როგორ შეიძლება ეს ნივთი თქვენს წარმატებად იქცეს
15:54 ხუთ. 27 თებერვალი

ჟურნალმა Forbes-მა ეს ნივთი „რევოლუციური აზროვნების მოწყობილობად“ მოიხსენია, ხოლო ნეირობიოლოგმა დევიდ იგლმანმა თავის წიგნში The Runaway Species განმარტა, რომ ქაღალდის სამაგრი სიმბოლურად მოქნილობას გამოხატავს და გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია არასტანდარტული გამოსავლის პოვნა.
LinkedIn-ის დამფუძნებელმა, რიდ ჰოფმანმა Bloomberg-თან ინტერვიუში აღიარა, რომ ქაღალდის სამაგრი ბევრჯერ რთულ სიტუაციაში დახმარებია. ერთხელ მისი საშუალებით მნიშვნელოვანი პრეზენტაციის წინ ლეპტოპის გატეხილი ეკრანიც კი შეაკეთა.
თუმცა, ქაღალდის სამაგრის პოტენციალი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება.
ფსიქოლოგმა და ბესტსელერ Grit-ის ავტორმა ანჯელა დაკვორტმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარა, რომლის შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც ჯიბით ქაღალდის სამაგრს ატარებდნენ, კრეატიულ გამოსავალს 20%-ით უფრო ხშირად ნახულობენ. მისი აზრით, ეს პატარა ნივთი იმ იდეის ხორცშესხმაა, რომ შეუძლებელი არაფერია.
გარდა ამისა, ქაღალდის სამაგარს პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს.
კიბერუსაფრთხოების ექსპერტი კევინ მიტნიკი თავის მემუარებში Ghost in the Wires აღნიშნავს, რომ ქაღალდის სამაგარის დახმარებით შესაძლებელია SIM ბარათის ამოღება ან ფორსმაჟორულ სიტუაციებში საკეტის გახსნა. ეს არ არის ჯადოქრობა, ეს მოულოდნელობებისთვის მზადყოფნაა.
იაპონელი ბიზნესმენები, თურმე, ქაღალდის სამაგრებს ფერების მიხედვით ახარისხებენ: წითელი – სასწრაფო საქმეებისთვის, ხოლო ლურჯი – სტრატეგიული აზროვნებისთვის.
ბიოგრაფი უოლტერ აიზექსონის თქმით, სტივ ჯობსი ქაღალდის სამაგრს კომპიუტერ Macintosh-ის პირველი მოდელების ტესტირებისას იყენებდა, რათა სადენები ადგილზე დაეფიქსირებინა.
დააკვირდით ბილ გეიტსს – მან ყოველთვის იცის, რას აკეთებს და თუ ეს უბრალო დამთხვევა გგონიათ, დაუკვირდით ფილოსოფოს ნასიმ ნიკოლას ტალების ციტატას წიგნიდან „ანტიფრაგილიტი“: „ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალები ქმნიან სისტემას, რომელსაც სტერეოტიპების მსხვრევა შეუძლია“.
ასე რომ, თუ გსურთ, კრეატიულობა განავითაროთ, ჩაიდეთ ქაღალდის სამაგრი საფულეში.
ესეც დაგაინტერესებთ:
ამ ნივთებს ნუ ათხოვებთ და ნუ ითხოვებთ - წინაპრების ცრურწმენები თუ ბიოენერგეტიკის კანონები?
9 ნივთი სახლში, რომელიც უარყოფით ენერგიას იზიდავს
როგორ იწმინდება მეორადი ნივთები წინა მფლობელების ენერგიისგან?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან