უცხოური სამზარეულო

პიცა „მარგარიტას“ რეცეპტი ფილმიდან „ჭამე, ილოცე, შეიყვარე“

fun time

16:13 ოთხ. 1 იანვარი

პიცა მარგარიტას რეცეპტი

14
დაკოპირებულია

ფილმის „ჭამე, ილოცე, შეიყვარე“ გმირმა ბედნიერების რეცეპტი აღმოაჩინა, რომლის თანახმად, ადამიანებს სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად ახალი გამოცდილება, თბილი მზე და გემრიელი საკვები სჭირდებათ. გთავაზობთ ნეაპოლიტანური პიცის რეცეპტს, რომელმაც ჯულია რობერტსის გმირის ელიზაბეტ გული მოიგო.

ამბობენ, რომ ნეაპოლის პიცერია „L'Antica Pizzeria da Michele“-ში, სადაც ფილმის გმირი გემრიელი „მარგარიტათი“ ტკბება, იტალიაში საუკეთესო პიცას ამზადებენ. მიკელე კონდუროს ოჯახმა აქ პიცის დამზადება 1870 წელს დაიწყო. მას შემდეგ პიცის რეცეპტი და მიკელეს სიტყვები თაობიდან თაობას გადაეცემა: „ნეაპოლიტანური პიცის მხოლოდ ორი სახეობა არსებობს: „მარინარა“ და „მარგარიტა“ და მომზადებისას მათ ზედმეტი არაფერი უნდა დაუმატოთ.“

კონდუროს პიცერია დღესაც მუშაობს და მასთან ყოველთვის უზარმაზარი რიგია. „მე შეყვარებული ვარ - სერიოზული რომანი მაქვს ჩემს პიცასთან“ - ამბობს ჯულია რობერტსის გმირი „მარგარიტას“ ნაჭერით ტკბობისას.

თქვენც მოამზადეთ და ცოტა ხნით თავს ნეაპოლში, კანდუროს პიცერიაში იგრძენით.

პიცა მარგარიტას რეცეპტი

საჭირო პროდუქტი:

  • წყალი - 80 მლ
  • ფქვილი - 170 გრ
  • მშრალი საფუარი - 4 გრ
  • ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი - 6 მლ.
  • მარილი გემოვნებით
  • პიცის თავზე:
  • მოცარელა (გემოვნებით)
  • პომიდვრის წვენი
  • რეჰანი

მომზადების წესი:

1. ფქვილი ჩაყარეთ ჯამში, დაუმატეთ საფუარი, დაასხით წყალი და მოზილეთ ცომი. ცომი კარგად რომ შეიკვრება და ერთგვაროვანი გახდება, ზეთი შეაზილეთ.

2. ცომი გადაიტანეთ ფქვილიან მაგიდაზე, მარილი მოაყარეთ და ზილეთ, სანამ ერთგვაროვანი, რბილი და ელასტიკური არ გახდება.

3. ცომი 30 წუთის განმავლობაში, ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ, შემდეგ კონტეინერში გადაიტანეთ, თავსახური მჭიდროდ დააფარეთ და მაცივარში 24-48 საათით შედგით.

4. ცომი მაცივრიდან პიცის გამოცხობამდე საათ-ნახევრით ადრე გამოიღეთ და გააბრტყელეთ.

5. დაბოლოს, ცომს სილიკონის ფუნჯით პომიდვრის წვენი წაუსვით, მოცარელა მოაყარეთ, ღუმელში შედგით და 5-7 წუთის განმავლობაში აცხვეთ. ღუმლიდან გამოღების შემდეგ პიცა რეჰანით გააფორმეთ და გემრიელად მიირთვით.

ესეც სცადეთ:

ოჯახური ჩებურეკი - ყირიმელი თათრების რეცეპტი

კუსკუსის მომზადება

ბოსტნეულის წვნიანი დიეტური


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ფალაფელის ბურთულები - მარტივი რეცეპ...

ფალაფელის ბურთულები

რატომ უნდა დაამატოთ შაქარი გატარებუ...

კატლეტების მომზადება

ხრაშუნა ყველის ბურთები - გემრიელი ხ...

მარტივი ხემსი

საზაფხულო ცივი კერძები მთელი ოჯახის...

საზაფხულო ცივი კერძები

კარტოფილი ფრი ღუმელში

კარტოფილი ფრი ღუმელში

ბოსტნეულის სალათები მაიონეზის გარეშ...

ავოკადოს სალათი

ჰუმუსის მომზადება - კლასიკური რეცეპ...

ჰუმუსის მომზადება

კესადილია - გემრიელი ქათმის მექსიკუ...

კესადილია - ქათმის
მექსიკური რეცეპტი

ბატატი ღუმელში - მიირთვით კარტოფილი...

ბატატი ღუმელში