უცხოური სამზარეულო

სასწრაფო დახმარება ნაბახუსევზე - ნივრის წვნიანი

fun time

12:00 კვი. 8 იანვარი, 2023 წელი

ნივრის წვნიანი

14
დაკოპირებულია

ნაბახუსევზე, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მედიკამენტები მიიღოთ, მაგრამ უმჯობესია ბუნებრივი სამკურნალო საშუალება მოამზადოთ, რომელსაც რამდენიმე ინგრედიენტი სჭირდება.  

ყველამ იცის, რომ ნაბახუსევის დროს წვნიანი განსაკუთრებით ეფექტურია:

  • ა) ის დიდი რაოდენობით სითხეს შეიცავს და ორგანიზმს დეჰიდრატაციისგან იცავს;
  • ბ) ბულიონი ცილებითა და ცხიმებით მდიდარია;
  • გ) წვნიანების შემადგენლობა (ხორცი, ბოსტნეული, მარცვლეული) ტოქსინებისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ.

მაშ ასე, მოამზადეთ ნივრის წვნიანი:

საჭირო პროდუქტი:

  • ხახვი - 1 თსვი
  • ტკბილი წიწაკა - 1 ცალი
  • ზეთი - 5 ს/კ
  • კარტოფილი - 4 ცალი
  • ქათმის ბულიონი - 1,5 ლიტრი ( შეგიძლიათ გალინა ბლანკათი ჩაანაცვლოთ)
  • ნიორი - 10 კბილი
  • ხმელი მაიორანი - 1 ჩ.კ (ორეგანოს გემოს წააგავს, ანუ უფრო გასაგები რომ იყოს - პიცის გემოს. იკითხეთ ქსელურ მარკეტებში)
  • ხორბლის პური - 4 ნაჭერი
  • ოხრახუში - 1 კონა
  • გახეხილი ყველი - 100 გრ
  • დაფქული შავი პილპილი და მარილი - გემოვნებით

მომზადების წესი:

ტაფაზე დასხით ზეთი და გააცხელეთ. პური პატარა ოთხკუთხედებად დაჭერით და აირღუმელში 7-10 წუთი გამოაცხვეთ.

ხახვი და ტკბილი წიწაკა წვრილად დაჭერით, კარტოფილი უფრო მოზრდილ ნაჭრებად. კარტოფილი ოდნავ შებრაწეთ.

ხახვი და ტკბილი წიწაკა ზეთზე დაყარეთ და 5 წუთის განმავლობაში შუშეთ. ნიორი დაჭყლიტეთ ან ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ, მარილი და მაიორანი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

ქვაბში ჩაასხით ბულიონი და 10 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე ადუღეთ. შემდეგ ჩაყარეთ შებრაწული კარტოფილი, 2-3 წუთში დაამატეთ ნივრიანი ნაზავი და პილპილი გემოვნებით. წვნიანი ადუღებამდე მიიყვანეთ და ცეცხლიდან გადმოდგით.

შებრაწული პურის ნაჭრები თეფშზე დაყარეთ და წვნიანი დაასხით. მოაყარეთ გახეხილი ყველი და მწვანილი.

გემრიელად მიირთვით!

ესეც სინჯეთ 👇

ნაბახუსევზე გამოსვლა - რა საკვები აქვთ ამისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ფალაფელის ბურთულები - მარტივი რეცეპ...

ფალაფელის ბურთულები

რატომ უნდა დაამატოთ შაქარი გატარებუ...

კატლეტების მომზადება

ხრაშუნა ყველის ბურთები - გემრიელი ხ...

მარტივი ხემსი

საზაფხულო ცივი კერძები მთელი ოჯახის...

საზაფხულო ცივი კერძები

კარტოფილი ფრი ღუმელში

კარტოფილი ფრი ღუმელში

ბოსტნეულის სალათები მაიონეზის გარეშ...

ავოკადოს სალათი

ჰუმუსის მომზადება - კლასიკური რეცეპ...

ჰუმუსის მომზადება

კესადილია - გემრიელი ქათმის მექსიკუ...

კესადილია - ქათმის
მექსიკური რეცეპტი

ბატატი ღუმელში - მიირთვით კარტოფილი...

ბატატი ღუმელში