დესერტი
შოკოლადის კანფეტის მომზადება საახალწლო სუფრისთვის
12:00 ხუთ. 8 დეკემბერი, 2022 წელი

იცით, რომ ყველაზე საინტერესო გამოგონებები ზარმაც ადამიანებს ეკუთვნით? თუ მათი პრინციპით იმოქმედებთ, უგემრიელესი დესერტის მოსამზადებლად ღუმელთან ტრიალი, განსაკუთრებული ძალისხმევა და ძვირად ღირებული ინგრედიენტები არ დაგჭირდებათ.
საჭირო პროდუქტი:
- შესქელებული რძე - 200 მლ.
- თხილი - 150 გრ.
- რძის ფხვნილი - 150 გრ.
- კარაქი - 100 გრ.
- კაკაოს ფხვნილი - 2 ს.კ.
მომზადების წესი:
1. კარაქი გაადნეთ. დაუმატეთ შესქელებული რძე, კაკაოს ფხვნილი, წვრილად დაჭრილი თხილი და კარგად აურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
2. შოკოლადის წებოვანი მასა სუფრის კოვზით ამოიღეთ და თანაბარი ზომის ბურთულები გააკეთეთ. ტკბილეული რამდენიმე საათით მაცივარში შედგით და შემდეგ გემრიელად მიირთვით.
ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან