იცით თუ არა

როგორ აგებდნენ გზებს რომის იმპერიაში?

fun time

20:32 სამ. 5 სექტემბერი, 2023 წელი

როგორ აგებდნენ გზებს
რომის იმპერიაში?

14
დაკოპირებულია

„ყველა გზა რომში მიდის“ - ეს ჰაერზე არ არის ნათქვამი. საქმე ისაა, რომ ძველმა რომაელებმა განვითარებული საგზაო ქსელი შექმნეს, რომელიც იმპერიის დედაქალაქს თავის მრავალრიცხოვან პროვინციებთან აკავშირებდა. რომაული გზები საფარის ხარისხით იყო ცნობილი. ისინი რომის იმპერიის დაცემის შემდეგაც კი უამრავ თაობას მოემსახურა და ევროპის ბევრ ქვეყანაში დღემდეა შემორჩენილი. რომის იმპერიის გზები მთლიანობაში 80 000-ზე მეტ კილომეტრს მოიცავდა და იმ ტერიტორიაზე გადიოდა, რომელიც ახლა 30-ზე მეტ ქვეყანას ეკუთვნის.

რომის იმპერიის გაფართოებასთან ერთად, სულ უფრო საჭირო ხდებოდა იმპერიას დაქვემდებარებული ტერიტორიებიდან დედაქალაქში და პირიქით ტვირთისა და ჯარების სწრაფი გადაადგილება, რომლებიც მზად იყვნენ სახელმწიფოს საზღვრები ნებისმიერ დროს დაეცვათ ან სწრაფად ჩაეხშოთ მონების აჯანყება.

ლარივით სწორი რომაული გზები იმპერიის დედაქალაქიდან ოთხივე მხარეს იშლებოდა და რომაელ ჯარისკაცებს საშუალებას აძლევდა, საზღვართან მანამდე მისულიყვნენ, სანამ მტერი შეტევას მოასწრებდა.

უზარმაზარი საგზაო ქსელი შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას მოითხოვდა. შესაბამისად, გზებთან ერთად სასტუმროები, სამჭედლოები, დუქნები და თავლები შენდებოდა, რათა მოგზაურები ღამის გასათევით და საკვებით ყოფილიყვნენ უზრუნველყოფილნი.

გზები სპეციალური ტექნოლოგიების, მრავალშრიანი მასალის, მაღალი ბორდიურებისა და სანიაღვრეების გამოყენებით შენდებოდა, რაც გზის საფარს ხშირი წვიმების ან ტემპერატურის ცვალებადობის გამო დაზიანებისგან იცავდა.

სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გზები სამხედრო ობიექტებად ითვლებოდა, ამიტომ მონების და დაქირავებული მუშების ნაცვლად, გზებს ჯარის ნაწილები აგებდნენ.


როგორი უნდა ყოფილიყო რომის იმპერიის გზები?

მშენებლობის დროს აუცილებელი მოთხოვნა იყო, რომ გზის საფარი მიწიდან 40-50 სმ-ით ყოფილიყო აწეული და ისეთი დახრა ჰქონოდა, რომ წვიმის დროს წყალი არ დაგუბებულიყო და სანიაღვრე არხებში ჩასულიყო.

რომაული გზების ერთ-ერთი მახასიათებელი მათი სისწორე იყო. გზა მარჯვნივ ან მარცხნივ მხოლოდ ძალიან სერიოზული დაბრკოლების გამო უხვევდა. მთები ან მდინარეები ასეთ დაბრკოლებად არ ითვლებოდა - ასეთ დროს გვირაბები გაჰყავდათ ან ხიდებს აშენებდნენ.

რომაული გზის საფარი მთელ იმპერიაში, დაახლოებით, ერთნაირი იყო, თუმცა სხვადასხვა ბუნებრივი მასალისგან მზადდებოდა.

გზის სიგანე ისეთი უნდა ყოფილიყო, რომ ორ საბრძოლო ეტლს ან ცხენოსანთა რაზმს ერთმანეთისთვის გვერდი თავისუფლად აევლო.

ფოტოზე: ის დიდი ლოდები ფეხით მოსიარულეების გადასასვლელი იყო

ვარაუდობენ, რომ გზის დაგებისას იყენებდნენ ბუნებრივ ქვას, რომელიც პლასტელინივით რბილი იყო და მოგვიანებით მაგრდებოდა. ჯერ ისევ რბილ ქვის მასალაზე მძიმე რომაულ საბრძოლო ეტლს გაატარებდნენ, რომელიც ქვაზე ნაჭდევს ტოვებდა. ქვის გამაგრების შემდეგ ამ ნაჭდევზე სხვა ეტლები ისე მოძრაობდნენ, როგორც ტრამვაი რელსებზე - ხმაურისა და ჯანჯღარის გარეშე.

