საკნატუნო ამბები

მსოფლიოს 10 ყველაზე უჩვეულო ქუჩა

fun time

16:59 ორშ. 24 ოქტომბერი, 2022 წელი

მსოფლიოს უცნაური ქუჩები

14
დაკოპირებულია

რთული გზაჯვარედინები, ციცაბო ქუჩები, ლამაზი შესახვევები და საინტერესო შენობები, რომლებიც მნახველთა ყურადღებას იქცევენ. რთული წარმოსადგენია რაზე ფიქრობდნენ და ოცნებობდნენ მათი შექმნისას არქიტექტორები, თუმცა თავსატეხების ამოხსნას, ჯობს, უბრალოდ, ნახვით დატკბეთ... 

1. Ebenezer Place - შოტლანდია

პაწაწინა ქუჩა, სადაც მხოლოდ სასტუმრო Mackays მდებარეობს, სავარაუდოდ, მსოფლიოში ერთადერთი ქუჩაა, რომლის სიგრძე 2,06 მეტრია. ქუჩა 1887 წელს გახსნილი სასტუმროსთვის აშენდა.

2. ჯადოსნური კარუსელი (Magic Roundabout) - სვინდონი, ინგლისი

ეს ადგილი დიდ ბრიტანეთში ყველაზე საშინელ გზაჯვარედინების რეიტინგში მე-4 ადგილზეა. პანიკის შეტევებით დაავადებული ადამიანებისთვის აქ მოხვედრა შეიძლება საბედისწერო გახდეს.

3. ლომბარდის ქუჩა, სან-ფრანცისკო, აშშ

ფორმულა 1-ის გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობი ქუჩა მძღოლებისთვის შეიძლება კოშმარად იქცეს. 180 მეტრის სიგრძის ქუჩაზე გაჩერება აკრძალულია. ის ცალმხრივი მოძრაობისაა, 8 მკვეთრი მოსახვევისგან შედგება და მსოფლიოს ყველზე მიხვეულ-მოხვეულ ქუჩად ითვლება.

4. ბოლდუინის ქუჩა, ახალი ზელანდია

ქალაქ დუნედინში მდებარე ბოლდუინის ქუჩა გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც „მსოფლიოში ყველაზე ციცაბო ქუჩა“.

ამ ქუჩაზე გაჩერებულ მანქანას უსაფრთხოების მიზნით საბურავებთან ქვას უდებენ. ქუჩაზე, სადაც ყოველ 2,86 მეტრზე დახრილობის კუთხე 1 მეტრს შეადგენს, წვიმასა და თოვლში მოძრაობა პრაქტიკულად, შეუძლებელია. სამწუხაროდ, ამ ქუჩას ბევრი ტრაგიკული შემთხვევაც უკავშირდება. 2001 წელს ამ ქუჩაზე 19 წლის სტუდენტი დაიღუპა, რომელსაც დაგორებული სატვირთო დაეჯახა. 2009 წელს კი სამი ადამიანი დაინვალიდდა იმის გამო, რომ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურს დაეჯახა.

5. Yonge Street, ტორონტო, კანადა

იონგის ქუჩას, რომლის სიგრძე 86 კმ-ია, 1999 წლამდე მსოფლიოში ყველაზე გრძელ ქუჩად მიიჩნევდნენ.

6. 9 ივლისის გამზირი, ბუენოს-აირესი, არგენტინა

ქუჩა, რომელსაც არგენტინის დამოუკიდებლობის დღის პატივსაცემად, 9 ივლისის ქუჩა დაერქვა, მსოფლიოში ყველაზე ფართოა.

ამ ქუჩის გადასაჭრელად 110 მეტრისა და 9 ზოლის გადაკვეთა მოგიწევთ. გამზირის შუაში მწვანე ზონები და პარკები განკუთვნილია ფეხით მოსიარულეთა დასასვენებლად.

7. პარლამენტის ქუჩა, ექსეთერი, ინგლისი

ეს 50-მეტრიანი ქუჩა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ვიწროა - მისი ყველაზე განიერი ნაწილის სიგანე 1,22 მეტრია, ხოლო ყველაზე ვიწროსი - 64 სანტიმეტრი.

ცნობისთვის, მსოფლიოში ყველაზე ვიწრო ქუჩა გერტმანიის ქალაქ როიტლინგენში მდებარეობს. მისი სიგანე მხოლოდ 31 სანტიმეტრია.

8. პუტრაჯაია, მალაიზია

ეს ქუჩა მალაიზიის პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის რეზიდენციასთან ახლოს მდებარეობს. ქუჩის სიგრძე 2,11 კმ-ია და ის მსოფლიოში ყველაზე მოხვეული გზაა.

9. გიზის გზა, ეგვიპტე

ეს გზა, რომელიც, სავარაუდოდ, 4600 წელზე მეტი ხნისაა, მსოფლიოში უძველესი დაგებული გზაა. გიზასკენ მიმავალი გზის სიგრძე, დაახლოებით, 11 კილომეტრია. ის სამშენებლო მასალების გადასატანად აშენდა და ეგვიპტის ერთ-ერთ საკულტო ადგილს წარმოადგენს.

10. გრავიტაციული ბორცვები

გრავიტაციული ბორცვები ადგილებია, სადაც ზედაპირი დაქანების ოპტიკურ ილუზიას ქმნის, სინამდვილეში, აღმართია. ასეთ ადგილებში ავტომანქანა, რომლის სიჩქარეების კოლოფი გამორთულია, „აღმართზე“ მიგორავს. მსოფლიოში უამრავი გრავიტაციული ბორცვი არსებობს, მათ შორის ერთი თბილისშია, ფუნიკულიორის გზაზე.

ესეც საინტერესოა 👌:

მგონი, გავიჭედეთ - 5 ყველაზე ვიწრო გზა მსოფლიოში

მსოფლიოს 10 ყველაზე ვიწრო ქუჩა

მსოფლიოს ყველაზე უცნაური ქალაქი, სადაც მხოლოდ ერთი ქუჩაა

ჰუმი - ყველაზე პატარა ქალაქი მსოფლიოში

ქალაქი ლა-რინკონადა - მუდმივად დასახლებული, ყველაზე მაღალი ადგილი დედამიწაზე


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები