იცით თუ არა

როგორ იქცა ღვინისა და კოკაინის ნაზავი პოპულარულ სასმელად?

fun time

14:00 კვი. 24 ოქტომბერი, 2021 წელი

კოკა კოლას ისტორია

14
დაკოპირებულია

Coca-Cola ოდესღაც კოკაინის მნიშვნელოვან დოზას შეიცავდა. თავდაპირველად „ბორდოს“ მარკის ღვინისა და კოკაინის საფუძველზე შეიქმნა და ამ ალკოჰოლურ-ნარკოტიკულ სასმელს, რომელიც Coca Wine-ის სახელით იყო ცნობილი, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში თავისუფლად სვამდნენ.

Coca Wine 1863 წელს, პარიზში მცხოვრებმა კორსიკელმა მეწარმემ ანჯელო მარიანიმ შექმნა.
კოკაინისა და ბორდოს ღვინისგან დამზადებულმა სასმელმა „Vin Mariani“-მ პარიზის ელიტარულ წრეებში პოპულარობა მალე მოიპოვა.


ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გავრცელებული რეკლამა ამტკიცებდა, რომ მარიანის მატონიზებელ ღვინოს შეეძლო მელანქოლიის დაძლევა, ჯანმრთელობის გაუმჯობესება და ადამიანისთვის ენერგიისა და სასიცოცხლო ძალების მომატება.

სინამდვილეში, ალკოჰოლისა და კოკაინის შერწყმის შედეგად წარმოიქმნებოდა ქიმიური ნივთიერება, რომელიც ადამიანში გაცილებით ძლიერი ეიფორიის გრძნობას იწვევდა, ვიდრე სუფთა კოკაინი.
საქმე ის გახლავთ, ალკოჰოლის კოკაინთან რეაქციაში შესვლის შემდეგ გამომუშავდება კოკაეთილენის სახელით ცნობილი ქიმიური ნივთიერება, რომელიც ორგანიზმში სამჯერ მეტი დროის განმავლობაში რჩება და 30%-ით უფრო ტოქსიკურია, ვიდრე სუფთა კოკაინი.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ ქიმიურ ნივთიერებას მიუძღვის ბრალი კოკაინის მოყვარულთა აუხსნელი გარდაცვალების შემთხვევებში, თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, Coca Wine უამრავი ცნობილი ადამიანის საყვარელი სასმელი გახდა. მათ შორის იყო თომას ედისონი, ჟიულ ვერნი, სარა ბერნარი და თავად დედოფალი ვიქტორია. რომის პაპმა ლეონ XIII-მა პირადად მოიწონა კოკაინიანი ღვინო, სასმელი ვატიკანის ოქროს მედლით დააჯილდოვა და, ფაქტობრივად, მისი სარეკლამო სახე გახდა.

ანჯელო მარიანიმ მთელი მარკეტინგული კამპანია გააჩაღა Coca Wine-ის მხარდასაჭერად, რომელშიც სასმელი მოხსენებული იყო, როგორც ცნობილი ადამიანების არჩევანი.
სარეკლამო კამპანიის ფარგლებში გამოიცა სპეციალური ბროშურა Coca Wine-ის მოყვარული ცნობილი ადამიანების ციტატებით.


ამგვარად, Coca Wine-ის სამომხმარებლო ბაზარი დღითი დღე იზრდებოდა.

1880-იან წლებში ამერიკელმა ფარმაცევტმა ჯონ პემბერტონმა მარიანის რეცეპტზე დაფუძნებული ახალი სასმელის რეცეპტი შეიმუშავა და „პემბერტონის ფრანგული კოკა-ღვინო“ დაარქვა.

1886 წელს, როცა მის მშობლიურ შტატ ჯორჯიაში ალკოჰოლი აიკრძალა, პემბერტონმა სასმელის უალკოჰოლო ვარიანტი მოიფიქრა, ღვინო სიროფით შეცვალა და ახალ სასმელს Coca-Cola უწოდა.
აღსანიშნავია, რომ კოკაინი ახალი სასმელის ერთ-ერთ მთავარ ინგრედიენტად კიდევ ორი ათეული წლის განმავლობაში რჩებოდა.

ალკოჰოლური სასმელების აკრძალვის მიუხედავად, ჯორჯიაში „ფრანგული კოკა-ღვინოს“ წარმოება პემბერტონის სიკვდილამდე, 1888 წლამდე გაგრძელდა.

პემბერტონი, რომელიც სამოქალაქო ომში მიღებული ჭრილობის შემდეგ თავადაც მორფზე დამოკიდებული გახლდათ, საზოგადოების მაღალ ფენებს შორის აქტიურად ეწეოდა საკუთარი პროდუქტის პროპაგანდას, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მომხმარებლებში ნარკოდამოკიდებულების მიმართ შიში იზრდებოდა, პემბერტონის მემკვიდრეებმა 1903 წელს სასმელიდან კოკაინის ამოღება გადაწყვიტეს.

1914 წელს, ანუ 11 წლის შემდეგ, ამერიკამ და საფრანგეთმა კოკაინი ოფიციალურად აკრძალეს, რასაც მაღაზიის დახლებიდან Coca Wine-ის სამუდამო გაქრობა მოჰყვა.
სამაგიეროდ, Coca-Cola-მ არსებობა გააგრძელა და ნელ-ნელა ამერიკისა და მთელი მსოფლიოს საყვარელ სასმელად იქცა.

🔰:

მართლა გაცვალა თუ არა საბჭოთა კავშირმა სამხედრო ხომალდები „პეპსიში“

როგორ შეარყია „კოკაინის კოვზმა“ მაკდონალდსის რეპუტაცია


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი