სამარხვო რეცეპტები

სამარხვო კრემიანი ფუნთუშები - ექსკლუზიურად „Funtime“-ის მკითხველისთვის

fun time

14:00 ორშ. 22 მარტი, 2021 წელი

კრემიანი ფუნჩულა მარტივი
რეცეპტი

14
დაკოპირებულია

ამას თქვენც პონჩიკებს უწოდებთ? ისე, პონჩიკები ქართულად გახლავთ - კრემიანი ფუნთუშა, ფუნჩულა და დონატები. თუმცა სახელს რა მნიშვნელობა აქვს, მთავარი გემოა. Funtime „პონჩიკების“ რეცეპტს გთავაზობთ, რომელიც უგემრიელესია, მარტივად მოსამზადებელია და თანაც - სამარხვოა.

ცომისთვის საჭირო პროდუქტი:

ფქვილი - 1 კგ.
საფუარი - 2 ჩაის კოვზი
შაქარი - 3 ჩაის კოვზი
მარილი - 1 ჩაის კოვზი
ზეთი - 1/2 ლიტრი

მომზადება:
ფქვილი ჩაყარეთ მოზრდილ ჯამში, დააყარეთ მარილი, შაქარი, საფუარი, მოაპკურეთ 50 გრამი ზეთი და კარგად აურიეთ.
შემდეგ ფქვილს გაუკეთეთ ღრმული, ჩაასხით 650 გრ. თბილი წყალი და ცომი მოზილეთ.
კარგად რომ ამოფუმფულდეს, ცომი, დაახლოებით, ორი საათი უნდა გააჩეროთ.
ამასობაში უნდა მოამზადოთ მოხარშული კრემი პონჩიკებისთვის.

მოხარშული კრემისთვის საჭირო პროდუქტი:

შაქარი - 150 გრ.
ფქვილი - 130 გრ.
წყალი - 1/2 ლიტრი
ვანილი, მარილი.

მომზადება:

ფქვილი და შაქარი კარგად აურიეთ ერთმანეთში.
პონჩიკების კრემის მოსამზადებლად საჭირო წყალს ცოტა მოაკელით და ფქვილისა და შაქრის ნარევი გააზავეთ. დანარჩენი წყალი აადუღეთ, დაასხით ამ მასას და დაბალ ცეცხლზე მოადუღეთ.
მზა კრემს გაცივების შემდეგ დაუმატეთ ვანილი.

ფუნთუშების შეწვა:

მზა ცომი დაყავით, დაახლოებით, 80-გრამიან გუნდებად, ჩაუდეთ მოხარშული კრემი და ხინკალივით მოახვიეთ.
ხინკლისგან განსხვავებით, კრემიან ფუნთუშებს „კუჭები“ არ ამშვენებს, ამიტომ, თითების ფრთხილი მოძრაობით, „კუჭი“ ამოწიეთ, მოაწყვიტეთ და ფუნთუშა ოდნავ გააბრტყელეთ.
გამზადებული ფუნთუშები ჩააწყვეთ ზეთიან ტაფაში და ორივე მხრიდან საშუალო ცეცხლზე შეწვით.
ამასთანავე, ყურადღება მიაქციეთ, რომ ფუნთუშები კარგად გამოშუშდეს და ორივე მხრიდან თანაბრად დაიბრაწოს.

შენიშვნა:
ფუნთუშებში ჩასადებ კრემში ცხიმის დამატება დაუშვებელია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სამარხვო ბისკვიტი მანანის ბურღულით

სამარხვო ბისკვიტი

შოკოლადის სამარხვო ორცხობილა „ბრაუნ...

შოკოლადის სამარხვო
ორცხობილა „ბრაუნი“

სამარხვო კრემი ნებისმიერი ტორტისა თ...

მოხარშული კრემი წყლით

შემწვარი გოგრა ტაფაზე - კარტოფილივი...

შემწვარი გოგრა ტაფაზე

ვემზადებით ზამთრისთვის - ბულგარული...

დატენილი ბულგარული

ყაბაყის მწნილი სტერილიზაციის გარეშე

ყაბაყის მწნილი
სტერილიზაციის გარეშე

მწვანე ლობიო ნიგვზით იმერულად

მწვანე ლობიო ნიგვზით
იმერულად

ბოსტნეულის კატლეტი - დაბალკალორიული...

ბოსტნეულის კატლეტი

უხორცო წვნიანი პიტნით

უხორცო წვნიანი პიტნით