„ხლებცის“ უკუჩვენებები

„ხლებცის“ უკუჩვენებები

სილამაზე/ჯანმრთელობა

30 მარტი 12:00, 2018 წელი

ვისთვის და რა შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს უკუჩვენებები ხრაშუნა პურს, რომელიც დღეს ჩვენში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

დღეს ბაზარზე „ხლებცის“ ფართო არჩევანია - ისინი არსებობს სხვადასხვა შემადგენლობისა და სხვადასხვა ფორმის. 

შემადგენლობა
ხრაშუნა პური გაჯერებულია ნახშირწყლებით, უჯრედისით, საკვები ბოჭკოებით, უჯერი და ნახევრად უჯერი ამინმჟავებით. მისი განსაკუთრებული კვებითი ღირებულება განპირობებულია E და A ვიტამინების, ბეტა-კაროტინის, B1, B2 და PP ვიტამინების სიუხვით. მიკროელემენტებიდან აღსანიშნავია რკინის, კალიუმის, კალციუმის, ნატრიუმის, მაგნიუმისა და ფოსფორის შემცველობა.   

თუმცა, სასარგებლოა მხოლოდ სუფთა მარცვლეულისგან დამზადებული „ნამდვილი“ ხრაშუნა პური და არა მასთან მიმსგავსებული ნაწარმი, რომელიც, ფაქტობრივად, ორცხობილას მსგავსი ტექნოლოგიით დამზადებული ჩვეულებრივი პურია.

დამზადების ტექნოლოგია
ხრაშუნა პური ექსტრუზიით მზადდება. ექსტრუზიის არსი კი ასეთია:
თავდაპირველად ამზადებენ ნედლეულს, რომელსაც რამდენიმე საათით ალბობენ წყალში, რათა მარცვალი გაჯირჯვდეს და მისი მაგარი გარსი დალბეს. გაჯირჯვებულ მასას ათავსებენ სპეციალურ მოწყობილობაში, რომელსაც ექსტრუდერი ეწოდება. ექსტრუდერში ის მაღალი წნევისა და ტემპერატურის (3000ც) პირობებში დაახლოებით 8 წამს ყოვნდება. მარცვლებში დაგროვილი წყალი უმალ გარდაიქმნება ორთქლად, ხეთქავს მარცვლებს და მათ გაფურჩქვნა-გადმობრუნებას იწვევს. 
ექსტრუდერში შექმნილი მაღალი წნევის გამო დახეთქილი მარცვლები ერთმანეთს ეწებება და ერთგვარ დაპრესილ ბრიკეტს წარმოქმნის. ბრიკეტი აუცილებლად მყიფე და მსუბუქი უნდა იყოს.


რომელი სახეობა რისთვის არის სასარგებლო?
ხორბლის ხრაშუნა პური სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის;
წიწიბურას ნაწარმი ამაღლებს ჰემოგლობინის დონეს სისხლში, შესაბამისად, მეტად ეფექტურია ანემიის (სისხლნაკლებობის) დროს. ასევე, დიაბეტიკებისთვის და ჭარბი წონისას;
ქერისგან დამზადებული ხრაშუნა პური ღვიძლისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს არის სასარგებლო;
შვრიის ხრაშუნა პური დერმატიტებსა და თირკმლის პათოლოგიებს უხდება. კარგია გაციების დროსაც იმუნიტეტის ასამაღლებლად;
ბრინჯის ნაწარმი რეკომენდებულია ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიებით დაავადებულთათვის, ასევე, მათთვის, ვისაც უძილობა აწუხებს.




უკუჩვენებები
დაუშვებელია „ხლებცების“ უზომო რაოდენობით მირთმევა. გახსოვდეთ - მიუხედავად იმისა, რომ საფუარს არ შეიცავს, მისი კალორიულობა პურისას არ ჩამოუვარდება, ამიტომ დღიური ნორმა 2-3 ბრეკეტია.

იწვევს შეკრულობას და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს იმ შემთხვევაში, თუკი პარალელურად დღეში, მინიმუმ, 2 ლიტრ წყალს არ დალევთ.

ხრაშუნა პურის ზოგიერთი სახეობა დამზადებულია პურის ტექნოლოგიით - მოზელენ ჩვეულებრივ ცომს, საფუარით, ამატებენ რძეს, ცხიმს, კონსერვანტებს, გემოს გამაძლიერებლებს. შემდეგ თხლად აბრტყელებენ და აცხობენ. ასეთ „ხლებცებს“, რა თქმა უნდა, ვერც დიეტური და ვერც სასარგებლო თვისებები ვერ ექნება.
პირიქით - ისინი ჯანმრთელობისთვის საზიანოა! 


დაბოლოს:
არ შეიძლება ბავშვებისთვის 4 წლის ასაკამდე. ზოგადად, ხრაშუნა პური კუჭისთვის ძნელად მოსანელებელია და ბავშვის საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის დიდი დატვირთვა იქნება

წყარო
დღის ჰოროსკოპი

3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

როგორ ჩატარდება და გაკონტროლდება რეგიონული ჩემპიონატი ნარდში „ევროპაბეთზე“

ტურნირი სტარტს 26 ივლისს აიღებს, კვალიფიკაციები 5 ივლისიდან დაიწყება ირველი რეგიონული ონლაინ ჩემპიონატი პროფესიონალურ ნარდში „ევროპაბეთზე“
დღის ჰოროსკოპი

2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა დაინახეთ ერთი შეხედვით? - ფსიქოლოგიური ტესტი ქალებისთვის

პასუხებში ამოიკითხავთ, თუ როგორი მამაკაცი გაგაბედნიერებთ...
დღის ჰოროსკოპი

1-ლი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ლი ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც წინაპრების კარმა იფარავს

უძველესი დროიდან სჯეროდა ხალხს, რომ თაობებს ერთმანეთთან უწყვეტი კავშირი აქვთ. ასტროლოგების თქმით, ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშანი, თითქოს, თავადაც კი გრძნობს, როგორ იფარავენ მას წინაპრები ყველა ხიფათისგან - დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე. 
ამბები

პირველი რეგიონული ონლაინ ჩემპიონატი პროფესიონალურ ნარდში „ევროპაბეთზე“

●    რეგიონული ტურნირის საპრიზო ფონდი 50 000 ლარია, გამარჯვებული 10 000 ლარს მიიღებს ●    ონლაინ ჩემპიონატს რეგიონში სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა მასპინძლობს ●    ჩემპიონატში მონაწილეობა „ევროპაბეთზე“ ფასიანი რეგისტრაციითა და უფასო ბილეთით შეიძლება
დღის ჰოროსკოპი

30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

29 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!
ურთიერთობა

9 ნაბიჯი, როგორ აღვადგინოთ ურთიერთობა ყოფილთან

ამ სიაში „დათვერი და მიწერე“ რჩევას ვერ ამოიკითხავთ...
დღის ჰოროსკოპი

28 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

„კონფუცის წერტილი“ - განსაკუთრებული მნიშვნელობის ადგილი ჩვენს სხეულზე

ჩინელები ამბობენ, რომ „ადამიანის ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობას 3 წერტილით მართავს: საჭმლის მონელება - „ჩინგისხანის წერტილი“, დროის მართვა - „ცზუ-სან-ლის წერტილი“ და გონების მართვა - „კონფუცის წერტილი“.