სილამაზე/ჯანმრთელობა

ნოვაკ ჯოკოვიჩის ჯადოსნური დიეტა

fun time

14:00 ხუთ. 27 ივლისი, 2023 წელი

ნოვაკ ჯოკოვიჩის
ჯადოსნური დიეტა

14
დაკოპირებულია

სერბი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს მოქმედი პირველი ჩოგანი, აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელად ისტორიაში. ჯოკოვიჩი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პასუხისმგებლობის მქონე და პროფესიონალი სპორტსმენია. როცა ჩოგბურთს არ თამაშობს, ის იოგასა და პილატესში ვარჯიშობს და დიეტას იცავს.

 

ჯოკოვიჩის დიეტა

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ამბობს, რომ წარმატების მიღწევაში მცენარეული დიეტა ეხმარება, რომელსაც დიდი ხანია იცავს.

2014 წელს, თავის წიგნში "გამარჯვების გემო" ჯიკოვიჩმა აღიარა, რომ ჩოგბურთიდან წასვლისთვის ემზადებოდა, როდესაც გლუტენზე, შაქარსა და რძის პროდუქტებზე უარი თქვა.

დიეტის დაწყებიდან ძალიან მალე საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობა გაუმჯობესდა, სახსრების ტკივილი გაქრა, შრომისუნარიანობა გაიზარდა და დიდი გამარჯვებები მოვიდა.

თავიდან ჩემპიონის მენიუში შემწვარი ქათამი, თინუსი და ორაგული შედიოდა, მაგრამ მოგვიანებით, ჯოკოვიჩმა ხორცი, თევზი და სხვა ცხოველური პროდუქტები პარკოსნებით ჩაანაცვლა.

ჩოგბურთელი საკუთარ თავს ვეგანად არ მიიჩნევს: „არ მიყვარს, როცა იარლიყებს მაწებებენ, თუმცა, ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ჩემი მენიუ მცენარეული პროდუქტებისგან შედგება“ - ამბობს ჩემპიონი.

გთავაზობთ ჯოკოვიჩის დიეტას, რომელიც, ლამაზი აღნაგობის გარდა, ახალგაზრდულ ენერგიას და წარმატებებს მოგიტანთ.


საუზმე

  • მუსლი თხილით, ჩირით და ნუშის რძით

ან

  • ბანანი ქეშიუს კარაქით, ხილით და ორი სუფრის კოვზი თაფლით.

დილის ხემსი

• უგლუტენო პური ან კრეკერი ავოკადოსა და თინუსთან ერთად

ან

• ტოსტი ნუშის კარაქით და თაფლით

ან

• ჰუმუსი

სადილი

• სხვადასხვა მწვანილის სალათი

პასტა ასარჩევად:

• ბრინჯი პესტოს სოუსით

• პრიმავერა ბოსტნეულით

• სობას ლაფშა წითელი ბულგარული წიწაკით, რუკოლით, რეჰანითა და ქეშიუს სოუსით.

შუადღის ხემსი

• ვაშლი ქეშიუს კარაქით, ნესვით ან სხვა ხილით

ვახშამი

წვნიანი ასარჩევად:

• პომიდვრის წვნიანი

ან

• სტაფილოსა და ჯანჯაფილის წვნიანი

პარკოსნები ასარჩევად:

• კინოას და კომბოსტოს სალათი

ან

სალათი ცეზარი თეთრი ლობიოთი და ბოსტნეულით

ან

• ცხარე ოსპი გოგრით.

ჯოკოვიჩი ერთადერთი ჩემპიონი არ არის, ვისაც ასეთი მენიუ აქვს. ლიონელ მესი, ლუის ჰამილტონი, ტომ ბრეიდი მცენარეული დიეტის წყალობით არა მხოლოდ ძლიერები და ამტანები არიან, არამედ ნაკლებ ტრავმებსაც იღებენ და წარმატებით აგრძელებენ სპორტულ კარიერას.

ესეც სცადეთ:

ხილის დიეტა

ბოსტნეულის წვნიანი დიეტური

ყაბაყი დიეტურად - გემრიელი წვნიანი საზაფხულოდ

ცილოვანი პროდუქტები, რომლებიც დიეტისას აუცილებელია


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ყავა თუ კაკაო — რომელია უკეთესი დილ...

ყავა თუ კაკაო

გარგარის კურკის თვისებები, შემადგენ...

გარგარის კურკის
თვისებები

ემოციებს ნუ შეიკავებთ — რატომ არის...

რატომ არის ტირილი
ჯანმრთელობისთვის
სასარგებლო

საშიშია თუ არა ტოპლეს რუჯი — ანუ გა...

ტოპლეს გარუჯვა

რატომ გროვდება ცხიმი მუცლის არეში —...

რატომ გროვდება ცხიმი
მუცლის არეში

ფიზიოლოგიური დაბერების პროცესი დაჩქ...

ფიზიოლოგიური დაბერების
პროცესი

იოდის ბადე — მითია თუ რეალური დახმა...

იოდის ბადე

ბლის 6 სასარგებლო თვისება, რომელიც...

ბლის 6 სასარგებლო თვისება

როგორ მოვიქცეთ მზით დამწვრობისას და...

როგორ მოვიქცეთ მზით
დამწვრობის დროს