უცხოური სამზარეულო

დაკონსერვებული თინუსის სალათი სპეციალური სოუსით - მსუბუქი და ნოყიერი კერძი

fun time

12:00 პარ. 18 მარტი, 2022 წელი

თინუსის სალათი

14
დაკოპირებულია

თინუსის სალათის რეცეპტს, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ, ევროპული სამზარეულოს მზარეულ ალექსანდრე კოშკელოვის გვიზიარებს.

თინუსის სალათის მოსამზადებლად საჭიროა:

  • სალათის ფურცლები - 60 გრ;
  • სტაფილო - 20 გრ
  • წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა - 40 გრ;
  • მჟავე კიტრი - 20 გრ;
  • დაკონსერვებული თინუსი - 1 ცალი;
  • სეზამის მარცვალი - ნახევარი ჩაის კოვზი;
  • კვერცხი - 1 ცალი;
  • დრესინგი (სპეციალური სოუსი).

მომზადების წესი:

დაწეწილი სალათის ფურცლები მოათავსეთ ჯამში.
დაამატეთ კუბიკებად დაჭრილი სტაფილო, მჟავე კიტრი, წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა.
დაჭერით მოხარშული კვერცხი (ჯერ შუაზე და მერე სიგრძეზე).
მოასხით სპეციალური სოუსი, კარგად ამოურიეთ და გადაიტანეთ სასალათეზე.
გახსენით დაკონსერვებული თინუსი, გადაუწურეთ წყალი და თინუსის ნაჭრები სასალათეზე მოთავსებულ მასას გვერდებში ლამაზად მოუწყვეთ.
ბოლოს მოაყარეთ სეზამის მარცვლები.

სოუსი:

  • მაიონეზი - 50 გრ;
  • ტკბილი მდოგვი - ნახევარი ჩაის კოვზი;
  • მეოთხედი ლიმონის წვენი;
  • გატარებული ნიგოზი - 10 გრ;
  • სოიოს სოუსი - 10 გრ.
  • მარილი - გემოვნებით.

ეს ყველაფერი ერთმანეთში კარგად გადაურიეთ და სულ ეს არის
ის არა მხოლოდ თინუსის, არამედ სხვა სალათებზე მოსასხმელადაც გამოგადგებათ.

შენიშვნა:

დაკონსერვებული თინუსის სალათს მარილის დამატება არ სჭირდება, რადგან მჟავე კიტრი მარილიანია და სალათზე მოსასხმელი დრესინგიც მარილს შეიცავს.

თინუსის სალათის გასაფორმებლად შეგიძლიათ, მოხარშული კვერცხი გამოიყენოთ - დაჭერით მოხარშული კვერცხი ოთხ ნაწილად და მოუწყვეთ სალათს გარშემო.

სალათის მოსამზადებლად 10 წუთიც საკმარისია.

გემრიელად მიირთვით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

პაპრიკა რა არის?

პაპრიკა რა არის?

ვეგანური ტომატის წვნიანი კუსკუსით

ვეგანური ტომატის წვნიანი
კუსკუსით

პიცა „მარგარიტას“ რეცეპტი ფილმიდან...

პიცა მარგარიტას რეცეპტი

ფალაფელის ბურთულები - მარტივი რეცეპ...

ფალაფელის ბურთულები

რატომ უნდა დაამატოთ შაქარი გატარებუ...

კატლეტების მომზადება

ხრაშუნა ყველის ბურთები - გემრიელი ხ...

მარტივი ხემსი

საზაფხულო ცივი კერძები მთელი ოჯახის...

საზაფხულო ცივი კერძები

კარტოფილი ფრი ღუმელში

კარტოფილი ფრი ღუმელში

ბოსტნეულის სალათები მაიონეზის გარეშ...

ავოკადოს სალათი