იცით თუ არა

რა უნდა გავაკეთოთ 31 დეკემბერს? - ახალი წლის ტრადიციები და ხალხური წეს-ჩვეულებები

fun time

14:00 ოთხ. 29 დეკემბერი, 2021 წელი

ახალი წლის ტრადიციები

14
დაკოპირებულია

21-ე საუკუნეშიც ბევრს გვჯერა, რომ ახალი წლის ღამე ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური დროა და სანუკვარი სურვილების ასრულების შანსს გვაძლევს.

საქართველოში დღემდე ვიცავთ მეკვლეს ტრადიციას, რომელმაც ჩვენს სახლში კეთილი „ფეხი უნდა შემოდგას“ და იღბალი მოიტანოს. მსოფლიოს სხვადასხვა ხალხებსაც აქვთ არაერთი წეს-ჩვეულება, რომელიც ახალი წლის ყველაზე ჯადოსნური ღამის დადგომამდე უნდა შეასრულონ, რათა წელი კეთილდღეობის მომტანი იყოს. ასე, მაგალითად:

👉 ბოროტი სულებისგან სახლის დასაცავად

ახალ წელს ცხოვრება მშვიდი და ბედნიერი რომ იყოს, სადღესასწაულო სუფრაზე მარილი აუცილებლად უნდა იყოს. ჩვენს წინაპრებს მიაჩნდათ, რომ მარილს ინფორმაციის მიღება შეუძლია და დადებითი აზრებით და ენერგიით თუ დამუხტავთ, სურვილები აუცილებლად აგისრულდებათ. გარდა ამისა, ოჯახის ბოროტი სულებისგან დასაცავად კარის წინ მარილს მიმოფანტავდნენ ხოლმე.

დღესაც ბევრს სწამს, რომ სახლში მარილის დაბნევა კონფლიქტის და უსიამოვნების მომასწავებელია, მაგრამ თუ ამას ახალი წლის ღამეს გაკეთებთ, უსიამოვნებებს სიხარული შეცვლის.

👉 ფულის მოსაზიდად

ახალი წლის დადგომისას ჯიბეში ფული უნდა გედოთ.

შამპანურის ჭიქაში ჩადეთ მონეტა და მთელი წლის განმავლობაში თილისმად გამოიყენეთ.

ძველი წლის ბოლო წუთს, სანამ საათი წამებს ითვლის, ხურდა ააჩხრიალეთ - ეს სახლში ფულის ენერგიას გააღვიძებს.

თუ მარცხენა ხელის გული გექავებათ, ნუ დაემორჩილებით სხეულის რეფლექსებს. მუშტი შეკარით, ჯიბეში ჩაყავით და მხოლოდ ამის მერე გახსენით.

ფულის მოსაზიდად, ეცადეთ ახალი წლის წინა დღეს ხარისხიანი ნივთი ფასდაკლებით იყიდოთ.

იყიდეთ თუნდაც ერთი ახალი სამოსი, რომ მომავალი წელი უხვი იყოს.

მაგიდას, რომელზეც საახალწლო სუფრას შლით, ფეხებზე შემოახვიეთ თოკი, რათა სახლში მშვიდობამ, ბედნიერებამ და სიყვარულმა დაისადგუროს.

სიმდიდრის მოსაზიდად საზეიმო სუფრაზე კოვზით სამჯერ დააკაკუნეთ და თქვით: უხვი სუფრა გაშლილია, დაე, ასე იყოს მთელი წელი!

არავითარ შემთხვევაში არ დახარჯოთ მთელი ფული ახალი წლის წინ, რომ 1-ელ იანვარს ცარიელი საფულით არ შეხვდეთ და უფულობა არ დაიბედოთ.

კეთილდღეობის მოსაზიდად ნაძვის ხეზე ფულის ბანკნოტები უნდა დაკიდოთ, რაც მეტი, მით უკეთესი. ამბობენ, რომ შემოსავალი იმ ვალუტაში მოგეცემათ, რომლითაც ხეს მორთავთ.

