უცხოური სამზარეულო

სალათა „ღრუბელი“ - მარტივი ცივი კერძი

fun time

12:00 სამ. 20 აპრილი, 2021 წელი

სალათა ღრუბელი

14
დაკოპირებულია

თუ კიტრი, ყველი და ვაშლი გიყვართ, ეს რეცეპტი უნდა ჩაინიშნოთ...

საჭირო პროდუქტი:

ქათმის ფილე - 400 გრ
კვერცხი - 3 ცალი
კიტრი - 2 ცალი
ვაშლი - 1 ცალი
ყველი - 150 გრ
მაიონეზი - 200 გრ
კამა - 50 გრ
მარილი - გემოვნებით

მომზადების წესი:

მოხარშეთ ქათმის ფილე მარილიან წყალში. გააგრილეთ და დაჭერით წვრილად.

მოხარშეთ კვერცხი, გააგრილეთ, გაფცქვენით და გახეხეთ საშუალო სისქის სახეხზე.

ასევე, გახეხეთ კიტრი და ყველიც.

გახეხილი კიტრი, ყველი, კვერცხი და ქათმის ფილე შეაზავეთ მაიონეზით და მოაყარეთ მარილი. კარგად გადაურიეთ და სასალათეზე გადატანის დროს კამით გაალამაზეთ.

სუფრაზე გატანამდე სალათა მოათავსეთ მაცივარში რამდენიმე წუთით მაინც.

შენიშვნა:
სალათისთვის სასურველია გახეხოთ მხოლოდ კიტრის კანი. მთლიანი კიტრი სალათს გააწყალებს.

გემრიელად მიირთვით!



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ხრაშუნა ყველის ბურთები - გემრიელი ხ...

მარტივი ხემსი

საზაფხულო ცივი კერძები მთელი ოჯახის...

საზაფხულო ცივი კერძები

კარტოფილი ფრი ღუმელში

კარტოფილი ფრი ღუმელში

ბოსტნეულის სალათები მაიონეზის გარეშ...

ავოკადოს სალათი

ჰუმუსის მომზადება - კლასიკური რეცეპ...

ჰუმუსის მომზადება

კესადილია - გემრიელი ქათმის მექსიკუ...

კესადილია - ქათმის
მექსიკური რეცეპტი

ბატატი ღუმელში - მიირთვით კარტოფილი...

ბატატი ღუმელში

მაშარაფის რეცეპტი - როგორ მოვმზადოთ...

მაშარაფის რეცეპტი

უკრაინული გალუშკები - ნოყიერი საუზმ...

უკრაინული გალუშკები