ურთიერთობა

ვინ იყო ქართველი თავადი, ვინც რომანოვების განძეული გადაარჩინა?

fun time

14:00 ხუთ. 16 ივნისი, 2022 წელი

ივანე რატიშვილი და
რომანოვების განძეულობა

14
დაკოპირებულია

ასაკოვან პეტერბურგელებს შესაძლოა, დღემდე ახსოვთ ამბავი ამ ქართველ თავადისა, რომელიც „ზამთრის სასახლის“ კომენდანტი იყო და 1917 წელს, რევოლუციის დროს, სასახლეში არსებული რუსეთის მეფეთა დიდი საგანძური განადგურებას გადაარჩინა.

ივანე დიმიტრის ძე რატიშვილი (რატიევი) 1868 წლის 17 ივლისს ქალაქ ორიოლში დაიბადა.
ივანეს წინაპარი მეფე ვახტანგ VI-ს რუსეთში გაჰყვა და მისი გარდაცვალების შემდეგ, რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღო.

10 წლის ასაკში ივანე მშობლებმა ორიოლის კადეტთა კორპუსში შეიყვანეს.
22 წლის ასაკში სამხედრო სამსახური მეფის რუსეთის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწილში დაიწყო, რომელიც საქართველოში იყო განლაგებული.

1896 წელს რატიშვილი ერეკლე მეორის შვილთაშვილზე ეკატერინე ბაგრატიონზე დაქორწინდა და ორი შვილი - დიმიტრი და ოლღა შეეძინა.


ფოტოზე: ივანე რატიშვილი და ეკატერინე ბაგრატიონი-გრუზინსკაია შვილებთან ერთად

1907 წელს მიღებული ტრავმის გამო ქართველი თავადი სამხედრო სამსახურს ჩამოსცილდა და სწავლა პარიზში, ნატიფი ხელოვნების აკადემიაში დაიწყო.
აკადემიის დამთავრების შემდეგ, განათლების სამინისტროს რეკომენდაციით, ის „ზამთრის სასახლის“ კომენდანტად დაინიშნა.

***

1917 წლის თებერვლის ბურჟუაზიული რევოლუციის დროს, ივანე რატიშვილის გამბედაობისა და თავდადების შედეგად, ზამთრის სასახლის განძეული განადგურებას გადაურჩა - იგი ტელეფონით დაუკავშირდა ნიკოლოზ II–ის ძმას მიხეილს და სთხოვა, ზამთრის სასახლისა და ერმიტაჟის ტერიტორიიდან სამხედრო ნაწილები გაეყვანათ, რათა სასახლე შეტაკების ადგილი არ გამხდარიყო. ივანე რატიშვილის გამბედაობისა და თავდადების შედეგად ზამთრის სასახლის ძვირფასი განძი განადგურებას გადაურჩა.

ფოტოზე: მარცხნიდან მეორე ივანე რატიშვილი

მეორედ უკვე 1917 წლის 25 ოქტომბრის ღამეს, როდესაც დროებითმა მთავრობამ ზამთრის სასახლეს შეაფარა თავი, საგანძური კვლავ საშიშროების წინაშე დადგა. საგანძურის გარდა, საფრთხე შეექმნა სასახლის მოედანზე არსებულ სამხედრო ჰოსპიტალში პირველ მსოფლიო ომში დაჭრილ ათასობით ჯარისკაცს.

რატიშვილმა თავისი ვაჟის დიმიტრისა და რამდენიმე ჯარისკაცის დახმარებით, დაჭრილები ზამთრის სასახლის უფანჯრებო ოთახებში გადაიყვანა, სადაც ტყვიები ვერ შეაღწევდა და მათი სიცოცხლე იხსნა.

ზამთრის სასახლის კომენდანტმა სარდაფის საცავებსა და სეიფებში ფასდაუდებელი საგანძური (მეფის კვერთხი 185-კარატიანი ბრილიანტით, იმპერატორის გვირგვინი და სკიპტრა, ოქროს, ფაიფურისა და სპილოს ძვლის ქანდაკებები და ა.შ.) გადამალა და გუშაგად თავისი 16 წლის ვაჟიშვილი და ორი ერთგული გრენადერი დაუყენა.

სანამ ქართველი თავადი რუსეთის საგანძურის გადასარჩენად იბრძოდა, უცნობმა პირებმა მისი სახლი გაძარცვეს და უძვირფასესი ბიბლიოთეკა გაიტაცეს. დაიკარგა ერეკლე II-ის სიგელები, უძველესი წიგნები...

***

1917 წლის 5 ნოემბერს „ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა უწყებებში“ გამოქვეყნდა წერილი, რომელსაც ხელს ვლადიმერ ულიანოვი (ლენინი) აწერდა:

„25-26 ოქტომბრის ღამეს სახალხო საგანძურის თავგანწირული დაცვისთვის გულწრფელ მადლობას ვუხდი სასახლის სამმართველოს უფროსის თანაშემწეს, თავად რატიევს. მას, როგორც სასახლის ქონებისა და მხატვრულ-ისტორიული ფასეულობების ხელუხლებლობაზე პასუხისმგებელ პირს, მიენიჭოს ზამთრის სასახლისა და პეტროგრადის რაიონის ყველა სახელმწიფო სასახლისა და მუზეუმების მთავარი კომენდანტის უფლებამოსილებები“.

ივანე რატიშვილს, სახელმწიფო დამსახურებების გამო, პერსონალური პენსიონერის წოდება მიენიჭა. სიცოცხლის უკანასკნელი წლები მან სამშობლოში გაატარა და 1958 წელს, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ფოტოზე: ივანე რატიშვილი

ესეც დაგაინტერესებთ:

რატომ დგას ყირიმში ქართველი თავადის ქალის ქანდაკება?

რომანოვების ასული, რომელმაც სამეფო ტახტს ქართველი თავადი არჩია

ვინ იყო ქართველი თავადის ქალი, ვინც ლონდონელებს საცივის კეთება ასწავლა?

შეამოწმეთ, არის თუ არა თქვენში თავადის გენი 👉 ტესტი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!