სილამაზე/ჯანმრთელობა

სუფრასთან ჭამა ყველით დაიწყეთ - რჩევა, რომელიც ნაბახუსევისგან გიხსნით

fun time

16:24 კვი. 5 იანვარი, 2025 წელი

ნაბახუსევიდან გამოსვლა

14
დაკოპირებულია

ბევრმა არ იცის, რომ ცხიმს შეუძლია ალკოჰოლის ათვისების სიჩქარე შეანელოს, რაც თავის მხრივ, ნაბახუსევის სინდრომს ამცირებს. 

თუ სუფრასთან ჭამას ცხიმიანი ყველით დაიწყებთ, ის ერთგვარ გარსს შექმნის და ორგანიზმის მიერ სასმლის შეწოვას შეანელებს, თუმცა ამის იმედად ალკოჰოლურ სასმელს ნუ გადააჭრბებთ - ვიდრე ცხიმი ლორწოვან გარსზე რჩება, ალკოჰოლი არ შეიწოვება. დაახლოებით, ნახევარ საათში კი ლორწოვანი გასუფთავდება და მთელი მიღებული ალკოჰოლი შეიწოვება, რამაც შეიძლება მწვავე მოწამვლა გამოიწვიოს, ამიტომ უნდა გახსოვდეთ, რომ ყველი მხოლოდ ზომიერი ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში მოქმედებს.

🧀რბილ ყველს შეუძლია ორგანიზმში მჟავიანობის დონე შეამციროს, ხოლო ალკოჰოლი მას ზრდის.

🧀ყველი კუჭის „დამშვიდებაში“ დაგეხმარებათ. ის მაგნიუმს, კალციუმს და სხვა მიკროელემენტებს შეიცავს, რომლებიც ტოქსინებს ებრძვიან.

🧀ყველის ცხიმები ააქტიურებენ ნაღვლის გამომუშავებას, რაც ალკოჰოლის მიღების შემდეგ ორგანიზმიდან ტოქსინების სწრაფად განდევნას ეხმარება.

🧀ყველი ასევე შეიცავს ტრიპტოფანს, რომელიც განწყობას აუმჯობესებს.

ნაბახუსევის სიმპტომები

ნაბახუსევის ანუ ალკოჰოლური ინტოქსიკაციის სიმპტომებია: თავის ტკივილი, პირღებინება, პირის სიმშრალე და უსიამოვნო გემო, წყურვილი, უღონობა, ხშირად გულის გამალებული მუშაობა, რითმის დარღვევა, ვეგეტატიური აშლილობა, შემცივნება და სხვ.

სპეციალისტების აზრით, ნაბახუსევის დროს უმჯობესია, თავი შეიკავოთ რძის პროდუქტების, მაიონეზისა და ტკბილეულის მიღებისგან. დალიეთ მეტი სითხე, სუფთა არაგაზირებული წყალი, ნატურალური წვენები, ხილის უშაქრო კომპოტი, კიტრის ან მჟავე კომბოსტოს წვენი. ეს დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ დეჰიდრატაციას, აღადგინოთ ელექტროლიტური წონასწორობა და შეამციროთ შეშუპება.

აქვე დაგაინტერესებთ:

ნაბახუსევის წვნიანი

ნაბახუსევიდან გამოსვლა - როგორ შევამსუბუქოთ სიმპტომები და რა დავლიოთ

ნაბახუსევზე საჭმელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მცენარეები, რომლებიც სიმსივნის საწი...

Podophyllum

ყავა თუ კაკაო — რომელია უკეთესი დილ...

ყავა თუ კაკაო

გარგარის კურკის თვისებები, შემადგენ...

გარგარის კურკის
თვისებები

ემოციებს ნუ შეიკავებთ — რატომ არის...

რატომ არის ტირილი
ჯანმრთელობისთვის
სასარგებლო

საშიშია თუ არა ტოპლეს რუჯი — ანუ გა...

ტოპლეს გარუჯვა

რატომ გროვდება ცხიმი მუცლის არეში —...

რატომ გროვდება ცხიმი
მუცლის არეში

ფიზიოლოგიური დაბერების პროცესი დაჩქ...

ფიზიოლოგიური დაბერების
პროცესი

იოდის ბადე — მითია თუ რეალური დახმა...

იოდის ბადე

ბლის 6 სასარგებლო თვისება, რომელიც...

ბლის 6 სასარგებლო თვისება