სილამაზე/ჯანმრთელობა

რატომ უნდა ჭამოთ ბრიუსელის კომბოსტო ხორცთან ერთად?

fun time

20:18 ორშ. 20 ნოემბერი, 2023 წელი

ბრიუსელის კომბოსტო

14
დაკოპირებულია

ბრიუსელის კომბოსტო პირველად 1655 წელს, სენტ-ჟილის კომუნაში (ბრიუსელის გარეუბანში) გამოჩნდა. 

კომუნის მოსახლეობა იმდენად სწრაფად იზრდებოდა, რომ ადგილობრივმა გლეხებმა მაღალმოსავლიანი ბოსტნეულის მოყვანა დაიწყეს. ბრიუსელის მცხოვრებლებს მეტსახელად "კომბოსტოს მჭამელებიც კი" შეარქვეს.

მე-18 საუკუნის ბოლოს ამ სახეობის კომბოსტო ჯერ ბრიუსელის ბაზარზე გამოჩნდა, შემდეგ კი მთელ ევროპაში გავრცელდა

ერთი შეხედვით, ბრიუსელის კომბოსტო მინიატიურულ სავოის კომბოსტოს წააგავს.

ბრიუსელის კომბოსტოს უმად არავინ ჭამს, მას ხარშავენ, წვავენ ან მისგან უგემრიელეს წვნიანებს ამზადებენ.

ბრიუსელის კომბოსტოში C ვიტამინის რაოდენობა, თეთრ კომბოსტოსთან შედარებით, სამჯერ მეტია და ამ შემადგენლობით შავ მოცხარს უტოლდება.

ბრიუსელის კომბოსტოს ბევრი სახეობა და ჰიბრიდი აქვს. ჩვეულებრივ, მაღაზიებში ის ახალი ან გაყინული იყიდება.

როგორ მოვამზადოთ ბრიუსელის კომბოსტო

სიმწარის მოშორება

გაყინული ბრიუსელის კომბოსტოს მომწარო გემო დაჰკრავს, ნედლს კი მკვეთრი, დამახასიათებელი სუნი აქვს. თუმცა, სწორი ტექნოლოგიის გამოყენებით მისგან უგემრიელესი კერძების მომზადება შეგიძლიათ.

შემთხვევითი არ არის, რომ ბოლო ორასი წლის განმავლობაში ბრიუსელის კომბოსტო საშობაო სუფრის ტრადიციულ კერძად მიიჩნევა.

პირველ რიგში, კომბოსტოს მწარე ყუნწი უნდა მოაჭრათ. ამის შემდეგ გარეთა ფოთლები მოაცილეთ და კომბოსტო ძმრიან წყალში გარეცხეთ. ბრიუსელის კომბოსტოს სიმწარე შეიძლება სხვაგვარადაც გააცალოთ - როგორც ბადრიჯანს, მარილი მოაყარეთ, ცოტა ხანს დააყოვნეთ და შემდეგ კარგად გაწურეთ.

ყველაზე ხშირად ბრიუსელის კომბოსტო ორ ეტაპად მზადდება: ჯერ მარილიან წყალში ან ორთქლზე უნდა ხარშოთ, სანამ არ დარბილდება - 5-7 წუთი ხარშვა საკმარისია, შემდეგ კი შეწვით ან გამოაცხვეთ.

თუ ბრიუსელის კომბოსტოს ზედმეტად დიდხანს ხარშავთ, ის ძალიან დარბილდება და მკვეთრად უსიამოვნო სუნი აუვა. თუ ხარშვა დააკლდა, ასევე უგემური იქნება, ამიტომ სასურველია რეცეპტი ზუსტად დაიცვათ.

სცადეთ ეს რეცეპტი - ბრიუსელის კომბოსტო ლორთან ერთად

ბრიუსელის კომბოსტოს მომზადების ბევრი რეცეპტი არსებობს, თუმცა ეს ერთ-ერთი საუკეთესოა:

ბრიუსელის კომბოსტო 5 წუთით ორთქლზე მოხარშეთ და მერე შეწვით ცოტაოდენ წვრილად დაჭრილ ლორთან ერთად, დაუმატეთ 1-2 სუფრის კოვზი ხორბლის ფქვილი და რამდენიმე წუთი ურიეთ, სანამ ფქვილი საკმარისად არ მოიხალება.

ამის შემდეგ დაამატეთ ერთი ჭიქა ან ცოტა მეტი რძე და განაგრძეთ მორევა. როდესაც რძე შესქელდება, ტაფაში რამდენიმე პატარა ნაჭერი კარაქი ჩააგდეთ და ცეცხლიდან გადმოდგით. ურიეთ კერძს, სანამ კარაქი არ გადნება და სოუსს არ შეერევა.

ბოლოს მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი და გემრიელად მიირთვით.

როდის არის სეზონი?

ბრიუსელის კომბოსტოს ოქტომბრის ბოლოს - ნოემბრის დასაწყისში კრეფენ. ახალი ბრიუსელის კომბოსტო ბაზარზე გაზაფხულამდე იყიდება, გაყინული კი მთელი წლის განმავლობაში.

როგორ ავირჩიოთ და შევინახოთ

ბრიუსელის კომბოსტოს ყიდვისას შეარჩიეთ მკვრივი და მძიმე თავები, სიყვითლისა და ლაქების გარეშე.

თუ ბრიუსელის კომბოსტოს გაყინვას აპირებთ, ჯერ ერთი წუთით მდუღარე წყაშლი მოათავსეთ, შემდეგ კი პოლიეთილენის პარკში ჩადეთ და საყინულეში შეინახეთ.

ახალი ბრიუსელის კომბოსტო მაცივარში 2-3 დღის განმავლობაში ინახება.

შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები

დაბალკალორიული ბრიუსელის კომბოსტო დიდი რაოდენობით შეიცავს: კალციუმს, კალიუმს, ფოსფორს, ნატრიუმს, რკინას, მაგნიუმს და C, E, A, K და B ჯგუფის (B1, B2, B3, B5, B6, B9) ვიტამინებს.

აძლიერებს იმუნურ სისტემას და ებრძვის ანთებას.

უკანასკნელი კვლევების თანახმად კი, ბრიუსელის კომბოსტო იცავს უჯრედებს კიბოს გამომწვევი ნივთიერებებისგან, რომლებიც, მაგალითად, ხორცის ან რომელიმე ცილოვანი პროდუქტის წვის დროს წარმოიქმნება.

ესეც საინტერესოა:

იცით, რომ შემწვარი ბოსტნეული მოხარშულზე მეტად სასარგებლოა

5 მიზეზი იმისთვის, რომ მწვანე ბოსტნეული მიირთვათ

ბოსტნეულის წვნიანი დიეტური


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

კომშის სასარგებლო თვისებები

კომშის სასარგებლო
თვისებები

5 მიზეზი იმისთვის, რომ სპირულინა რა...

რა არის სპირულინა

მუშმულას სასარგებლო თვისებები

მუშმულას თვისებები

მუსკატის კაკალი - სასარგებლო თვისებ...

მუსკატის კაკალი
სასარგებლო თვისებები

ქაცვის თვისებები

ქაცვის თვისებები

ღორის ხორცის სასარგებლო თვისებები დ...

ღორის ხორცის სასარგებლო
თვისებები

გოგრის თესლი - როგორ ვჭამოთ სწორად?

გოგრის თესლის სასარგებლო
თვისებები და
უკუჩვენებები

იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს მოწყო...

სიზმრების ჩაწერა
შესაძლებელია

შემოდგომის საკვები - 10 ყველაზე სას...

შემოდგომის ხილი და
ბოსტნეული