დესერტი

შოკოლადის კეტო ტრიუფელი - მხოლოდ 2 ინგრედიენტით

fun time

22:07 სამ. 13 სექტემბერი, 2022 წელი

შოკოლადის კეტო ტრიუფელი

14
დაკოპირებულია

დავიწყოთ იმით, რომ კეტოგენური დიეტა კვების სტილია, რომელიც მინიმალური ოდენობით ნახშირწყლების, საშუალო ოდენობით ცილებისა და ბევრი, ჯანსაღი ცხიმების მიღებას გულისხმობს. ის სხეულს ეხმარება, რომ ენერგიის მთავარ წყაროდ ნახშირწყლებისა და შაქრების ნაცვლად ცხიმები გამოიყენოს (როგორც ორგანიზმში დაგროვებული, ასევე საკვებიდან მიღებული ცხიმები).

შოკოლადის კეტო ტრიუფელი მხოლოდ ორი ინგრედიენტისგან, ძალიან მარტივად და სწრაფად მზადდება. ეს იდეალური დესერტია მათთვის, ვინც ნახშირწყლების მიღებას ერიდება და წონას მუდმივად აკონტროლებს.

60 ცალი 20-გრამიანი (115 კკალ) ტრიუფელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • შოკოლადი - 800 გ. კაკაოს არანაკლებ 80%-ის შემცველობით
  • კარაქი - 400 გ. (არანაკლებ 82,5% ცხიმიანობით)

მომზადების წესი:

შოკოლადი მიკროტალღურ ღუმელში ან წყლის აბაზანაზე გაადნეთ და გააცივეთ.

ოთახის ტემპერატურის კარაქი მიქსერით გათეთრებამდე ათქვიფეთ.

გაგრილებული შოკოლადი კარაქს დაუმატეთ და თქვეფა გააგრძელეთ, სანამ შოკოლადის ფაფუკ განაშს არ მიიღებთ.

თუ განაში ძალიან რბილია, 15 წუთით მაცივარში შედგით და შემდეგ თქვეფა გააგრძელეთ, სანამ ტრიუფელის ფორმირებისთვის საჭირო კონსისტენციას არ მიიღებთ. გაითვალისწინეთ, რომ მზა შოკოლადის განაში მიქსერის ჩხირებიდან არ უნდა დაიღვენთოს. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ განშს ვანილის ექსტრაქტი ან კონიაკი დაამატოთ.

შოკოლადის განაში საკონდიტრო პარკში მოათავსეთ და სილიკონის ფირფიტაზე ისე დაასხით, რომ ტრიუფელის ფორმები მისცეთ.

ტრიუფელს კაკაოს ფხვნილი მოაფრქვიეთ და მაცივარში შეინახეთ.

თქვენ მიიღებთ ძალიან გემრიელ დესერტს, რომელიც სისხლში, შაქრის ნაცვლად, ენერგიას მატებს.

ის არ შეიცავს შაქარს და გლუტენს.

შოკოლადის ტრიუფელების შენახვის ვადა მაცივარში 30 დღემდეა, საყინულე კამერაში - წელზე მეტი.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბაბუაწვერას მურაბა - სარგებელი და მ...

ბაბუაწვერას მურაბა

მარწყვის ჯემი ჟელატინით

მარწყვის ჯემი ჟელატინით

Crazy Cake - შოკოლადის სამარხვო ტორ...

Crazy Cake - შოკოლადის სამარხვო
ტორტი

ფრანგული ვაშლის ნამცხვარი დარიჩინით

ვაშლის ნამცხვარი
დარიჩინით

სწრაფი დესერტი ცხობის გარეშე - ალუბ...

სწრაფი დესერტი - ალუბლები
ვაფლით

კანოლი - სიცილიელი მაფიოზების საყვა...

კანოლი

ლიქიორი ბეილისი - სადღესასწაულო სუფ...

ბეილისის რეცეპტი

იაპონური ხრიკი - როგორ დავატკბოთ მჟ...

როგორ დავატკბოთ მჟავე
მანდარინი 10 წუთში?

ნამცხვარი გირჩი - მარტივი დესერტი ც...

ნამცხვარი გირჩი