იცით თუ არა

სად ჯობია ცხოვრება - ბინაში თუ სახლში?

fun time

16:58 ოთხ. 10 აგვისტო, 2022 წელი

ბინა თუ სახლი?

14
დაკოპირებულია

უძრავი ქონების ყიდვა საკმაოდ რთული ამოცანაა, რადგან ზოგჯერ ძნელი გადასაწყვეტია, სად ჯობს ცხოვრება - ბინაში თუ სახლში. მოდით ერთად განვიხილოთ თითოეულის  დადებითი და უარყოფითი მხარეები...

 

კორპუსის ბინის უპირატესობები:

1. ბინის მომსახურება იაფია, რადგან საერთო ტერიტორიების რემონტსა და დასუფთავებაზე მერია ზრუნავს. მაგალითად, თუ ეზოში სკამი ან საბავშვო საქანელა გაფუჭდა, მის შეკეთება თქვენ კი არა, მერიას ევალება.

2. კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა. კორპუსის სიახლოვეს აუცილებლად არის საბავშვო ბაღი, სკოლა, საავადმყოფო, მაღაზიები და ა.შ.

3. უსაფრთხოების მაღალი დონე, რომელიც ვიდეოთვალთვალისა და დომოფონის სისტემას გულისხმობს.

4. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა.

5. კავშირი საინჟინრო კომუნიკაციების ცენტრალიზებულ სისტემებთან. გარდა ამისა, ელექტროენერგიის გათიშვის ან წყალმომარაგების პრობლემის შემთხვევაში, შეგიძლიათ, დახმარებისთვის კომუნალურ კომპანიებს მიმართოთ.

👉 რა თქმა უნდა, საცხოვრებელ კორპუსში მდებარე ბინებს უპირატესობების გარდა, ნაკლიც აქვთ. კერძოდ, შედარებით მცირე საცხოვრებელი ფართობი, ცუდი ხმის იზოლაცია, პარკირებისა და ეკოლოგიის პრობლემები და დიდი კონკურენცია. გარდა ამისა, ცუდი მეზობლებისგან არავინაა დაზღვეული ვერ იქნებით.

კერძო სახლში ცხოვრების უპირატესობები:

კერძო სახლებს და აგარაკებს ძირითადად, გარეუბნებში ან ქალაქგარეთ აშენებენ, ამიტომ მათ უამრავი უპირატესობა აქვთ:

1. შესანიშნავი ეკოლოგიური მდგომარეობა, სუფთა ჰაერი და მშვიდი გარემო.

2. დიდი ფართობი, სადაც ხშირად ოჯახის თითოეულ წევრს საკუთარი ოთახი აქვს. შესაბამისად, დიდი ოჯახისთვის ეს საუკეთესო ვარიანტია.

3. საკუთარი მიწის ნაკვეთი და უამრავი შესაძლებლობა - შეგიძლიათ, მოაწყოთ დასასვენებელი და გასართობი ზონა, ადგილი შინაური ცხოველებისთვის, ბაღი ან ბოსტანი, კომფორტული ავტოფარეხი, აუზი და ა.შ. მთავარი თქვენი სურვილი და შესაძლებლობებია.

4. გაფართოების პერსპექტივა - სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ საკუთარ სახლს ოთახი მიაშენოთ ან მთელი სართული დააშენოთ.

👉 ბოლო დროს ეკოლოგიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ბევრი ოჯახი ქალაქის ცენტრალური რაიონებიდან გარეუბანში ან ქალაქგარეთსაცხოვრებლად გადადის. ასეთი ოჯახებისთვის კერძძო სახლი ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობაა. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მაინც თქვენი მისაღებია.

ასევე საინტერესოა

პატარა სახლის აშენება - ამ მასალით ერთ დღეში ააშენებთ და 100 წელი გაძლებს

რა ჯდება სახლის აშენება - ნახეთ მსოფლიოში ყველაზე მდიდრული სახლი

სახლის აშენება კონტეინერებისგან


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში

კატის კრუტუნი სიცოცხლეს გვიხანგრძლი...

კატის კრუტუნი სიცოცხლეს
გვიხანგრძლივებს