საკნატუნო ამბები

რისთვის გამოიყენებენ ელისაბედ II-ის დაკრძალვაზე მიტანილ ყვავილებს?

fun time

13:22 ოთხ. 28 სექტემბერი, 2022 წელი

ელისაბედ II-ის დაკრძალვა

14
დაკოპირებულია

ლონდონის მწვანე პარკსა (Green Park) და ჰაიდ პარკში (Hyde Park) დედოფალ ელისაბედ II-ის ხსოვნის პატივსაცემად დატოვებული ყვავილების შეგროვება დაიწყო. დასუფთავების სამუშაოებში ორგანიზაცია „სამეფო პარკის“ თანამშრომლები და მოხალისეები მონაწილეობენ, რომლებიც ყვავილებს და რბილ სათამაშოებს ცხენებშებმულ ორთვალებში აწყობენ. 

გავრცელებული ინფორმაციით, ყვავილებს კენსინგტონის ბაღში გადაიტანენ, სადაც, ჩამოცვენილ ფოთლებთან და სხვა ორგანულ ნარჩენებთან ერთად, კომპოსტად და მულჩად აქცევენ.

ყვავილებისგან მიღებულ სასუქს და მულჩს მოგვიანებით, სამეფო პარკების ბუჩქებისა და ხეების გასანაყოფიერებლად გამოიყენებენ.
„ეს ყვავილები მომავალში სამეფო პარკების მილიონობით დამთვალიერებლის თვალს გაახარებენ და ლონდონის მწვანე ზონების განვითარებას დაეხმარებიან“ - განაცხადა კენსინგტონის ბაღის მმართველმა ენდრიუ უილიამსმა.

ფუმფულა სათამაშოებს კი სასახლეში განათავსებენ, სანამ მათი მომავალი ბედი გაირკვევა.

ცნობისთვის, ბრიტანეთის 96 წლის მონარქი 2022 წლის 8 სექტემბერს გარდაიცვალა.

ბრიტანეთის დედოფლის გამოსათხოვარ წირვას 2000 სტუმარი, მათ შორის აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და იაპონიის იმპერატორი ნარუჰიტოც ესწრებოდნენ.

ამის შემდეგ დედოფლის კუბო კატაფალკით უინძორის სასახლეში გადაასვენეს, სადაც ოჯახისა და უახლოესი ნათესავების დასწრებით დაკრძალვის დახურული ცერემონია გაიმართა. ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II უინძორების სასახლის საგვარეულო საძვალეში ქმრის, პრინც ფილიპის გვერდით დაკრძალეს.

ასევე, საინტერესოა 👑

ელისაბედ II-ს და პრინც ფილიპეს სიყვარულის ისტორია

5 საუკეთესო ფილმი დედოფალ ელისაბედ II-ის ცხოვრებაზე

დედოფლის ერთადერთი ქალიშვილი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ გაიზარდა საფრანგეთში სიგარეტზ...

რატომ გაიზარდა
საფრანგეთში სიგარეტზე
მოთხოვნა

რა მნიშვნელობა აქვს პოლიტიკოსის გარ...

რა მნიშვნელობა აქვს
პოლიტიკოსის გარეგნობას?

კარნი-მატა - ტაძარი, სადაც შავ ვირთ...

კარნი-მატას ტაძარი

ბრიტანელების 15 ჩვევა, რომელიც უცხო...

ბრიტანელების 15 ჩვევა,
რომელიც უცხოელებს აოცებს

როგორ ახერხებენ იაპონელები ქალაქებშ...

ქუჩების დასახელებების
თავისებურება იაპონიაში

რატომ ვერ ნახავთ მალდივის კუნძულებზ...

რატომ ვერ ნახავთ მალდივის
კუნძულებზე ძაღლებს?

ყოველ ფუტკარს მოძრაობის საკუთარი მა...

ფუტკრის ცხოვრება

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ კაცობრიო...

მკვლევრებმა დაადგინეს,
რომ კაცობრიობა თანდათან
სულელდება

მეცნიერულად დადასტურდა, რომ ძაღლებს...

ძაღლებს ადამიანის ენა
ესმით