სილამაზე/ჯანმრთელობა

ნაოჭების გასასწორებელი ნიღაბი - იაპონური რეცეპტი

fun time

14:46 სამ. 24 მაისი, 2022 წელი

ნაოჭების გასასწორებელი
ნიღაბი

14
დაკოპირებულია

თუ თქვენმა კანმა ახალგაზრდული სიმკვრივე და ელასტიკურობა დაკარგა, ტრადიციული იაპონური ნიღაბი სცადეთ, რომელიც კანის ყველა ტიპს შეეფერება.

იაპონური სახის ნიღაბი ერთგვარ სკრაბს წარმოადგენს, რომელიც კანს ჭუჭყიან და გაუხეშებულ ფენას ეფექტურად აშორებს და კვებავს.

მისი მომზადება ძალიან მარტივია:

2 სუფრის კოვზი უმი, წვრილ სახეხზე კანიანად გახეხილი კარტოფილი - იმის გამო, რომ ბევრ სახამებელს შეიცავს, კარტოფილი მალე მუქდება და სწრაფად უნდა იმოქმედოთ;

გახეხილი კარტოფილი კარგად დასრისეთ და 2-3 სუფრის კოვზი რძე დაასხით, რომ კარტოფილი მთლიანად დაფაროს;

დაუმატეთ რამდენიმე კოვზი დაფქული ბრინჯი ( დაფქული და არა ბრინჯის ფქვილი, რომელიც მზა სახით იყიდება);

კარტოფილი და ბრინჯი კარგად აურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ;

ერთი სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთს დაუმატეთ ჟასმინის ზეთის 3 წვეთი და ნიღაბში კარგად აურიეთ.

ყველა ინგრედიენტის შერევის შემდეგ ნიღაბი კიდევ ერთხელ, გულმოდგინედ აურიეთ, რომ რაც შეიძლება ერთგვაროვანი იყოს.

მაქსიმალური შედეგისთვის მნიშვნელოვანია კანზე ნიღბის სწორად დადება. პროცედურის დაწყებამდე სახის კანი კარგად გაიწმინდეთ (სასურველია ორთქლით).

სკრაბი შემდეგნაირად უნდა გამოიყენოთ:

ნიღაბი წრიული მოძრაობებით წაისვით შუბლზე, შემდეგ ჯერ ერთი, შემდეგ მეორე საფეთქლის მიმართულებით გაანაწილეთ.

წრიული მოძრაობებით გაანაწილეთ ნიღაბი ლოყების, ყელის და დეკოლტეს ზონაში და დაელოდეთ, რომ გაშრეს. რამდენიმე წუთის შემდეგ იგივე გაიმეორეთ და ნიღბის მეორე ფენა წაისვით.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ადგილებს, სადაც ნაოჭებია. გაითვალისწინეთ, რომ არ შეიძლება ნიღბის თვალების ქვეშ წასმა.

დატოვეთ ნიღაბი სახეზე 20 წუთის განმავლობაში. სახე ჩამოიბანეთ თბილი წყლით და გაიმშრალეთ.

ესეც არ გამოგრჩეთ 👇

სახის იოგა - დღეში 10 წუთი და დაივიწყეთ ბოტოქსი!

სახის კანის მოვლა სახლის პირობებში

სახის კანის ტიპები და მათი მოვლის წესები


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბლის 6 სასარგებლო თვისება, რომელიც...

ბლის 6 სასარგებლო თვისება

როგორ მოვიქცეთ მზით დამწვრობისას და...

როგორ მოვიქცეთ მზით
დამწვრობის დროს

5 პროდუქტი, რომლებიც „ჭკვიანი დირიჟ...

5 ხელმისაწვდომი პროდუქტი
დაბერების წინააღმდეგ

მჯდომარე ცხოვრების წესით გამოწვეული...

მჯდომარე ცხოვრების ხუთი
საგანგაშო შედეგი

რატომ არ არის სასურველი პომიდვრის მ...

რატომ არ არის სასურველი
პომიდვრის მაცივარში
შენახვა?

ჭინჭარი — ვიტამინების წყარო და სამკ...

ჭინჭარი მკურნალი

ჯანსაღი კვების რაციონზე გადასვლის 5...

ჯანსაღი კვების რაციონზე
გადასვლის 5 მარტივი წესი

შეიძლება თუ არა ფიჭის ჭამა? — თვისე...

შეიძლება თუ არა ფიჭის ჭამა

მიხაკის სამკურნალო თვისებები და უკუ...

მიხაკი მკურნალი