საკნატუნო ამბები

5 მიზეზი, რის გამოც 55 წლის შემდეგ ქალი „ბებიას“ ემსგავსება

fun time

16:00 ოთხ. 17 ნოემბერი, 2021 წელი

რა აბერებს ქალს?

14
დაკოპირებულია

ჩვენ გარშემო უამრავი ქალია, ვინც 50 წლის შემდეგაც ახალგაზრდულად გამოიყურება, მაგრამ უმეტესობა სწორედ ამ ასაკში ემსგავსება განუსაზღვრელი ასაკის „კლასიკურ ბებოს“. 
ვიღაც იტყვის, რომ პრობლემა ფინანსებია - ბუნებრივია, ჰოლივუდის ვარსკვლავს თავის მოვლის მეტი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ ქალს, რომელიც „ხელფასიდან ხელფასამდე“ ცხოვრობს, მაგრამ ყველაფრის უფულობაზე გადაბრალება არასწორია. ნახეთ 5 მიზეზი, რომელიც ქალებს ნაადრევად დაბერებაში „ეხმარება“.

მსხვერპლშეწირვა

ეს თვისება ძალიან ბევრ ქალს ახასიათებს, განსაკუთრებით, საქართველოში. რატომღაც ნორმად ითვლება, რომ ცოლმა და დედამ საკუთარი მოთხოვნილებები დაივიწყოს და მხოლოდ ქმარ-შვილზე იზრუნოს. რა თქმა უნდა, არასწორია, როცა ქალი ოჯახს ივიწყებს და მთელ დროს სილამაზის და სპა სალონებში ატარებს, მაგრამ „გონივრული ეგოიზმი“ მაინც საჭიროა.
ბევრი ქალი საკუთარ თავს ივიწყებს და შვილებზე და შემდეგ შვილიშვილებზე ზრუნვას სიცოცხლის ბოლო წუთებამდე აგრძელებს. ცხადია, თუ შვილებს დახმარება სჭირდებათ, უნდა დაეხმაროთ, მაგრამ საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულებების აღება საჭირო არ არის. ბოლოს და ბოლოს ეს „დათვური სამსახურია“. შვილებმა უნდა ისწავლონ დამოუკიდებლად ცხოვრება, მშობლების დახმარების გარეშე.

ზედმეტი წონა

ეს ისაა, რაც ნებისმიერ ქალს ძალიან აბერებს. როგორც წესი, 50 წლის შემდეგ ქალებს „ფიგურის შენარჩუნება“ ძალიან უჭირთ, ამიტომ, თუ კვებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებთ, ზედმეტი კილოგრამები აუცილებლად დაგროვდება. ზედმეტი წონის ასაცილებლად ეცადეთ, საკუთარ მენიუს და კვების რეჟიმს გადახედოთ. სასურველია შაქრის მოხმარება მინიმუმამდე შეამციროთ და სტრესის დროს ჭამის მავნე ჩვევას გადაეჩვიოთ.

თმის ვარცხნილობა

რატომღაც, ასაკის მატებასთან ერთად, ჩვენი ქალები თმას იმოკლებენ. უფრო მეტიც, რატომღაც, თმას ყველა ერთნაირად იჭრის. შესაბამისად, ადამიანებისთვის ეს ვარცხნილობა უკვე ხანდაზმულ ქალებთან ასოცირდება, ამიტომ თუ ნაადრევად ბებიების კატეგორიაში მოხვედრა არ გსურთ, განსხვავებული ვარცხნილობა შეარჩიეთ.

ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის არჩევანი

მოდა გაინტერესებთ? თუ ფიქრობთ, რომ ეს მხოლოდ ახალგაზრდებისთვისაა? თავიდან ამოიგდეთ ასეთი აზრი - მოდის უარყოფით მხოლოდ საკუთარ თავს აზარალებთ. რა თქმა უნდა, განურჩევლად ყველა მოდური სიახლის ტანზე მორგება არ ღირს, მაგრამ თქვენთვის შესაფერისი ნამდვილად უნდა მოირგოთ.

კრიტიკული განწყობა

ზოგჯერ ქალს მხოლოდ გარეგნობა კი არა, შინაგანი განწყობაც აბერებს. თუ ქალბატონი ყოველთვის და ყველაფრით უკმაყოფილოა, არაფერი აინტერესებს და ფიქრობს, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ნახა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს.

🔰:

ჭკვიანი ქალის 5 წესი

7 სიტუაცია, როდესაც თქვენი სიკეთე ურთიერთობას აზიანებს

გამოთვალეთ თქვენი სულის ასაკი



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები