საკნატუნო ამბები

უცნობი გოგონას ამბავი, რომელმაც 2 მილიონი სიცოცხლე იხსნა

funtime

14:00 კვი. 19 სექტემბერი

Resusci Anne
14
დაკოპირებულია

1880 წელს საფრანგეთში, პარიზის პოლიციამ მდინარე სენის ნაპირზე, დაახლოებით, 16 წლის გოგონას გვამი იპოვა. ბევრი მცდელობის მიუხედავად, პოლიციამ გოგონას ვინაობის დადგენა ვერ მოახერხა. გარდაცვლილის სხეულზე ძალადობის კვალი ვერ აღმოაჩინეს. გოგონას სახეზე ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს აბსოლუტური ბედნიერების წუთებში გარდაიცვალა, მაგრამ ეს უცნაური ამბის მხოლოდ დასაწყისი გახლდათ. 

„ჩაძირული მონა ლიზა“ და კიდევ ბევრი ვერსია

უცნობი გოგონა იმდენად ლამაზი იყო და იმდენად მშვიდი გამომეტყველება ჰქონდა, რომ პათოლოგანატომმა მისი სახის იდენტური ნიღაბი დაამზადა.

ასე იქცა უცნობი გოგონა, რომელსაც „ჩაძირული მონა ლიზა“ შეარქვეს, მხატვრებისა და პოეტების მუზად.

საფრანგეთში უცნობი გოგონას ნიღბის შესახებ კიდევ ერთი ვერსია არსებობს.

ამ ვერსიის თანახმად, ნიღაბი პათოლოგანატომმა კი არა, ცნობილმა მხატვარმა ჟიულ ლეფებრემ შექმნა თავისი მოდელის სახიდან, რომელიც მოგვიანებით, ტუბერკულოზით გარდაიცვალა.

რომელი ვერსია უფრო სარწმუნოა, არავინ იცის, თუმცა ორივე შემთხვევაში, გოგონას ვინაობა უცნობია.

ფილოსოფოსი ალბერ კამიუ მასში მონა ლიზას ხედავდა, სხვებმა მას თანამედროვე ოფელია უწოდეს და საიდუმლოებით მოცული სიკვდილის ვერსიები შეთხზეს.

მალე ჯერ პარიზში, შემდეგ გერმანიასა და მთელ ევროპაში უცნობი გოგონას სახის ნიღბის ასლების დამზადება და სუვენირების მაღაზიებში გაყიდვა დაიწყო. „დამხრჩვალი მონა ლიზა“ ინტერიერის მოდურ დეტალად იქცა. ცნობილი შემოქმედები გოგონას ლექსებს, მოთხრობებს და ნახატებს უძღვნიდნენ.

მაგრამ უცნობის ამბავი არც ამით დასრულებულა..

როგორ გამოადგა „ჩაძირული მონა ლიზა“ მედიცინის ისტორიას

გოგონას გარდაცვალებიდან 70 თუ 80 წლის შემდეგ ნორვეგიაში, სათამაშოების მწარმოებელი დიდი კომპანიის მფლობელმა, ოსმუნ ლერდალმა (Åsmund S. Lærdal) თავისი პატარა შვილი წყლიდან დროულად ამოყვანითა და ხელოვნური სუნთქვის ჩატარებით იხსნა.

ამ ამბიდან ცოტა ხანში ლერდალს, ხელოვნური სუნთქვის ტექნიკის შესასწავლად, ერთ-ერთმა სამედიცინო კომპანიამ მანეკენი შეუკვეთა.

მანეკენის სახეზე მუშაობის დროს ლერდალს უეცრად უცნობი გოგონას ნიღაბი გაახსენდა, რომელიც ბავშვობაში ბებია-ბაბუის სახლში უნახავს.

ლერდალის მიერ შექმნილ მანეკენს საუკუნის წინ გარდაცვლილი გოგონას სახე ჰქონდა და მას ანა დაარქვეს.

Resusci Anne/გადაარჩინე ანა - ამ დრომდე რეანიმაციის ტექნიკის სწავლებისას გამოიყენება. ის მედიცინის ისტორიაში პირველ და ყველაზე წარმატებულ სიმულატორად ითვლება, რომელიც ასობით მილიონ ადამიანს რეანიმაციული ტექნიკის შესწავლაში ეხმარება.

ზოგი შეფასებით, ხელოვნური სუნთქვის რეანიმაციამ დაახლოებით, 2 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

„Annie, are you OK?“ (ანა, კარგად ხარ?) - ფრაზა მაიკლ ჯექსონის ცნობილი სიმღერიდან "Smooth Criminal" სტანდარტული კითხვაა, რომელიც დაზარალებულს რეანიმაციული ღონისძიებების დაწყებამდე უნდა დაუსვა.

🔰:

ვინ იყო ქართველი ექიმი, ვინც რუსეთმა მენდელეევის გვერდით დაკრძალა!

რომელ უცნობ დაავადებას ებრძოდა საბჭოთა კავშირი

პირველი ექიმი ქალი, რომელიც მსოფლიოს 46 წელი ატყუებდა


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ იყვნენ სსრკ-ში ანტივაქსერე...

რატომ არ იყვნენ
ანტივაქსერები სსრკ-ში

ბებიები და გაჯეტები - სახალისო ფოტო...

ბებიები და სმარტფონები

მაიკლ ჯექსონის ანტიგრავიტაციული ილე...

მაიკლ ჯექსონის
ანტიგრავიტაციული
ფეხსაცმელი

სილამაზე სიკვდილის რისკის ფასად - 7...

ეშმაკის თასი

5 ძმის ერთი ცოლი

მრავალქმრიანობის
თანამედროვე მაგალითი

10 ვარსკვლავი, რომელთა წინაპრებიც მ...

ჯორჯ კლუნი და აბრაა,
ლინკოლნი

7 ჯაშუშური ფილმი, რომელიც რეალურ მო...

„ჯაშუშების ხიდი“ / Bridge of Spies

15 ყველაზე წარმატებული კადრი ისტორი...

წარმატებული კადრი

შვეიცარიული ფირმა ცხედრების ფერფლის...

ბრილიანტები ცხედრებისგან