დესერტი

„ზარმაცების ცომი“ – 5 წუთში მზადდება და დიდხანს ინახება

fun time

10:19 ოთხ. 6 აპრილი, 2022 წელი

ცომი - 5 წუთში

14
დაკოპირებულია

საფუვრიანი „ზარმაცების ცომი“ ნამდვილი აღმოჩენაა იმ დიასახლისებისთვის, რომლებსაც სამზარეულოში დიდხანს ფუსფუსის არც დრო აქვთ და არც სურვილი. ცომის მომზადებისთვის 5 წუთიც საკმარისია, სამაგიეროდ, მაცივარში 3-4 დღის განმავლობაში ინახება და არავითარ შემთხვევაში არ ამჟავდება. სურვილის შემთხვევაში, დროჟიანი ცომი შეგიძლიათ, გაყინოთ და ისე შეინახოთ.

ცომის რეცეპტი

  • რძე - 500 გრ.
  • ფქვილი - 5 ჭიქა,
  • შაქარი - 2 ს/კ.
  • ზეთი - 2 ს/კ.
  • საფუარი - 11 გრ.
  • მწიკვი მარილი.

ცომის მოზელა

ჯამში ჩაყარეთ 4 ჭიქა ფქვილი და საფუარი.

ნელ-ნელა დაუმატეთ თბილი რძე, შაქარი, მარილი და ზეთი.

ყველაფერი კარგად აურიეთ, ბოლოს დაუმატეთ დარჩენილი ფქვილი და ცომი მოზილეთ.

გამზადებული ცომი მოათავსეთ პოლიეთილენის პაკეტში და მაცივარში შეინახეთ.

2 საათის შემდეგ შეგიძლიათ, ცომი სურვილისამებრ გამოიყენოთ, თუმცა მომდევნო დღემდე მაცივარში რომ დატოვოთ, არავითარ შემთხვევაში არ ამჟავდება.

შეგიძლიათ, ცომი ღამით მოზილოთ და ცხობა მეორე დღეს დაიწყოთ.

„ზარმაცების ცომისგან“ შეგიძლიათ, მოამზადოთ ღვეზელი, ფუნთუშები, პიცა და სხვადასხვა გულსართიანი ნამცხვრები. ყველაფერი თქვენს სურვილსა და ფანტაზიაზეა დამოკიდებული.

***

ფენოვანი ცომი - უმარტივესი ფრანგული რეცეპტი ექსკლუზიურად „ფანთაიმის“ მკითხველებისთვის!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

პრიალა მინანქარი

პრიალა მინანქარი

ყავა კედრის კაკლით - ახალი გემო

კედრის კაკალი

კივის ჯემი - ვიტამინების განძი ზამთ...

კივის ჯემი -

ჰალვის სასარგებლო თვისებები

ჰალვის სასარგებლო
თვისებები

როგორ შეიქმნა „ჩიტის რძე“ და რატომ...

როგორ შეიქმნა „ჩიტის რძე“
და რატომ დაარქვეს ასე?

რატომ უნდა დაუმატოთ ყავას მარილი?

რატომ უნდა დაუმატოთ ყავას
მარილი?

მსხლის ჯემი ზამთრისთვის

მსხლის ჯემი ზამთრისთვის

ვაშლისა და გოგრის წვენი ზამთრისთვის

ვაშლისა და გოგრის წვენი
ზამთრისთვის

შოკოლადის კექსი - მზადდება ჭიქაში,...

შოკოლადის კექსი