეჩანიკები

fun time

16:00 ოთხ. 2 მარტი, 2022 წელი

უკრაინული გრეჩანიკები

14
დაკოპირებულია

უკრაინული სამზარეულოს სამი მთავარი პროდუქტია: სალა, ჭარხალი და ნიორი, თუმცა წიწიბურა, ფეტვი და არაჟანიც საპატიო ადგილზეა. აი, წიწიბურასა და ღვიძლის კომბინაცია კი თანამედროვე უკრაინული სამზარეულოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კერძად მიიჩნევა. გთავაზობთ რეცეპტს.

საჭირო პროდუქტი:

  • წიწიბურას ბურღული - 200გრ
  • ხბოს ან ღორის ღვიძლი - 500გრ
  • ქონის ბადე - 500გრ
  • ხახვი - 1ც.
  • ნიორი - 2 კბილი
  • მარილი- გემოვნებით
  • შავი პილპილი - გემოვნებით
  • ზეთი 1 ს.კ.

მომზადების წესი:

გარეცხეთ წიწიბურა და მოხარშეთ;

გაასუფთავეთ ღვიძლი და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში;

ხახვი წვრილად დაჭერით და ზეთში მოშუშეთ, სანამ ოქროსფერი გახდება. ნიორი წვრილად დაჭერით;

ერთმანეთში კარგად აურიეთ მოხარშული წიწიბურა, ღვიძლი, მოშუშული ხახვი და ნიორი, შაზავეთ მარილით და პილპილით.

ქონის ბადე გაასწორეთ, მოაჭერით ზედმეტი ცხიმი და დაახლოებით 10-ზე 12 სმ-ის ნაჭრებად დაჭერით. თითოეულ ნაჭერზე დადეთ 2 ს.კ. ფარში და ტოლმასავით შეახვიეთ.

სქელძირიან ტაფაზე გაადნეთ ბადიდან მოჭრილი ცხიმი და მასში შეწვით გრეჩანიკები დაბალ ცეცხლზე.

მიირთვით ცხელ-ცხელი!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მასკარპონეს რეცეპტი - იტალიური კრემ...

მასკარპონეს რეცეპტი

რატომ იყიდებოდა აფთიაქში კეტჩუპი და...

კეტჩუპის მომზადება
სახლში

რატომ არ შეიძლება მოხარშვის წინ სპა...

რატომ არ შეიძლება
მოხარშვის წინ სპაგეტის
დატეხვა?

პელმენის წვნიანი - მარტივი, სწრაფი,...

პელმენის წვნიანი

როგორ მოვამზადოთ ბულიონის კუბი სახლ...

ბულიონის კუბი

პესტოს მომზადება ზამთრისთვის

პესტოს მომზადება

ჩიმიჩურის სოუსი — არგენტინული სამზა...

ჩიმიჩურის სოუსი

ბურახის მომზადება სახლის პირობებში

ბურახის მომზადება

პაპრიკა რა არის?

პაპრიკა რა არის?