სილამაზე/ჯანმრთელობა

როგორ დავამარცხოთ ოფლიანობა - 5 მარტივი რჩევა

fun time

12:00 სამ. 19 ივლისი, 2022 წელი

როგორ დავამარცხოთ ჭარბი
ოფლიანობა

14
დაკოპირებულია

მაისურზე სველი ლაქა და ოფლის სუნი - ამ პრობლემის აღმოფხვრისთვის ხშირად ექიმის ჩარევაა საჭირო, მაგრამ ზოგჯერ რაღაცებს, უბრალოდ, არასწორად ვაკეთებთ. ამიტომ, სცადეთ ქვემოთ ჩამოთვლილი ხერხები  - მატივია და ეფექტიანი.

1. შეარჩიეთ იდეალური ანტიპერსპირანტი

სასურველია, აირჩიოთ არომატის გარეშე, რადგან მათი გამოყენება არა მხოლოდ იღლიაში, არამედ ზურგზეც შეიძლება, ან სხეულის იმ ნაწილებზე, რომლებზეც განსაკუთრებით გრძნობთ ოფლიანობას.

თუ გაწუხებთ ოფლიანობა ზურგზე, არსებობს ხალხური საშუალება - სოდისა და წყლის ნაზავი. სოდიან წყალში დაასველეთ ტილო, კარგად გაწურეთ და დაიზილეთ ზურგი, მკერდის ან სხვა ზონები, რომლებზეც ოფლიანობა გაწუხებთ. ამგვარად ზედმეტ ოფლიანობას დაივიწყებთ, თანაც კანის გაღიზიანების გარეშე.

2. ანტიპერსპირანტის სწორად გამოყენებაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

წაისვით ანტიპერსპირანტი მშრალ და სუფთა კანზე.

თუმცა ნუ მოიხმართ ოფლის საწინააღმდეგო საშუალებას პარსვის ან აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ. მიეცით კანს სუნთქვის საშუალება რამდენიმე წუთით.

იდეალური ვარიანტია: ანტიპერსპირანტის მოხმარება ძილის წინ, აბაზანიდან გამოსვლიდან რამდენიმე წუთში და დილას, განმეორებით.

3. კიდევ ერთი საშუალება, რომელიც ოფლიანობას ებრძვის - ლანოლინის პუდრი.

პუდრი ისევე აშრობს კანს, როგორც ნებისმიერი ანტიპერსპირანტი. მაგრამ მას დამატებით კიდევ ერთი პლუსი აქვს: პუდრი უსაფრთხოა ორგანიზმისთვის და არ აღიზიანებს კანს. პირიქით, ამშვიდებს სხეულის გაღიზიანებულ ნაწილებს. თუმცა, საღამოს პუდრი აუცილებლად უნდა ჩამოიბანოთ, რათა კანმა ისუნთქოს.

4. ოფლის გამოყოფაზე მოქმედებს ტანისამოსიც, რომელსაც ვატარებთ.

მოერიდეთ მჭიდრო და სინთეტიკურ ტანისამოსს. აირჩიეთ ქსოვილები, რომლებიც „სუნთქავს“. მაგალითად, ბამბა, ტრიკოტაჟი, რომლებიც ჰაერს ატარებს და სისველეს არ ინარჩუნებს.

5. ნუ დაგავიწყდებათ კვების შესახებ.

ზოგიერთი საკვები და სასმელი ოფლის გამოყოფას უწყობს ხელს. მოერიდეთ ცხელ ამინდებში ცხიმიან და შემწვარ კერძებს. ასევე, ცხარე საჭმელს და ალკოჰოლს. არსებობს კოქტეილები და ყავის სასმელები ყინულით, რომლებიც გაგაგრილებთ და ორგანიზმს არ გადაახურებს.

სიცხეში ეს რჩევებიც გამოგადგებათ 👇

კონტრასტული შხაპი - მიღების წესები და 10 სასარგებლო თვისება

ჰაერის გაგრილება - რჩევები მათთვის, ვისაც კონდიციონერი არ აქვს ან არ უყვარს

ეს 6 მცენარე სახლს კონდენციონერის გარეშე გააგრილებს




სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოვიქცეთ მზით დამწვრობისას და...

როგორ მოვიქცეთ მზით
დამწვრობის დროს

5 პროდუქტი, რომლებიც „ჭკვიანი დირიჟ...

5 ხელმისაწვდომი პროდუქტი
დაბერების წინააღმდეგ

მჯდომარე ცხოვრების წესით გამოწვეული...

მჯდომარე ცხოვრების ხუთი
საგანგაშო შედეგი

რატომ არ არის სასურველი პომიდვრის მ...

რატომ არ არის სასურველი
პომიდვრის მაცივარში
შენახვა?

ჭინჭარი — ვიტამინების წყარო და სამკ...

ჭინჭარი მკურნალი

ჯანსაღი კვების რაციონზე გადასვლის 5...

ჯანსაღი კვების რაციონზე
გადასვლის 5 მარტივი წესი

შეიძლება თუ არა ფიჭის ჭამა? — თვისე...

შეიძლება თუ არა ფიჭის ჭამა

მიხაკის სამკურნალო თვისებები და უკუ...

მიხაკი მკურნალი

ანწლი — როგორ ეხმარება უძველესი სამ...

ანწლის სამკურნალო
თვისებები