სილამაზე/ჯანმრთელობა

მძიმე ნაბახუსევი - როგორ შევამსუბუქოთ სიმპტომები?

fun time

15:45 ორშ. 16 იანვარი, 2023 წელი

მძიმე ნაბახუსევი

14
დაკოპირებულია

ზოგი ექიმი გვირჩევს, რომ ნაბახუსევის თავიდან ასაცილებლად სასმელის მიღებამდე მოვემზადოთ. მაგალითად, სასურველია წვეულების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე აქტივირებული ნახშირი დალიოთ ან ერთი ნაჭერი კარაქი მიირთვით, მაგრამ რა ვქნათ, თუ წვეულებაზე დაუგეგმავად აღმოჩნდით და მომზადების დრო არ გაქვთ?

ნაბახუსევი ალკოჰოლით მოწამვლაა, რომელსაც ხშირად გულისრევის რეფლექსი ახლავს - მძიმე თრობის მომდევნო დღეს ადამიანის ორგანიზმი ალკოჰოლის დაშლას იწყებს. ამ დროს გამოყოფილი ტოქსიკური ნივთიერებები იმუნური სისტემის საპასუხო რეაქციას იწვევს, რასაც უსიამოვნო შეგრძნებები მოჰყვება. ამ დროს ბევრი შარდვის გახშირებას უჩივის, რადგან ალკოჰოლი ხელს უწყობს შარდის ძლიერ გამომუშავებას.

გარდა ამისა, ალკოჰოლური მოწამვლა კუჭისთვის მავნებელია - ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას ხშირად ანთებითი პროცესები მოჰყვება. თუ ეს ხშირად მეორდება, შესაძლოა გასტრიტი გაგიჩნდეთ.

ნაბახუსევის დროს მოსალოდნელია საერთო სისუსტე, ცხელება, კანკალი, თავის ტკივილი და ძლიერი ოფლიანობა. გარდა ამისა, ეთანოლი ტვინის უჯრედებს კლავს და მნიშვნელობა არ აქვს ძვირად ღირებულ ვისკის სვამთ თუ იაფფასიან ლუდს.

თუ ალკოჰოლს ხშირად იღებთ, ეთანოლი შეიძლება ნამდვილ შხამად იქცეს. ამის შედეგი კი მძიმე ნაბახუსევია. ზემოთქმულიდან გამომდინარე, გირჩევთ სადღესასწაულო სუფრაზე მეტი საკვები და ნაკლები ალკოჰოლი მიირთვათ და, რაც მთავარია, ალკოჰოლური სასმელები ერთმანეთში არ აურიოთ.

როგორ შევამსუბუქოთ ნაბახუსევი?

1. უპირველეს ყოვლისა, აღადგინეთ წყლის ბალანსი. დალიეთ რაც შეიძლება მეტი წყალი, წვენები, ჩაი და კომპოტი. რადგან ინტოქსიკაციის გამო ორგანიზმმა ბევრი სითხე დაკარგა. ყავის მიღებისგან ჯობს ცოტა ხნით თავი შეიკავოთ. მას შარდმდენი თვისებები აქვს და დეჰიდრატაციას ახდენს.

2. კარგად გამოიძინეთ და შემდეგ სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

3. ნაბახუსევთან ბრძოლაში ორგანიზმი მარტო რომ არ დატოვოთ, სორბენტები უნდა მიიღოთ - ეს ის ნივთიერებები გახლავთ, რომლებიც ტოქსინებს იწოვს და ორგანიზმიდან გამოდევნს. ბუნებრივი სორბენტებიდან პოპულარულია ქატო, ხოლო სინთეზურიდან – გააქტიურებული ნახშირი, მიკროცელულოზა. ასევე, დაგეხმარებათ ვიტამინი C და სუპრადინი.

4. საუზმეზე ცილა მიირთვით (კვერცხი, ქათმის ხორცი, ყველი) - ის ღვიძლს ალკოჰოლის გადამუშავებაში ეხმარება.

5. დალიეთ კიტრის ან კომბოსტოს მწნილის წვენი. ის ნაბახუსევისგან დაცვის საუკეთესო ოჯახურ საშუალებად ითვლება.

6. არ არის საჭირო ნაბახუსევზე ლუდის ან სხვა ალკოჰოლური სასმლის მიღება. ეს ძალიან ცოტა ხნით დაგეხმარებათ.

7. ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, რათა ეთანოლის დაშლა უფრო სწრაფად მოხდეს.

რა უნდა დალიოთ ნაბახუსევზე?

გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე ექიმს უნდა მიმართოთ. ექიმთან შეთანხმების შემდეგ შეგიძლიათ ნაბახუსევის დროს მიიღოთ:

  • აქტივირებული ნახშირი
  • თეთრი ნახშირი
  • ბეტარგინი
  • ციტრამონი
  • სორბექსი.

გახსოვდეთ, რომ დიდი რაოდენობით ალკოჰოლის დალევა ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

ასევე საინტერესო იქნება:

ნაბახუსევზე გამოსვლა - რა საკვები აქვთ ამისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სასწრაფო დახმარება ნაბახუსევზე - ნივრის წვნიანი

სექსი ნაბახუსევზე - გავრისკოთ თუ არა?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

3 ხილი, რომელიც ზამთარში ჯანმრთელობ...

3 ხილი, რომელიც ზამთარში
ჯანმრთელობისთვის
სასარგებლოა

დალიეთ სიამოვნებისთვის - მოკლე ინსტ...

ღვინის სმის წესები

სიმსუქნე გადამდებია - მეცნიერების ა...

სიმსუქნე გადამდებია

კომშის სასარგებლო თვისებები

კომშის სასარგებლო
თვისებები

5 მიზეზი იმისთვის, რომ სპირულინა რა...

რა არის სპირულინა

მუშმულას სასარგებლო თვისებები

მუშმულას თვისებები

მუსკატის კაკალი - სასარგებლო თვისებ...

მუსკატის კაკალი
სასარგებლო თვისებები

ქაცვის თვისებები

ქაცვის თვისებები

ღორის ხორცის სასარგებლო თვისებები დ...

ღორის ხორცის სასარგებლო
თვისებები