უცხოური სამზარეულო

საზაფხულო ცივი კერძები მთელი ოჯახისთვის

fun time

21:31 შაბ. 15 ივნისი

საზაფხულო ცივი კერძები

14
დაკოპირებულია

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ზამთრის ცივ დღეებთან შედარებით, ზაფხულის ცხელ დღეებში გაცილებით ნაკლებ საკვებს მივირთმევთ.  დიეტოლოგები ამას იმით ხსნიან, რომ ტემპერატურის მატებასთან ერთად ქსოვილის უჯრედები ჟანგბადს უკეთ ითვისებენ და ჩვენს ორგანიზმს ნაკლები ენერგია სჭირდება.

დიეტოლოგები გვირჩევენ, ზაფხულის ცხელ დღეებში მოვერიდოთ ცხიმიან საკვებს, რომლის მონელებასაც დიდი დრო სჭირდება. სწორედ ასე იქცევიან სამხრეთში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც ცოტა ხორცს მიირთმევენ, მაგრამ მათი მენიუ ხილით, ბოსტნეულით, თევზით და ზღვის პროდუქტებით არის მდიდარი.

ზაფხულის დაბალკალორიული, ჯანსაღი და გემრიელი კერძები გემოთი და კვებითი ღირებულებით ხორციან კერძებს არ ჩამოუვარდება. ამასთან, მათი დაგემოვნების შემდეგ დანაყრების შეგრძნება დიდხანს გაგყვებათ.

გთავაზობთ საზაფხულო კერძის რეცეპტს, რომელიც ცხელი დღეებისთვის იდეალური არჩევანია:

ჭარხლის წვნიანი

საჭირო პროდუქტი:

  • კეფირი – 1ლ;
  • წყალი – 1ლ;
  • ჭარხალი – 4 ც.;
  • კიტრი – 2 ც.;
  • დაჭრილი კამა – 2 ს.კ.
  • ლიმონის წვენი – 1 ს.კ.
  • მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი:

ჭარხალი გაფცქვენით, ზოლებად დაჭერით, ქვაბში ჩაყარეთ და დაასხით წყალი და ლიმონის წვენი. ჭარხალი 15-20 წუთის განმავლობაში ხარშეთ, შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით და გააცივეთ.

მწვანილი და კიტრი დაჭერით და, კეფირთან ერთად, გაციებულ ჭარხლის წვნიანს დაუმატეთ.

ზოგი დიასახლისი წვნიანს მოხარშულ ხორცს ან კვერცხსაც უმატებს. მთავარია, რომ ყველა ინგრედიენტი წვრილად იყოს დაჭრილი.

გემრიელად მიირთვით!

ესპანური გასპაჩო

გასპაჩო ანდალუსიური სამზარეულოს სიმბოლოა. ეს მოწითალო ფერის, მსუბუქი ცივი წვნიანი ახალი ბოსტნეულისგან (პომიდორი, წიწაკა და კიტრი) მზადდება და მდიდარია ბოჭკოებით, ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით.

საჭირო პროდუქტი:

  • პომიდორი – 450 გრ.
  • კიტრი – 1 ც.
  • ხახვი – 1 ც.
  • წითელი წიწაკა – 1 ც.
  • პომიდვრის წვენი – 3 ჭიქა,
  • ქინძი – 1 კონა,
  • ზეითუნის ზეთი – ¼ ჭიქა,
  • ძმარი – 0,3 ჭიქა.

ნახევარი პომიდორი, კიტრი და ხახვი პატარა კუბებად დაჭერით, ჩოფერში ჩაყარეთ და ერთგვაროვან პიურედ აქციეთ.

ამის შემდეგ ღრმა ჯამში გადაიტანეთ და დაუმატეთ ტომატის წვენი, წვრილად დაჭრილი ქინძი, ზეითუნის ზეთი, ძმარი და კარგად მოურიეთ.

დარჩენილი პომიდორი, კიტრი და ხახვი დაჭერით, გასპაჩოს დაუმატეთ, აურიეთ, მოაყარეთ მარილი და პილპილი და მაცივარში შედგით.

გემრიელად მიირთვით!

ესეც სცადეთ:

საზაფხულო კერძები - მოამზადეთ Funtime-ს რეცეპტებით

გამაგრილებელი სასმელები - 3 მარტივი რეცეპტი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

კარტოფილი ფრი ღუმელში

კარტოფილი ფრი ღუმელში

ბოსტნეულის სალათები მაიონეზის გარეშ...

ავოკადოს სალათი

ჰუმუსის მომზადება - კლასიკური რეცეპ...

ჰუმუსის მომზადება

კესადილია - გემრიელი ქათმის მექსიკუ...

კესადილია - ქათმის
მექსიკური რეცეპტი

ბატატი ღუმელში - მიირთვით კარტოფილი...

ბატატი ღუმელში

მაშარაფის რეცეპტი - როგორ მოვმზადოთ...

მაშარაფის რეცეპტი

უკრაინული გალუშკები - ნოყიერი საუზმ...

უკრაინული გალუშკები

სასწრაფო დახმარება ნაბახუსევზე - ნი...

ნივრის წვნიანი

თუ ოლივიე მოგბეზრდათ, სცადეთ ეს გან...

განსხვავებული სალათები
საახალწლო სუფრისთვის