სილამაზე/ჯანმრთელობა

კონტრასტული შხაპი - მიღების წესები და 10 სასარგებლო თვისება

fun time

12:00 ოთხ. 24 ნოემბერი, 2021 წელი

კონტრასტული შხაპის
მიღების წესები და
სარგებელი

14
დაკოპირებულია

ის, რომ ჰიდროთერაპია სასარგებლოა, ყველამ ვიცით, მაგრამ დღეს მოგიყვებით, როგორ მოქმედებს ცივი და ცხელი წყლის მონაცვლეობა ორგანიზმზე და კონტრასტული შხაპის მიღებით რა დაავადებების აცილება შეგვიძლია...

ცივი შხაპის სარგებელი

გონებას ასუფთავებს

ცივი შხაპი თავიდან ნეგატიურ აზრებს მოგაშორებთ და დღის მანძილზე ენერგიით აგავსებთ. ცივი წყალი აუმჯობესებს სუნთქვას და ორგანიზმს ჟანგბადით ამდიდრებს, შესაბამისად, თქვენს სხეულს გაყინვის საშუალება არ ექნება.

აუმჯობესებს მეტაბოლიზმს

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ცივი შხაპი ნივთიერებათა ცვლას აწესრიგებს და წონაში დაკლებას უწყობს ხელს.

ბედნიერებისა და სიხარულის ჰორმონებს ასტიმულირებ

თუკი მოწყენილი ხართ, აუცილებლად მიიღეთ ცივი შხაპი. ცივი წყალი ააქტიურებს ნერვულ დაბოლოებებს, შესაბამისად, იღვიძებს ჰორმონები, რომლებიც ბედნიერებასა და სიხარულზეა პასუხისმგებელი.

ასტიმულირებს იმუნურ სისტემას

თუკი შენიშნეთ, რომ ხშირად ცივდებით, აუცილებლად გაითვალისწინეთ ცივი შხაპის ეფექტურობა. ეს აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას, ასუფთავებს სისხლს მავნე ინფექციებისგან. გარდა ამისა, ცივი შხაპი აწესრიგებს წნევას.

კანს ამკვრივებს

თუკი ამჩნევთ, რომ კანის პრობლემები გაქვთ, შესაძლოა, ამის მიზეზი ცხელი წყლით შხაპის მიღება იყოს, რაც კანსა და თმებს აშრობს. ცივი წყალი ამკვრივებს კანს, ფორებს და ასევე, აუმჯობესებს თმის ხარისხს.

ცხელი შხაპის სარგებელი

ამშვიდებს

თუკი აღელვებული ხართ და შფოთავთ, მიიღეთ ცხელი შხაპი, ის გაზრდის სისხლი ოკსიტოცინის დონეს, გაგხდით უფრო თავდაჯერებულს და სიმშვიდისკენ განგაწყობთ.

კანს ტოქსინებისგან ათავისუფლებს

რეგულარულად ცხელი შხაპის მიღება კანის მკვდარ უჯრედებს აშორებს, შესაბამისად, ნეგატიური ენერგიისგანაც განთავისუფლდებით.

ასუფთავებს ცხვირის ღრუს

15-წუთიანი ცხელი შხაპი ათავისუფლებს გაჭედილ ცხვირს და აუმჯობესებს სუნთქვას. თუკი, ღრუბელზე რამდენიმე წვეთ ევკალიპტის ეთერზეთს დაამატებთ, ეფექტი კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

ადუნებს კუნთებს

ცხელი შხაპი აჩქარებს სისხლის მიმოქცევას და ამსუბუქებს კუნთების ტკივილს. შეუცვლელი საშუალებაა ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ.

ამსუბუქებს შაკიკს

შაკიკის მთავარი პრობლემა კუნთების დაჭიმულობაა. ცხელი შხაპი ადუნებს კუნთებს და შესაბამისად, შაკიკით გამოწვეული ტკივილიც მსუბუქდება.

ჰიდროთერაპიის დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!

🔰:

როდის უნდა მივიღოთ შხაპი - დილას თუ საღამოს?

როგორ იქცევით შხაპის ქვეშ?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ანწლი — როგორ ეხმარება უძველესი სამ...

ანწლის სამკურნალო
თვისებები

აქვთ თუ არა ტყუპისცალებს ერთსა და ი...

ტყუპები და ალერგიულობა

ტომატპასტა კაცის ჯანმრთელობისთვის!

ტომატპასტა მამაკაცის
ჯანმრთელობისთვის

სიჩუმეში ყოფნა ჯანმრთელობაა — ახალი...

სიჩუმეში ყოფნა
ჯანმრთელობა

ყველაზე სასარგებლო ჩირი!

რომელია ყველაზე
სასარგებლო ჩირი?

რისი მომზადება შეიძლება და რისი არა...

ალუმინის ჭურჭელი

როცა ფრჩხილი ზოლიანი და უფერულია -...

რაზე მეტყველებს ფრჩხილის
პათოლოგიები?

ტკბილი პუტერია - სასწაულმოქმედი კენ...

ტკბილი პუტერია -
სასწაულმოქმედი კენკრა!

როგორ გავარჩიოთ ბუნებრივად მოწეული...

როგორ გავარჩიოთ
ბუნებრივად მოწეული
მარწყვი ქიმიკატებით
დამუშავებულისგან