პლანეტის 10 ყველაზე უჩვეულო ეკლესია
16:29 შაბ. 23 აპრილი, 2022 წელი
მსოფლიოში ბევრი უცნაური ეკლესიაა - ზოგი უჩვეულო მასალისგან არის აგებული, ზოგი კი მთლიანად მიწისქვეშაა. მოდი, ჩვენი პლანეტის 11 ყველაზე უჩვეულო ეკლესია ვნახოთ.
1. ბორგუნდის ხის ეკლესია (1180 - 1250), ლერდალი, ნორვეგია. ეკლესია დაახლოებით, 1180-1250 წლებში ააშენეს. ნორვეგიაში კიდევ 28 ასეთი ეკლესიაა, თუმცა მათ შორის ბორგუნდის ეკლესია ყველაზე კარგად არის შენახული.
2. ლას ლახასის ეკლესია (1949), კოლუმბია. ლეგენდის თანახმად, დედა და მისი ყრუ-მუნჯი ქალიშვილი საშინელი ჭექა-ქუხილის დროს კანიონს შეეფარა. უეცრად, კანიონის კედელზე ღვთისმშობელი გამოისახა და ყრუ-მუნჯმა ქალიშვილმა უცებ წამოიძახა: „ღვთისმშობელი მიხმობს“. მ შემთხვევის შემდეგ კანიონის ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე სასწაული დაფიქსირდა, ამიტომ ამ ადგილზე ეკლესია აშენდა.
3. Hallgrimskirkja (1986), რეიკიავიკი, ისლანდია. 74 მეტრის სიმაღლის ეკლესია ისლანდიაში ყველაზე მაღალი შენობა და ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ეკლესიის ორღანი 13 მეტრის სიმაღლისაა და 25 ტონას იწონის.
4. ეკლის გვირგვინი სამლოცველო (1980), არკანზასი. 1980 წელს აგებული ეკლესია 14 მეტრის სიმაღლისაა და 625 ფანჯარა აქვს. ეკლის გვირგვინის სამლოცველო მეოცე საუკუნის საუკეთესო დიზაინის ეკლესიების სიაში მეოთხე ადგილზეა.
5. ტემპელიაუკიოს ეკლესია (1969), ჰელსინკი, ფინეთი. ამ შენობას „კლდის ეკლესიას“ უწოდებენ, რადგან კლდეშია ჩაშენებული. ეკლესიას ყოველწლიურად ნახევარ მილიონზე მეტი მომლოცველი ჰყავს, რაც ჰელსინკის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილად აქცევს.
6. სან მიგელ დელ ფაი (X საუკუნე), კატალონია, ესპანეთი. ეკლესია ბარსელონიდან დაახლოებით 40 კმ-ში, გამოქვაბულში მდებარეობს. ამბობენ, რომ მე-9 საუკუნეში ამ ადგილს წარმართული რიტუალების ჩასატარებლად იყენებდნენ.
7. წმინდა სამების ეკლესია (2004), ანტარქტიდა. ეს მსოფლიოში ყველაზე სამხრეთით მდებარე მართლმადიდებლური ეკლესიაა. ეკლესიაში სულ მცირე, ერთი ბერი მუდმივად იმყოფება. ეკლესია ჯერ რუსეთში ააგეს და შემდეგ ანტარქტიდაში გადაიტანეს.
8. მეტეორა (XIV ს.), თესალია, საბერძნეთი. თურქი დამპყრობლებისგან გამოქცეულმა ბერძენმა მართლმადიდებელმა ბერების მაღლა მთებში მონასტერი ააგეს. „მეტეორა“ ბერძნულიდან ითარგმნება როგორც „ზეციური“. თავდაპირველად, მონასტერში მოხვედრა მხოლოდ ზემოდან ჩამოშვებული ბაგირებითა და ბადეებით იყო შესაძლებელი, ახლა კი ტურისტებისთვის კლდეებში საფეხურებია ამოკვეთილი.
9. სენ-ჟანი (XII ს.), საფრანგეთი. ეს არის ყველაზე დიდი მიწისქვეშა ეკლესია ევროპაში. მთავარი დარბაზის სიმაღლე თითქმის 18 მეტრია.
10. საგრადა ფამილია (1882-დღემდე), ბარსელონა, ესპანეთი. ცნობილი კატალონიელი არქიტექტორის ანტონი გაუდის მიერ 1დაპროექტებული Sagrada Familia 140 წელია, შენდება და სავარაუდოდ, 2026 წელს, გაუდის გარდაცვალებიდან 100 წლისთავზე დასრულდება.
⚛⚛⚛
გენიოსი, რომელიც ბარსელონის ქუჩებში ვერავინ იცნო - როგორ დიღუპა ანტონიო გაუდი?
სასაფლაო, სადაც ყოველ ნაბიჯზე შედევრია
ლეონარდო და ვინჩის ორი „ჯოკონდა“ და მსოფლიო ხელოვნების სხვა საიდუმლოებები
სიახლეები ამავე კატეგორიიდან