+18

8 ნიშანი იმის ამოსაცნობად, რომ ქალი ლოგინში უკმაყოფილოა

fun time

23:00 ორშ. 6 დეკემბერი, 2021 წელი

ქალი ლოგინში

14
დაკოპირებულია

პარტნიორი რომ არ გაანაწყენოს, ქალების უმეტესობა არ აღიარებს, რომ სექსუალურ ურთიერთობაში რაღაც არ აკმაყოფილებს და სიამოვნებას ვერ იღებს, ამიტომაც ეს 9 ნიშანი ძალიან საყურადღებოა მამაკაცებისთვის.

1. გამუდმებით მიზეზს ეძებს, რომ სექსზე უარი თქვას

რა თქმა უნდა, ზოგჯერ ქალებს თავი ნამდვილად სტკივათ ან, უბრალოდ, დაღლილები არიან, მაგრამ თუ „თავის ტკივილი“ საეჭვოდ დიდხანს გრძელდება, უნდა იფიქროთ ეს რატომ ხდება. თუ თქვენი ქალბატონი ლოგინში სიამოვნებას ვერ იღებს, შესაძლოა, არც სურს თქვენთან ამის გაკეთება.

2. სექსის დროს ჩქარობს

თუ მისი საძინებელში შეყვანა მოახერხეთ, მაგრამ პრელუდიაზე უარს ამბობს და პირდაპირ მოქმედებაზე გადადის, ეს კიდევ ერთი ნიშანია, რომ თქვენ მას სექსუალურად არ აკმაყოფილებთ და ყველაფრის სწრაფად დასრულება უნდა. სწრაფი სექსი ხანდახან კარგია, მაგრამ თუ ასე გამუდმებით ხდება, შესაძლოა ქალი უფრო დაინტერესებულია მისი დასრულებით, ვიდრე თქვენ. კარგი სექსი კარგ საკვებს ჰგავს, როცა მხოლოდ კუჭს კი არ ივსებთ, არამედ გემოთიც ტკბებით.

3. მისთვის სულ ერთია, ექნება ორგაზმი თუ არა

თუ თქვენთან სექსის დროს ქალი ორგაზმს ვეღარ აღწევს, ეს ნიშნავს, რომ უნარები დაგიქვეითდათ. სავარაუდოდ, ისე უყვარხართ, რომ სექსუალურ აქტზე სიამოვნების მიღების გარეშეც თანხმდება, მაგრამ თუ ქალი ორგაზმს ვეღარ აღწევს, მამაკაცი რაღაცას არასწორად აკეთებს.

4. მბრძანებლობს

ზოგჯერ ქალებს უყვართ მბრძანებლობა, მაგრამ თუ გამუდმებით გესმით: „ეს არ გააკეთო“, „ხელები აქ მომხვიე“, „აქ არ შემეხო“ და ა.შ., მაშინ პრობლემა თქვენშია. თუ ქალს თქვენი მოქმედებები მოსწონს, სხვა რამის გაკეთებას არ მოგთხოვთ.

5. სექსის შემდეგ ის არ გეხუტებათ

თუ ქალი სექსის დამთავრებისთანავე ლოგინიდან დგება ან მეორე მხარეს ტრიალდება და იძინებს, სავარაუდოდ, ეს ნიშნავს, რომ იმედგაცრუებულია და თქვენთან ჩახუტების სურვილი არ აქვს.

6. ხშირად მასტურბირებს

ქალიც და მამაკაციც სექსში სიამოვნებას ეძებს, ამიტომ თუ თქვენ ვერ აკმაყოფილებთ, ის მასტურბირებას დაიწყებს.

7. საძინებელში ნივთების შეცვლას გთავაზობთ

როცა ადამიანები ცვლილებისკენ ისწრაფვიან, ეს ნიშნავს, რომ არსებული არ მოსწონთ, ამიტომ ეს მნიშვნელოვანი ნიშანია.

8. სხვა რამეზე ფიქრობს

როცა ერთად ხართ, მაგრამ მისი ფიქრები სხვაგანაა, სავარაუდოდ, რაღაც არ მოსწონს და რეალობისგან გაქცევას ცდილობს. ეს მომაბეზრებელ ლექციაზე ჯდომას ჰგავს, რომელსაც მოვალეობის გამო ესწრები, მაგრამ ყველაფერზე ფიქრობ, გარდა იმისა, რაც აქ და ამ წუთში ხდება.

🔰

ასევე საინტერესოა:

ორგაზმი, მასტურბაცია და თავის ტკივილი: როგორ იტყუებიან ყველაზე ხშირად პარტნიორები?

როგორ და რატომ იგონებს მამაკაცი ორგაზმს?

ვინ არის პასუხისმგებელი ქალის ორგაზმზე?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტყუილი თუ მართალი? - 9 საინტერესო ფ...

9 საინტერესო ფაქტი სექსზე

როდის და რატომ სჭირდება ქალს სექსი?...

როდის და რატომ სჭირდება
ქალს სექსი?

რამდენწუთიანი სექსი სჭირდება ქალს?

ქალის აღგზნება და
სიამოვნება

რისთვის იყენებდნენ სსრკ-ში პრეზერვა...

რისთვის იყენებდნენ
სსრკ-ში პრეზერვატივს

სიმინდის ბურბუშელა მასტრუბაციის წინ...

სიმინდის ბურბუშელა
მასტრუბაციის წინააღმდეგ

რატომ იზიდავს მამაკაცს ქალის მკერდი...

რატომ იზიდავს მამაკაცს
ქალის მკერდი

სექსში გამოგიცდიათ პოზა: „მერცხალი...

სექსის გაკვეთილები

„ცხელი ნაძვის ხე“ - დიზაინერმა ქალი...

ცხელი ნაძვის ხე

სექსი ღრუბლებში - ამერიკული კომპანი...

სექსი ღრუბლებში