სილამაზე/ჯანმრთელობა

ჭორფლის საწინააღმდეგო ნიღბები და ნაყენები

fun time

15:13 შაბ. 22 აპრილი

ჭორფლის საწინააღმდეგო
ნიღბები და ნაყენები

14
დაკოპირებულია

ჭორფლი, იგივე ეფელიდები სხეულის რეაქციაა ულტრაიისფერ გამოსხივებაზე. ადამიანებს მის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ - ზოგი ჭორფლისგან გათავისუფლებას ცდილობს, ზოგს კი იმდენად მოწონს, რომ სახეზე იხატავს. თუ ეს უწყინარი ლაქები ბევრის მსგავსად, თქვენც გაღიზიანებთ, მათგან გათავისუფლების რამდენიმე ხერხს გასწავლით. 

სახიდან ჭორფლის მოშორება სახლის პირობებში

თუ ჭორფლი ფსიქოლოგიურ დისკომფორტს განიჭებთ ან არაესთეტიკურად გეჩვენებათ, სახის რეგულარული მოვლა მის გაუფერულებაში დაგეხმარებათ. ეს შესაძლებელია, სპეციალური კოსმეტიკური საშუალებების დახმარებით, რომლებშიც შედის: ამქერცლავ პროდუქტები (პილინგი), მათეთრებელი კრემი, ამქერცლავი და გამაღიავებელი კომპონენტების შემცველი ნიღბები (ხილის მჟავები, ვიტამინი C, ვიტამინი A და სხვა მცენარეების ექსტრაქტები), შრატი C ვიტამინით და ა.შ.

თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ ჭორფლების გაღიავება ხალხური საშუალებების დახმარებით სცადოთ.

ჭორფლის საწინააღმდეგო ნიღბები

კიტრის ნიღაბი

ახალი კიტრი გახეხეთ და ერთი კოვზი ზეითუნის ზეთი დაუმატეთ. მიღებული მასა სახეზე წაისვით და 15 წუთის განმავლობაში გაიჩერეთ. ამის შემდეგ ნიღაბი გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

ვაშლის ნიღაბი

2 ს/კ. გახეხილი ვაშლი, 1 ს/კ. შვრიის ფაფა, 1ჩ/კ თაფლი, 2 ჩ/კ ლიმონის წვენი ერთმანეთში აურიეთ და მიღებული ნაზავი გაწმენდილ სახეზე წაისვით. ნიღაბი სახეზე 10 წუთი დაიტოვეთ და ჩამოიბანეთ. ნიღბის ჩამობანისას სახე წრიული მოძრაობებით მასაჟი გაიკეთეთ - ამ გზით კანის მსუბუქი აქერცვლის ეფექტს მიაღწევთ. პროცედურის ბოლოს სახის დამატენიანებელი მალამო წაისვით.

კიტრისა და ლიმონის ნიღაბი

კიტრი გახეხეთ და ნახევარი ლიმონი ჩააწურეთ. მიღებული მასა გასუფთავებულ კანზე წაისვით და დაახლოებით 10 წუთი დაიტოვეთ. ამ დროის გასვლის შემდეგ ნიღაბი ჩამოიბანეთ და დამატენიანებელი სახის კრემი წაისვით.

შვრიის ნიღაბი

ჰერკულესის ფანტელს კანის გამაღიავებელი ეფექტი აქვს. ნიღბის მოსამზადებლად შვრიის ფანტელი უნდა დაფქვათ და მდუღარე წყალი დაასხათ. მიღებულ ფაფას ერთი კვერცხის გული და 1 ჩ/კ. ზეითუნის ზეთი დაუმატეთ და აურიეთ. ნიღაბი სუფთა სახის კანზე წაისვით და 20 წუთის განმავლობაში დატოვეთ. ამის შემდეგ ნიღაბი გრილი წყლით ჩამოიბანეთ და მალამო წაისვით.

გრეიპფრუტისა და იოგურტის ნიღაბი

ნახევარი გრეიპფრუტის წვენს დაუმატეთ ნახ. ჭიქა იოგურტი და კარგად აურიეთ. ნიღაბი სახეზე სქელ ფენად წაისვით და 10 წუთი დაიტოვეთ. ამის შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ და დამატენიანებელი წაისვით.

ჭორფლის საწინააღმდეგო ნაყენები

ჭორფლის გასაქრობად ნიღბების გარდა, შეგიძლიათ მწვანილის ან ციტრუსის ნაყენები გამოიყენოთ

ოხრახუშის ნაყენი

ერთი კონა ოხრახუში წვრილად დაჭერით, მდუღარე წყალი დაასხით და რამდენიმე საათით დატოვეთ. მიღებული ნაყენით სახე დღეში 2-ჯერ გაიწმინდეთ და დამატენიანებელი წაისვით.

ლიმონის და ჯანჯაფილის ნაყენი

ლიმონის კანებს და დაჭრილ ჯანჯაფილს დაასხით მდუღარე წყალი და რამდენიმე საათი დატოვეთ. მიღებული ნაყენით სახე დღეში 2-ჯერ გაიწმინდეთ.

დაბოლოს, გაითვალისწინეთ, რომ ჭორფლთან ბრძოლისთვის შემოდგომა-ზამთრის პერიოდი იდეალური დროა.

ესეც საინტერესოა:

ჭორფლი მემკვიდრეობითია?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

პიგმენტური ლაქების მოცილება სახლის...

პიგმენტური ლაქების
მოცილება სახლის
პირობებში

დაფნა ხალხურ მედიცინაში - გსმენიათ...

დაფნა მკურნალი

ოქტომბრის მაგნიტური დღეების კალენდა...

მაგნიტური დღეები 2023 წლის
ოქტომბერში

თვალის ირგვლივ სიშავეების მოშორება...

თვალის ირგვლივ
სიშავეების მოშორება

პირველადი დახმარება დამწვრობის დროს...

პირველადი დახმარება
დამწვრობის დროს

წონაში კლება ბებიების მეთოდით

წონაში კლება ბებიების
მეთოდით

რა ხდება ზრდასრული ადამიანის სხეულშ...

რა ხდება ზრდასრული
ადამიანის სხეულში

ბალტიური ქარვა - სასიკვდილო ბაქტერი...

ბალტიის ქარვა

როგორ შევიმოწმოთ თერმომეტრით ფარისე...

როგორ შევამოწმოთ
თერმომეტრით ფარისებრი
ჯირკვლის ფუნქცია?