რომელი უკეთ რეცხავს - ფხვნილი, კაფსულა თუ გელი?
14:00 სამ. 19 სექტემბერი, 2023 წელი

ძველად დიასახლისები გასარეცხად 72%-იან სარეცხ საპონს იყენებდნენ, დღეს კი სარეცხი საშუალებების არჩევანი იმდენად ფართოა, რომ გადაწყვეტილების მიღება გვიჭირს. ვცადოთ, ერთად გავარკვიოთ - რომელი უფრო ხარისხიანია: ფხვილი, კაფსულა თუ გელი?
სარეცხი ფხვნილი
სარეცხი ფხვნილი მე-19 საუკუნის ბოლოდან გამოჩნდა. ეს მარტივი სარეცხი საშუალება იყო, თანამედროვე ფხვნილები და გრანულები სხვადასხვა დანამატებს და მათეთრებელ საშუალებებსაც შეიცავენ. ითვლება, რომ ყველაზე კარგად 60-90 გრადუსზე რეცხავს.
ფხვნილის დადებითი მხარეები:
-
- გამოიყენება ტანსაცმლის დალბობის, ხელით და მანქანით რეცხვისთვის;
- კარგად რეცხავს თეთრეულს;
- ამოჰყავს სხვადასხვა ინტენსივობის ლაქები.
ფხვნილის უარყოფითი მხარეები:
-
- მაღალ ტემპერატურაზე რეცხვისას სარეცხის მანქანაში ნალექის სახით გროვდება.
- დაზიანებული შეფუთვის შემთხვევაში შეიძლება დანესტიანდეს.
- შეიძლება ალერგია გამოიწვიოს;
- ზოგჯერ ქსოვილზე ზოლებს ტოვებს.
თხევადი სარეცხი გელი
თხევადი სარეცხი გელი ბოთლებით იყიდება. ის არ საჭიროებს სხვა სარეცხ საშუალებებთან შერევას და 30-40 გრადუსზეც მშვენივრად რეცხავს. ბევრი დიასახლისი აღნიშნავს, რომ ფხვნილთან შედარებით მისი გამოყენება უფრო მოსახერხებელია.
გელის დადებითი მხარეები:
-
- შექმნილია სპეციალურად ავტომატური სარეცხი მანქანებისთვის;
- ხელსაყრელია მატყლის, აბრეშუმის, სინთეტიკური ქსოვილისგან დამზადებული ტანსაცმლის ნაზი რეცხვისთვის;
- პრაქტიკულად უსუნოა და არც ისე ალერგენული;
- მოსახერხებელია შესანახად და გამოსაყენებლად.
გელის უარყოფითი მხარეები:
-
- პრაქტიკულად არ გამოგადგებათ დალბობის და ხელით რეცხვისას.
- თითქმის არ ამოჰყავს ძველი და დიდი ლაქები;
- არ გამოდგება მაღალ ტემპერატურაზე რეცხვისთვის.
სარეცხი კაფსულები
კაფსულა სპეციალურ, წყალში ხსნად გარსში მოთავსებული სპეციალური სარეცხი გელია. აქვს ძლიერი, სპეციფიკური სუნი.
კაფსულების დადებითი მხარეები:
-
- რაოდენობის გაზომვა არ გჭირდებათ, ყველაფერი უკვე დათვლილია - 1 კაფსულა - ერთი რეცხვა;
- კაფსულას პირდაპირ სარეცხ მანქანაში ათავსებენ, რაც ნიშნავს, რომ დაუყოვნებლივ მუშაობას იწყებს;
- ყველაზე რთულ და ღრმა ლაქებს ებრძვის.
სარეცხი კაფსულების უარყოფითი მხარეები:
-
- არ გამოიყენება სარეცხის დალბობისა და ხელით რეცხვის დროს;
- უფრო ძვირია, ვიდრე ფხვნილი და გელი;
- კაფსულის გარსი მხოლოდ 60 გრადუსზე და უფრო მაღალ ტემპერატურაზე იხსნება.
დასკვნა:
კაფსულები ყველაზე ძვირია, მაგრამ ყველაზე კარგად უმკლავდებიან მძიმე ლაქებს;
გელი ფაქიზად რეცხავს დელიკატურ ქსოვილებს და არც ისე ჭუჭყიან ტანსაცმელს;
ფხვნილი კი უნივერსალურია.
გამოდის, რომ უფრო მოგებიანია სამივე პროდუქტის ყიდვა და თითოეულის გამოყენება სიტუაციის მიხედვით.
ესეც გამოგადგებათ 🔰
ფეხსაცმლის რეცხვა სარეცხ მანქანაში
სარეცხი საპნის 10 უჩვეულო სარგებელი
რატომ არის აუცილებელი ახალი ტანსაცმლის გარეცხვა?
რაში გამოგადგებათ კარტოფილის სახამებელი – 5 რჩევა ბებიებისგან
სიახლეები ამავე კატეგორიიდან