დესერტი

ფრანგული ფენოვანი ცომი - მარტივი, უნივერსალური და გემრიელი

fun time

12:00 შაბ. 13 ნოემბერი, 2021 წელი

ფენოვანი ცომის რეცეპტი

14
დაკოპირებულია

უნივერსალური ფენოვანი ცომის რეცეპტი ექსკლუზიურად, „Funtime“-ის მკითხველებისთვის გაგვიზიარა ტექნოლოგმა ირინა გიქოშვილმა.
ამ რეცეპტით ფენოვანი ცომის მომზადებას ნებისმიერი, თუნდაც დამწყები დიასახლისი მარტივად მოახერხებს. 

ფენოვანი ცომის მომზადებისთვის საჭირო პროდუქტი:

  • ფქვილი - 1 კგ. უმაღლესი ხარისხის;
  • წყალი - ნახევარი ლიტრი;
  • მარილი - 20 გრამი.
  • ფენოვანი ცომისთვის განკუთვნილი მარგარინი - 250 -300 გრ. ოთახის ტემპერატურის.

ფენოვანი ცომის მომზადება:

ფრანგული ფენოვანი ცომისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ხარისხის ნედლეულს ვიყენებთ: ფქვილი უნდა იყოს აუცილებლად უმაღლესი ხარისხის, მარგარინი კი - ფენოვანი ცომისთვის განკუთვნილი.

ფქვილის, მარილისა და წყლისგან მოზილეთ მაგარი ცომი და გაყავით ორ გუნდად.
თითოეული გუნდა გააბრტყელეთ, დაადეთ მარგარინი, გადაკეცეთ და ისევ გააბრტყელეთ.
ამ პროცესის დროს აუცილებლად უნდა დაიცვათ ტემპერატურული რეჟიმი.
ცომისა და მარგარინის ტემპერატურა ერთნაირი უნდა იყოს.

ცომის გაბრტყელებისა და გადაკეცვის პროცესი, მინიმუმ, ოთხჯერ მაინც უნდა გამეორდეს.
ყოველი დაფენოვნების შემდეგ ცომი მაცივარში (და არა საყინულეში!) ნახევარი საათით შეინახეთ.

მთლიანად, ფენოვანმა ცომმა მაცივარში, მინიმუმ, 2 საათი მაინც უნდა გაატაროს, თუმცა, საბოლოო დაფენოვნების შემდეგ შეგიძლიათ, მაცივარში მთელი ღამითაც დატოვოთ და მეორე დღეს გამოიყენოთ.

ცომის ხარისხი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ფენების რაოდენობაზე.
1 სმ. სისქის ფენოვან ცომში ფენების რაოდენობა 70-დან იწყება და შეიძლება 300-მდე ავიდეს.

გახსოვდეთ, რომ ხაჭაპურისთვის და ლობიანისთვის ფენოვანი ცომი, დაახლოებით 1 სმ. სისქეზე უნდა გააბრტყელოთ, კრემიანი მილაკების და „ნაპოლეონის“ ცომი კი - 2 სმ-ზე.

გემრიელად მიირთვით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

შოკოლადის ტორტი ცხობის გარეშე, უგემ...

შოკოლადის ტორტი ცხობის
გარეშე

ბლონმანჟე შოკოლადით — ნაზი და მსუბუ...

ბლონმანჟე შოკოლადით

მარწყვი შოკოლადში – როგორ მოვამზადო...

მარწყვი შოკოლადში

ტორტი „მიკადო“ – უგემრიელესი სომხურ...

ტოროტი მიკადო

ქოლდ ბრიუ – ცივად დაყენებული ფილტრი...

ქოლდ ბრიუ

თაფლის ტორტი - მარტივი დესერტი ცხობ...

თაფლის ტორტი - მარტივი
დესერტი

უკოფეინო ყავა - მოამზადეთ ფინიკის კ...

უკოფეინო ყავა ფინიკის
კურკებისგან

არაჟნის მოხარშული კრემი

არაჟნის მოხარშული კრემი

ცივი კრემი შესქელებული რძით

ცივი კრემი შესქელებული
რძით