საკნატუნო ამბები

მსოფლიოს 10 ყველაზე ვიწრო ქუჩა

fun time

18:00 ორშ. 31 იანვარი, 2022 წელი

მორტენ ტროტციგი
(სტოკჰოლმი, შვედეთი)

14
დაკოპირებულია

A და B წერტილებს შორის სწრაფი კომუნიკაცია ყველა დროისა და ერისთვის მნიშვნელოვანი იყო, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ რომის იმპერიაში პირველი გზების სიგანე 4 მეტრს აღწევდა. დროთა განმავლობაში რომაელები მიხვდნენ, რომ ეს საკმარისი არ არის და გზების სიგანე 6 მეტრამდე გაზარდეს, რათა ორ ოთხთვალას თავისუფლად შეძლებოდა გავლა. საუკუნეების შემდეგ მსოფლიოში გაჩნდა ქუჩები, სადაც არათუ ორი ოთხთვალა, ორი ადამიანიც გაჭირვებით აუვლის ერთმანეთს გვერდს. ნახეთ მსოფლიოს 10 ყველაზე ვიწრო ქუჩა. 

1. შპროიერხოფშტრასე / Spreuerhofstraße (გერმანია, ქალაქი როიტლინგენი) - 31 სმ

2006 წელს შპროიერხოფშტრასე გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც მსოფლიოში ყველაზე ვიწრო ქუჩა და მას შემდეგ ყოველწლიურად ათასობით ტურისტი სტუმრობს, მაგრამ პრობლემები შეიძლება რეკორდსმენებსაც ჰქონდეთ - დროთა განმავლობაში ერთ-ერთი ავარიული სახლის კედელმა გადახრა დაიწყო, რითაც ქუჩა კიდევ უფრო დავიწროვდა. იმ წუთიდან, რაც დარჩენილ სივრცეში ადამიანის გავლა შეუძლებელი გახდება, შპროიერხოფშტრასე ქუჩად აღარ ჩაითვლება.

2. ვიკოლო დელა ვირილიტა / Vicolo della Virilita (იტალია) - 38 სმ

იტალიის ყველაზე ვიწრო ქუჩისკენ გზას უძველეს ქალაქ რიპატრანსონეს ნებისმიერი მკვიდრი მიგასწავლით. თუ ამ ქუჩის გავლას მშვიდობიანად მოახერხებთ, შეგიძლიათ ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოს შესაბამისი სერტიფიკატის მისაღებად მიმართოთ.

3. Hutong Qianshi (პეკინი, ჩინეთი) - 41 სმ

ქუჩას, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ვიწრო ქუჩების სიაში მესამე ადგილზეა, საოცრად საინტერესო ისტორია აქვს. ოდესღაც აქ ჩინეთის ფინანსური ცენტრი და ზარაფხანა მდებარეობდა! რა თქმა უნდა, ამ ადგილით ბანკებიც დაინტერესდნენ, რომლებმაც ისედაც ვიწრო ქუჩა წარმოუდგენლად დაავიწროვეს. ახლა ეს ქუჩა მხოლოდ ტურისტებისთვის საყვარელ ადგილს წარმოადგენს.

4. კალე ვარისკო / Calle Varisco (ვენეცია, იტალია) - 51 სმ

ამ ქუჩას ერთი ლეგენდა უკავშირდება, რომლის თანახმად, თუ ადამიანის მკვლელი კალა ვარისკოზე გავლას გაბედავს, სახლის მაღალი კედლები გასრესებ, თუმცა ამ დრომდე არც ერთი გამვლელი არ დაშავებულა.

5. პარლამენტის ქუჩა / Parliament Street (დიდი ბრიტანეთი) - 64 სმ

ის დიდ ბრიტანეთში, დევონშირის საგრაფოს დედაქალაქ ექსეტერში (Exeter) მდებარეობს. მისი ისტორია მე-14 საუკუნიდან იწყება, ქუჩის სტატუსი კი 1832 წელს მიენიჭა. ვიწრო ქუჩებისთვის საკმაოდ უჩვეულოა, მაგრამ პარლამენტის ქუჩის სიგრძე თითქმის 50 მეტრია. ქუჩის ყველაზე განიერი მონაკვეთი 122 სანტიმეტრია, ყველაზე ვიწრო კი - 0,64 სმ, სადაც გამვლელებს ერთმანეთისთვის გვერდის აქცევა უჭირთ.