სოფლის ყველაზე ვიწრო გზები კერძო პირების საკუთრებაში იყო. ორმხრივი მოძრაობის შემთხვევაში მათი სიგანე 4 მეტრს არ აღემატებოდა, ცალმხრივად კი 2,5 მეტრს. პატარა ქალაქებსა და სოფლებს შორის ოთხი მეტრიანი სიგანის გზები იყო, რაც სავსებით საკმარისი იყო ურმების გასავლელად.

რიყის ქვა ნებისმიერ დატვირთვას უძლებდა. გზაზე ქვიშას ყრიდნენ, რომელიც ქვებს შორის არსებულ ყველა ნაპრალს ავსებდა, სამი ქვის შეერთების ადგილს კი თეთრი კენჭებს ატანდნენ - ეს კენჭები მთვარის შუქზე პრიალებდა და გზის განათების ფუნქციას ასრულებდა, რათა ხალხს სიბნელეში სიარული არ გაძნელებოდა.

ცენტრალურ გზებზე წარწერებით დაფარულ მძიმე ქვის სვეტებს დგამდნენ. ეს გზის მანიშნებლები იყო, რომლებიც მოგზაურს უახლოეს სოფლამდე, ქალაქამდე, მთავარ გზაჯვარედინამდე, რომამდე ან საზღვრამდე დარჩენილ მანძილს აუწყებდა.

გზების მშენებლობის შემდეგ, ზღვისპირა ქალაქებმა და პორტებმა უზარმაზარი შემოსავალი მიიღეს. გემებიდან საქონელი ადგილზე იტვირთბოდა და მთელ იმპერიაში ნაწილდებოდა, რასაც ვაჭრობის აყვავება მოჰყვა.

დღემდე შემორჩენილი გზებიდან რამდენიმე

***

Via Appia - აშენდა ძვ.წ. 312 წელს, სამხედრო დანიშნულებით. ის 540 კმ სიგრძის იყო და რომს ადრიატიკის სანაპიროზე მდებარე მთავარ პორტთან აკავშირებდა.

***

Via Postumia - აშენდა ძვ.წ. 148 წელს. ის რომის იმპერიის ჩრდილოეთ ქალაქებს აკავშირებდა და გალიის საზღვარზე რომაული ჯარების გადაადგილებას ემსახურებოდა.

***

Via Egnatia - აშნდა ძვ.წ. 146 წელს. ის რომის რომის იმპერიის ერთ-ერთი უდიდესი გზაა და 1120 კმ-ზეა გადაჭიმული. გზის სიგანე, დაახლოებით, 6 მეტრია. ის რომის პროვინციებს კვეთდა და ბიზანტიაში მთავრდებოდა.

***

Via Domitia - აშენდა ძვ.წ. 118 წელს. იგი პირველი სახმელეთო გზა იყო, რომელმაც დააკავშირა იტალია თავის კოლონიასთან სამხრეთ გალიასთან და ესპანეთთან. ლეგენდის თანახმად, სწორედ ამ გზით მოგზაურობდა ჰერაკლე და ამ მარშრუტზე ჩადიოდა გმირობებს.

ესეც დაგაინტერესებთ:

10 უცნაური ფაქტი ანტიკური რომის ტუალეტების შესახებ

იმუნიტეტი - მართალია თუ არა, რომ ეს სიტყვა რომის იმპერიის მონებს უკავშირდება?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

წავიდა ცისარტყელაზე - რატომ მოიხსენ...

წავიდა ცისარტყელაზე -
ფრაზის განმარტება

„ნიშანი ზემოდან“ - რას უნდა ველოდეთ...

რას უნდა ველოდეთ, თუ
კვერცხში ორი გულია

ქვეყნები, სადაც წელიწადის 6 დროა

ქვეყნები, სადაც წელიწადის
6 დროა

რატომ არ უნდა შეეხოთ კატას თათებზე

რატომ არ უნდა შეეხოთ კატას
თათებზე

რისი დადგმა არ შეიძლება Wi-Fi როუტე...

რისი დადგმა არ შეიძლება Wi-Fi
როუტერთან ახლოს

რატომ არ შეიძლება ზღვის წყლით ხანძრ...

რატომ არ შეიძლება ზღვის
წყლით ხანძრის ჩაქრობა?

რატომ ეშინიათ ძლიერ ზვიგენებს დელფი...

რატომ ეშინიათ ძლიერ
ზვიგენებს დელფინების?

რატომ ყივიან მამლები?

რატომ ყივიან მამლები?

მცენარეული ყველი, რომელიც ცხოველურზ...

მცენარეული ყველი