👉 წარმატებისა და იღბლისთვის

31 დეკემბერს ეცადეთ, სახლის დალაგება დღის პირველ ნახევარში მოასწროთ. იგივე ეხება ნაგავს - სადილის შემდეგ მისი გატანა აღარ შეიძლება.

31 დეკემბერს ფულის სესხება და გასესხება არ შეიძლება, თუმცა მოწყალების გაღება პირიქით, სასურველია.

თავიდან მოიშორეთ გაბზარული თუ გატეხილი ნივთები.

მიუტევეთ ყველას, ვინც რამე გაწყენინათ.

ეცადეთ გაისტუმროთ ყველა ვალი - ფული იქნება ეს თუ დაპირება.

ახალ წელს ახალი ცოცხით შეხვდით და გახვეტეთ - წარმატება და იღბალიც გარანტირებული გაქვთ.

👉 და კიდევ:

თუ 31 დეკემბრის დილას პირველი შემხვედრი საპირისპირო სქესის წარმომადგენელი იქნება, განსაკუთრებით იღბლიანი წელი გელით.

31 დეკემბერს ნაძვის ხის სათამაშოს გატეხვა კარგის ნიშანია და მოულოდნელ შემოსავალს მოასწავებს.

თუ ახალ წელს შამპანურის ბოკალი გაგიტყდათ ოჯახში იკამათებთ, ხოლო თუ თეფში ან ჭიქა ქორწილს უნდა ელოდოთ.

თუ 31 დეკემბერს ქუჩაში უსინათლო ადამიანს შეხვდებით, სერიოზული ცვლილებებისთვის მოემზადეთ.

თუ 31 დეკემბერს მარცხენა ფეხი გადაგიბრუნდათ, საქმეებში სერიოზული დაბრკოლებები გელით, თუ მარჯვენა - წინააღმდეგობებს პირად ცხოვრებაში გადააწყდებით.

თუ 31 დეკემბერს ტანსაცმელზე ჩიტმა დაგასკლინტათ, თქვენზე იჭორავებენ, სხვა დღეებში კი ეს ფულის მიღებას მოასწავებს.

თუ შემთხვევით ახალი წლის ღამეს ტანსაცმელი დაგისვარეს, ფულში იღბალი გელით.

ახალი წლის ღამით სადღესასწაულო ტანსაცმლის გახევა კი მგზნებარე რომანის მაუწყებელია.

Funtime ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!

🔰

როგორ ემზადებოდნენ ახალი წლის შესახვედრად საბჭოთა კავშირში?

მჟავე კიტრი ნაძვის ხეზე: საახალწლო სათამაშოს უჩვეულო ისტორია

იცით, რომ საახალწლო გირლიანდა ქართველის გამოგონებაა?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ უნდა შეეხოთ კატას თათებზე

რატომ არ უნდა შეეხოთ კატას
თათებზე

რისი დადგმა არ შეიძლება Wi-Fi როუტე...

რისი დადგმა არ შეიძლება Wi-Fi
როუტერთან ახლოს

რატომ არ შეიძლება ზღვის წყლით ხანძრ...

რატომ არ შეიძლება ზღვის
წყლით ხანძრის ჩაქრობა?

რატომ ეშინიათ ძლიერ ზვიგენებს დელფი...

რატომ ეშინიათ ძლიერ
ზვიგენებს დელფინების?

რატომ ყივიან მამლები?

რატომ ყივიან მამლები?

მცენარეული ყველი, რომელიც ცხოველურზ...

მცენარეული ყველი

რატომ არ უნდა გადაყაროთ კაკლის ნაჭუ...

რატომ არ უნდა გადაყაროთ
კაკლის ნაჭუჭი და უღელი?

რა სარგებლობა აქვს სიზარმაცეს ჯანმრ...

სიზარმაცის სარგებელი

რა არის „დუბაის შოკოლადი“ და რატომ...

დუბაის შოკოლადი