იცით თუ არა

500 წლის წინათ ბალახით ნაქსოვი ხიდის საიდუმლო

fun time

18:00 კვი. 25 დეკემბერი, 2022 წელი

ნაქსოვი ხიდი

14
დაკოპირებულია

ინკები მცირერიცხოვანი, მთებში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფი იყო, რომელიც თანამედროვე პერუს ტერიტორიაზე, დაახლოებით, 1200 წელს გამოჩნდა და კუსკოს ველზე დასახლდა. 

ინკებმა ძლიერების მწვერვალს XVI საუკუნის დასაწყისში მიაღწიეს, როდესაც უზარმაზარი იმპერია შექმნეს.

ინკების იმპერია ერთ მლნ. კმ²-ს მოიცავდა და თანამედროვე პერუს, ეკვადორის, ბოლივიის, ნაწილობრივ კოლუმბიის, არგენტინისა და ჩილეს ტერიტორიებს აერთიანებდა.

ინკები ისტორიაში გამოცდილი არქიტექტორებისა და მოქანდაკეების სახელით შევიდნენ, თუმცა მათი საიდუმლო ტექნოლოგიების უმეტესი ნაწილი დაიკარგა, მათი ცივილიზაციიდან კი ჩვენს დრომდე მხოლოდ რამდენიმე ობიექტმა მოაღწია. მათ შორისაა ბალახისგან ხელით ნაქსოვი ხიდი კეშვა ჩაკა (Q'eswachaka), რომელიც პერუში მდებარეობს.

ხიდი სპეციალური ტექნოლოგიით აშენდა, რომელიც დღემდე საიდუმლოს წარმოადგენს. ხიდის სიგრძე 35 მეტრია და ის 18 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ხიდის ქვეშ მდინარე აპურიმაკი მიედინება.

ხიდი პერუს საკუთრებაა და საგულდაგულოდ იცავენ. წელიწადში ერთხელ ადგილობრივები ხიდის მდგომარეობას ამოწმებენ და დაზიანებულ ადგილებს ახალი ნაქსოვით ცვლიან.

კეშვა ჩაკას მოსაქსოვად მტკიცე სტრუქტურის ბალახი გამოიყენება, რომელსაც ქალები აგროვებენ. ბალახს ჯერ ასველებენ, შემდეგ აშრობენ, ქვებით ნაყავენ და ძაფებად ართავენ, რომლისგანაც სქელი თოკები მზადდება.

განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ბალახის ხიდის აგების ტექნოლოგია თითქმის ისეთივეა, როგორც თანამედროვე დაკიდებული ხიდების და დღემდე უცნობია, როგორ მიაგნეს ინკებმა ამ ტექნოლოგიას საუკუნეების წინ.

ესეც საინტერესოა:

მსოფლიოში პირველი ინჟინერი ქალი და თავგანწირვა ბრუკლინის ხიდის ასაგებად

გინახავთ „ცოცხალი ხიდები“?

მისტიკური ხიდი შოტლანდიაში

წყარო: www.theguardian.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ორჯერ ადუღებული წყალი მავნებელი არ...

ორჯერ ადუღებული წყალი
მავნებელია არ არის

შეიძლება თუ არა დამტენის დენის წყარ...

ელექტრომოწყობილობების
უსაფრთხოება

რამდენ ხანს შეუძლია ადამიანს ფეხზე...

რამდენ ხანს შეუძლია
ადამიანს ფეხზე დგომა?

შვილის უჯრედები დედის სხეულში სამუდ...

ნაყოფის მიკროქიმერიზმი

მინის ბოთლებში მეტი მიკროპლასტიკი ა...

მინა თუ პლასტმასასა

რა გავლენა აქვს რესტორნის ჭურჭელს კ...

რა გავლენა აქვს რესტორნის
ჭურჭელს კერძის გემოზე?

მდუღარე მდინარე - საიდუმლო ამოხსნილ...

მდუღარე მდინარე
შანაი-ტიმპიშკა

ბეთჰოვენის მუსიკა კიბოს უჯრედების ს...

ბეთჰოვენის მუსიკა და
კიბოს უჯრედები

რატომ არ დაჟანგდა ტუტანხამონის რკინ...

ტუტანზამონის ხანჯალი