იცით თუ არა

მჟავე კიტრი ნაძვის ხეზე: ახალი წლის დეკორის უჩვეულო ისტორია

fun time

14:00 კვი. 12 დეკემბერი, 2021 წელი

მჟავე კიტრი ნაძვის ხეზე

14
დაკოპირებულია

ნაძვის ხის ძველ სათამაშოებს შორის ბევრია მანდარინის, მარწყვის ან გირჩის ფორმის სათამაშო, მაგრამ არსებობს ისეთი უჩვეულო საახალწლო დეკორაცია, როგორიც მჟავე კიტრია. რა თქმა უნდა, კიტრები მინისაა და მათ დიდი ხნის ისტორია აქვთ...

პირველი ვერსია: გერმანული კვალი

ნაძვის ხეზე კიტრის ჩამოკიდების ტრადიცია აშშ-ში ძალიან პოპულარულია და ამერიკელებს მიაჩნიათ, ის მათთან გერმანიიდან შევიდა. ამიტომაც მჟავე კიტრი ამერიკელებისთვის გერმანიასთან ასოცირდება. მაგრამ თავად გერმანელებმა „თავიანთი უძველესი ტრადიციის შესახებ“ არაფერი იციან.

ვერსია მეორე: სამხედრო დროის კანონებით

აშშ-ში სამოქალაქო ომის დროს ბევრი ლეგენდა გაჩნდა, რომელთა შორის ტყუილ-მართლის გარჩევა ძნელია. ერთ-ერთი ამგვარი ისტორია ჯარისკაც ჯონ კ. ლოუერს (John C. Lower) ეხება, რომელიც ომის დროს კონფედერატებმა იგდეს ტყვედ. ტყვეს ცუდად ექცეოდნენ, აშიმშილებდნენ. შობის ღამეს ლოუერმა ზედამხედველს საჭმელი სთხოვა. ზედამხედველმა მოწყალება გაიღო და ტყვეს მჟავე კიტრი უწილადა. სახლში დაბრუნებულმა ყოფილმა ტყვემ ოჯახის წევრებს მოუთხრო თავისი გადარჩენის ამბავი. მას შემდეგ ლოუერების ოჯახში ტრადიცია დამკვიდრდა: საშობაო ნაძვის ხეზე მჟავე კიტრის ჩამოკიდება.

ვერსია მესამე: წმინდა ნიკოლოზის სასწაული

მესამე ლეგენდა წმინდა ნიკოლოზის ლოცვის შედეგად მომხდარ სასწაულს უკავშირდება.
როცა წმინდანი ჯერ კიდევ ეპისკოპოსი იყო, მან შეიტყო ერთი ბოროტი ვაჭრის შესახებ, რომელმაც სამი ბიჭი მოიტაცა და მჟავე კიტრის კასრში დაამწყვდია. წმინდა ნიკოლოზმა ღმერთს ბავშვების გადარჩენა სთხოვა და ლოცვა დაიწყო. მისი რწმენა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ბიჭები უვნებლები დაბრუნდნენ სახლში.

ტრადიციის მიხედვით, ნაძვის ხეზე ერთ კიტრს კიდებენ, თანაც ტოტებში კარგად მალავენ. ხალხს სჯერა, რომ ვინც კიტრს პირველი აღმოაჩენს, მას ბედის წყალობა მთელი წელი არ მოაკლდება. თანაც მას ტკბილეულის დამატებითი ულუფა და საჩუქარი ერგება.

თქვენ გაქვთ მჟავე კიტრის ფორმის სათამაშო ნაძვის ხეზე?

🎄:

საახალწლო ნაძვის ხის განათება - ამერიკელი ქართველის გამოგონება

საახალწლო კერძები სხვადასხვა ქვეყნებში

როგორ ემზადებოდნენ ახალი წლის შესახვედრად საბჭოთა კავშირში?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ორჯერ ადუღებული წყალი მავნებელი არ...

ორჯერ ადუღებული წყალი
მავნებელია არ არის

შეიძლება თუ არა დამტენის დენის წყარ...

ელექტრომოწყობილობების
უსაფრთხოება

რამდენ ხანს შეუძლია ადამიანს ფეხზე...

რამდენ ხანს შეუძლია
ადამიანს ფეხზე დგომა?

შვილის უჯრედები დედის სხეულში სამუდ...

ნაყოფის მიკროქიმერიზმი

მინის ბოთლებში მეტი მიკროპლასტიკი ა...

მინა თუ პლასტმასასა

რა გავლენა აქვს რესტორნის ჭურჭელს კ...

რა გავლენა აქვს რესტორნის
ჭურჭელს კერძის გემოზე?

მდუღარე მდინარე - საიდუმლო ამოხსნილ...

მდუღარე მდინარე
შანაი-ტიმპიშკა

ბეთჰოვენის მუსიკა კიბოს უჯრედების ს...

ბეთჰოვენის მუსიკა და
კიბოს უჯრედები

რატომ არ დაჟანგდა ტუტანხამონის რკინ...

ტუტანზამონის ხანჯალი