საკნატუნო ამბები

4 მარტივი წესი, რომელიც დედოფალს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ეხმარება

fun time

15:40 ხუთ. 27 იანვარი, 2022 წელი

დედოფალი ელისაბედ II, 2021
წელი

14
დაკოპირებულია

როგორ ახერხებს დედოფალი ელისაბედ II 95 წლის ასაკში მხნეობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას? დედოფლის ბიოგრაფებს და  ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ საიდუმლო იმ მარტივ წესებშია, რომლებსაც დედოფალი მთელი ცხოვრება იცავს.

ძნელია დიდი ბრიტანეთის დედოფალს დიეტების ან სპორტული ვარჯიშების მოყვარული ვუწოდოთ. ჯანსაღ კვებასა და სპორტულ ვარჯიშებთან მიმართებით ის საღი აზრით ხელმძღვანელობს და გარკვეულ წესებს იცავს. ამბობენ, რომ სწორედ ეს რეჟიმი აახლოებს მის უდიდებულესობას გამეფების 70 წლის იუბილესთან და კიდევ ერთ რეკორდს, რომელიც ელისაბედ II-ს შეუძლია დაამყაროს.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და ექიმების რჩევით, რამდენიმე ოფიციალური ღონისძიებაც გამოტოვა, მისი უდიდებულესობა 95 წლის ადამიანის პირობაზე შესანიშნავ ფორმაშია. შარშან დედოფალს მე-12 შვილთაშვილი შეეძინა, თუმცა ისევ აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, ბევრს მუშაობს და ცხენითაც კი ჯირითობს, რაშიც ოთხი მარტივი წესი ეხმარება.

დედოფლის ჯანსაღი ცხოვრების წესი №1: დღის განრიგი

როგორც წესი, დედოფალი დღეში ოთხჯერ იკვებება, თუ ოფიციალური ვიზიტით საზღვარგარეთ არ იმყოფება, სადაც, გასაგებია, რომ ბევრი გაუთვალისწინებელი ფაქტორი მოქმედებს.

მონარქის ყოველდღიური განრიგი შეიძლება ვითარებიდან გამომდინარე, იცვლებოდეს, თუმცა დედოფალი ცდილობს, ყოველდღიური რეჟიმი დაიცვას. ის ყოველთვის ადრე იღვიძებს, 7:30 წუთზე ერთ ფინჯან ერლ გრეის ჩაის მიირთმევს და 8:30 წუთზე საუზმობს.

Medicine Direct -ის კლინიკური დირექტორი ჰუსეინ აბდე ამბობს, რომ ყოველდღიური რეჟიმის დაცვა დედოფალს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ეხმარება: „ერთი და იმავე დროს კვება და და საკვების ოდენობის კონტროლი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა“ - ამბობს ჰუსეინ აბდე.

დედოფლის ჯანსაღი ცხოვრების წესი №2: ფიზიკური ვარჯიში

95 წლის ელისაბედ II ჯერ კიდევ მხნე და ენერგიულია, რაც რეგულარული ვარჯიშის დამსახურებაა. დედოფალი ფიტნესის მოყვარული არ გახლავთ, მაგრამ ფიზიკური აქტივობის მომხრეა. ის ყოველთვის ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი ესეირნა თავის კორგებთან ერთად და უინძორის მიდამოებში ეჯირითა. სულ რაღაც, ორი წლის წინ 93 წლის მონარქი ცხენზე ამხედრებული ნახეს.

„ყოველდღიური სწრაფი სიარული საკმარისია იმისთვის, რომ გულისცემა ოდნავ გაზარდოს და ენდორფინების დონე ასწიოს. ეს, თავის მხრივ, განწყობის ამაღლებასა და მოტივაციას გაზრდაში დაგეხმარებათ“ - ამბობს Medicine Direct -ის კლინიკური დირექტორი.

დედოფლის ჯანსაღი ცხოვრების წესი №3: ზომიერი კვება

ცნობილია, რომ ელისაბედ II უპირატესობას უბრალო კერძებს ანიჭებს, თუ საქმე მაღალი რანგის სტუმრების საზეიმო ბანკეტებს არ ეხება.

დედოფლის ყოფილმა სამეფო შეფ-მზარეულმა დარენ მაკგრეიდმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მის უდიდებულესობას ისეთი მარტივი კერძები უყვარს, როგორიცაა ხორცი ან თევზი ბოსტნეულით.

ყველამ იცის, რომ მონარქი ნახშირწყლებს ერიდება და კარტოფილსა და მაკარონს არასოდეს მიირთმევს, მაგრამ ისიც საყოველთაოდ ცნობილია, რომ ნახშირწყლების დეფიციტს შოკოლადის დესერტებთ ივსებს, რაც დედოფლის უსაყვარლესი ნუგბარია.

დედოფლის ჯანსაღი ცხოვრების წესი №4: ცხოვრებით ტკბობის უნარი

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, როცა საქმე ტკბილეულს ეხება, მონარქი შოკოლადის დესერტებს სიამოვნებით გეახლებათ.

დარენ მაკგრედის თქმით, მისი უდიდებულესობა ჩაისთან ერთად, ტორტის პატარა ნაჭერს და ზოგჯერ შოკოლადსაც მიირთმევს. ყოფილი შეფ-მზარეული დარწმუნებულია, რომ ზომიერად სიამოვნების მიღება, თუ ის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის, დაბალანსებული და ჯანსაღი კვების ნაწილია.

მთავარ ფოტოზე: ელისაბედ II საცხენოსნო წარმოდგენაზე უინძორში, 2021 წლის 3 ივლისს.

ასევე, საინტერესოა 🔰:

რა დევს დედოფლის ჩანთაში? - ელისაბედ II და მისი საიდუმლო

ელისაბედ II-ს და პრინც ფილიპეს სიყვარულის ისტორია

რატომ არ სურდა უინსტონ ჩერჩილს ელისაბედ მეორეს სამეფო ტახტზე ასვლა?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები