დესერტი

იასამნის ლიქიორი

fun time

17:10 შაბ. 2 აპრილი, 2022 წელი

იასამნის ლიქიორი

14
დაკოპირებულია

გაზაფხულის ამ ლამაზ და სურნელოვან ყვავილს ყველა იცნობს, მაგრამ ყველამ არ იცის, რომ იასამნის ყვავილები უძველესი დროიდან ხალხურ მედიცინაში გამოიყენება. მაგალითად, მე-19 საუკუნეში იასამნის ნაყენით პოდაგრას და ნერვიულ აშლილობას მკურნალობდნენ. იასამნის ყვავილი ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას ააქტიურებს და გამწმენდი თვისებები გააჩნია. 

ხალხურ მედიცინაში იასამნის ფოთლები და ყვავილები ანთების საწინააღმდეგო, სიცხის დამწევ და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად გამოიყენება. გარდა ამისა, იასამანი სისხლში შაქრის დონის ამცირებს და თავის ტკივილს ებრძვის.

უხსოვარი დროიდანაა ცნობილი იასამნის ყვავილებისა და ფოთლების ნაყენის რეცეპტი, რომელიც რეკომენდებულია რევმატული ტკივილებისა და რადიკულიტის დროს.

იასამნის ლიქიორი

ლიქიორის მოსამზადებლად 1 ლ. არაყში იასამნის 2 ყვავილიანი ტოტი ჩადეთ და 12 საათი დატოვეთ;

ამის შემდეგ ძველი ყვავილები ახლით შეცვალეთ და ისევ 12 საათით დატოვეთ;

ბოლოს ნაყენი ორმაგ დოლბანდში გაწურეთ და 300 გრ შაქრისგან დამზადებული 50%-იანი სიროფი დაუმატეთ;

ლიქიორი ბოთლებში ჩაასხით და ერთი თვე გრილ ადგილზე შეინახეთ; შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოვამზადოთ მზესუმზირას ჰალვა?

ჰალვას რეცეპტი

რულეტი პრაღა „პრაღის“ ტორტის მოყვარ...

რულეტი პრაღა

მოამზადეთ თურქული რაჰათლუკუმი 15 წუ...

თურქული რაჰათლუკუმი 15
წუთში

ქლიავის ჩირის მომზადება - 5 საუკეთე...

ქლიავის ჩირის დამზადება

ჟოლოს გაყინვა - 4 ოქროს წესი დიასახ...

ჟოლოს გაყინვა

ნაყინის მომზადება ბანანით

ნაყინის მომზადება
ბანანით

წითელი მოცხარის ჯემი ზამთრისთვის

წითელი მოცხარის ჯემი
ზამთრისთვის

ნესვის ჩირის მომზადება სახლის პირობ...

ნესვის ჩირის მომზადება

შოკოლადის ტორტი ცხობის გარეშე, უგემ...

შოკოლადის ტორტი ცხობის
გარეშე