პარლამენტის ქუჩა ერთმანეთთან აკავშირებს High Street-ს და Waterbeer Street-ს და ტურისტების დიდი მოწონებით სარგებლობს.

6. ვინარნა ჩერტოვკა / Vinárna Čertovka (პრაღა, ჩეხეთი) - 70 სმ

ვინარნა ჩერტოვკა მსოფლიოში პირველი ქუჩაა, სადაც გამვლელებისთვის სპეციალური შუქნიშანი დაამონტაჟეს. მსურველებისთვის. თუ შუქნიშანზე წითელი ფერი ანათებს, ეს ნიშნავს, რომ ქუჩაში ვიღაც მოძრაობს და გვერდის აქცევას ვერ შეძლებთ.

7. მორტენ ტროტციგი / Mårten Trotzigs gränd (სტოკჰოლმი, შვედეთი) - 89 სმ

ქუჩას სახელი იმ ადამიანის პატივსაცემად დაარქვეს,რომელმაც ვიწრო ქვის კიბის მიმდებარე ტერიტორია შეიძინა. აქ მან მაღაზია გახსნა, წარმატებული ბიზნესი აამუშავა და საკუთარი სახელიც უკვავყო.

8. Tan Alley (კანადა) - 89 სმ

ეს ქუჩა არა მარტო კანადაში, მთელ ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე ვიწრო ქუჩაა. ოდესღაც ამ ადგილზე გასართობი დაწესებულებები მდებარეობდა, ახლა კი მხოლოდ ტურისტების საყვარელი ადგილია.

9. როზენის ქუჩა / Rosen Street (რიგა, ლატვია) - 110 სმ

ამ ვიწრო ქუჩის სიგრძე მთელი 92 მეტრია. ოდესღაც აქ შუა საუკუნეების მარანი მდებარეობდა, სადაც დიდებულები ერთობოდნენ და, რაც მთავარია, ბატონი როზენი ცხოვრობდა, ვისი სახელიც ქუჩას ეწოდა.

10. Strada Sforii (რუმინეთი) - 111 სმ

სტრადა სფორი რუმინულად თოკის ქუჩას ნიშნავს, მაგრამ ეს არც ქუჩის სიგრძეს და არც სიგანეს არ უკავშირდება. ადრე აქ მეხანძრეების სადგური მდებარეობდა, რომელიც შემდეგ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად იქცა.

⭕⭕⭕

მგონი, გავიჭედეთ - 5 ყველაზე ვიწრო გზა მსოფლიოში

დევონშირის საგრაფო - ყველაზე ზღაპრული ადგილი დედამიწაზე

ყველაზე ცივი ადგილი დედამიწაზე - როგორ ცხოვრობენ ადამიანები -71,2°C-ზე?



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ შეიძლება იაპონიაში რესტორნ...

იაპონური კვების კულტურა

ვინ, როდის და რატომ გამოიგონა სუფრი...

სუფრის დანა - ნივთის
ისტორია

გამოიგონეს თვალის ლინზა, რომლითაც ს...

ლინზები ღამის ხედვისთვის

ახალი აღმოჩენა - რატომ არ უნდა გადა...

სიბრძნის კბილი და
ღეროვანი უჯრედები

ინდოელმა მაშველმა გველი ხელოვნური ს...

ინდოელმა მაშველმა გველი
ხელოვნური სუნთქვით
სიკვდილს გადაარჩინა

რატომ აკრძალეს სინგაპურში საღეჭი რე...

რატომ აკრძალეს
სინგაპურში საღეჭი რეზინა?

ამერიკული კომპანია 2032 წლისთვის მთ...

სასტუმრო მთვარეზე

შვედეთში ბევრი ადამიანი ხელში ჩასან...

მიკროჩიპები
ადამიანისთვის

5 ნიშანი იმისა, რომ სამსახურის შეცვ...

5 ნიშანი იმისა, რომ
სამსახურის შეცვლის დროა